/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
საერთაშორისო დასახელება:
METRONIDAZOLE
მწარმოებელი: B. BRAUN MELSUNGEN, გერმანია
მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინფუზიო ხსნარი 0.5%: ფლაკონში 100 მლ
1 მლ 1 ფლ.
მეტრონიდაზოლი ..................... 5 მგ 500 მგ
დამხმარე საშუალება:
ნატრიუმის მონოჰიდროგენფოსფატი 12H2O, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.
ელექტროლიტების შემცველობა:
ნატრიუმი.... 14 მმოლ
ქლორიდი.... 13 მმოლ
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
თუ სხვა დანიშნულება არ არსებობს, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილებში და მოზარდებში:
I დღე - 6-8 საათში ერთხელ 0.5 მგ მეტრონიდაზოლი (100 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი), მაქსიმალური დოზა დღეში შეადგენს 2 გ-ს.
II და შემდგომ დღეებში - ყოველ 12 საათში ერთხელ 0.5 გ, შესაბამისად 1 გ დღეში. გამონაკლის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი დოზა მატულობს 1.5 გ-მდე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.
ქირურგიული ოპერაციის წინ პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია უშუალოდ ოპერაციის წინ მეტრონიდაზოლის ერთჯერადი დოზა 0.5-1.0 გ (არა უმეტეს 2.0 გ-სა).
ბავშვებში ინიშნება ყოველ 8 საათში ერთხელ 7-10 მგ/კგ-ზე, შესაბამისად დღეღამური დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ-ზე.
ინტრავენურად: მეტრონიდაზოლი შეჰყავთ ნელა, არა უმეტეს 100 მლ 20 წუთში, მაგრამ როგორც წესი შეჰყავთ 100 მლ 60 წუთში.
- დასაშვებია მისი შეყვანა იზოტონურ ხსნართან ან 5% გლუკოზასთან ერთად.
- ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია მათი ცალ-ცალკე შეყვანა.
- გახსნილი ფლაკონი არ შეინახება. ნარჩენი უნდა გავანადგუროთ.
- მეტრონიდაზოლით ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ მეტრონიდაზოლს, მკურნალობის ხანგრძლივობა არ აღემატება 10 დღეს. უფრო ხანგრძლივი მკურნალობა დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში. განმეორებითი მკურნალობა იშვიათად ტარდება.
- მკურნალობის ხანგრძლივობის შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ არ არის გამორიცხული ნაყოფის უჯრედის დაზიანება, ხოლო ექსპერიმენტში ადგილი აქვს ზოგიერთი სიმსივნური უჯრედების ზრდას.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, მასში შემავალი ინგრედიენტების ან სხვა ნიტრომიდაზოლის წარმოებულების მიმართ.
* პრეპარატის ინტრავენური გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების განვითარება და სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მნიშვნელოვანია მეტრონიდაზოლის და შემდეგი პრეპარატების ურთიერთქმედება:
- აკრძალულია პრეპარატის დანიშვნა ალკოჰოლთან ერთად, ამ დროს ვითარდება ღებინება და თავბრუსხვევა.
- მეტრონიდაზოლის კომბიანაციით დისულფირამთან აღინიშნება გონების დაბინდვა.
- მეტრონიდაზოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტს, ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნისას საჭიროა აღნიშნული პრეპარატების დოზების შემცირება.
- მეტრონიდაზოლის მოქმედებას აქვეითებს ბარბიტურატებთან და ფენიტოინთან მისი კომბინაცია.
- ლითიუმთან კომბინაციის დროს საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამ დროს აღინიშნება სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება. - ციმეტიდინი ახანგრძლივებს მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს და ამით მატულობს მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });