/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */
ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });
საერთაშორისო დასახელება:
KETOCONAZOLE
მწარმოებელი: JANSSEN-CILAC
მოქმედი ნივთიერება: კეტოკონაზოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 30 ც.
1 ტაბ.
კეტოკონაზოლი............. 200 მგ
მოქმედების მექანიზმი: ანტიმიკოზური პრეპარატი. ახასიათებს ანტიფუნგინალური და მიკოსტატური მოქმედება. აქტიურია დერმატოფიტებისა (Trichophyton sp., Epidermophyton floccosum, Microsporum sp.) და საფუარა სოკოებისადმი (Candida sp., Pityrosporum sp.), ასევე სისტემური მიკოზების გამომწვევის (Cryptococcus spp.) და გრამდადებითი კოკების (Staphylococcus spp., Streptococcus spp.) მიმართ. მისი მოქმედება დამყარებულია ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებასა და სოკოს მემბრანის ლიპიდური შემადგენლობის ცვლილებაზე. პრეპარატი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ში. კეტოკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღვლის საშუალებით, ხოლო 13% - შარდის გზით.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში ინიშნება 200 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დერმატომიკოზების დროს შეადგენს 4 კვირას;
ონიქომიკოზების დროს -6-12 თვეს (კლინიკურ და მიკოლოგიურ გაუმჯობესებამდე);
კანისა და პირის ღრუს კანდიდოზის დროს - 2-3 კვირას;
სისტემური მიკოზების დროს - 1-2 თვეს. თუკი აღნიშნული დოზა არ იძლევა კლინიკურ გაუმჯობესებას, მაშინ დღიური დოზა უნდა განისაზღვროს 400 მგ-ით.
ვაგინალური კანდიდოზის დროს კეტოკონაზოლი ინიშნება 400 მგ დღეში, კურსის ხანგრძლივობა 5 დღეა.
15-30 კგ წონის ბავშვებში კეტოკონაზოლის დღიური დოზაა 100 მგ, ხოლო 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებს ენიშნებათ მოზრდილის დოზა.
სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში ინიშნება 400 მგ დღეში;
ბავშვებში - დღეში 4-8 მგ/კგ სხეულის წონაზე.
კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. კეტოკონაზოლი ინიშნება ჭამის დროს.გვერდითი მოვლენები თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, პარესთეზიები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თრომბოციტოპენია, გინეკომასტია, ოლიგოსპერმია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
უკუჩვენებები: * ღვიძლის და თირკმლების ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევები; * ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; * პრეპარატისადმი გადაჭარბებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები: კეტოკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება 50 წელზე მეტი ასაკის ქალებში, ანამნეზში ღვიძლის დაავადებებისა და სამკურნალო საშუალებებზე ალერგიული რეაქციების მქონე პირებში, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას. პრეპარატით 2 კვირის განმავლობაში ან უფრო დიდი ხნით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციების მუდმივი კონტროლი. რეკომენდებული არ არის კეტოკონაზოლისა და ციკლოსპორინის, ანტიკოაგულანტების, მეთილპრედნიზოლონის, ლოვასტატინის ერთდროული გამოყენება. რიფამპიცინი და იზონიაზიდი ამცირებენ სისხლის პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე ან ბავშვზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.
შენახვის პირობები და ვადები: პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });