/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */
ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });
საერთაშორისო დასახელება:
KETOTIFEN
მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work, POLFA, პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: კეტოტიფენი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
კეტოტიფენი ................ 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი.
ჩვენებები:
პროფილაქტიკა და მკურნალობა;
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში:
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ, გართულების თავიდან აცილების მიზნით.
გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, ძილიანობა, ფსიქიკური რეაქციების შენელება (რომლებიც მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იხსნება); აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, უძილობა (განსაკუთრებით ბავშვებში), დაღლილობის შეგრძნება, იშვიათად – კრუნჩხვები;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, მადის მომატება, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ყაბზობა, იშვიათად – ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – ცისტიტი, დიზურია;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის მძიმე რეაქციები;
სხვა: თრომბოციტოპენია, სხეულის წონის მატება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
* პერორალური ან დიაბეტური საშუალებებით ნამკურნალები შაქრიანი დიაბეტი.
ორსულობა და ლაქტაცია:
* პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, თუმცა არ არის დადგენილი ამ დროს მისი ტოქსიკურობა.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატით მკურნალობის დაწყების წინ არ არის რეკომენდებული სხვა საშუალებების უეცარი მოხსნა (სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდები და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი), რომლებიც ადრე იყო გამოყენებული ბრონქული ასთმის სამკურნალოდ, ვინაიდან შესაძლებელია ამ კატეგორიის ავადმყოფებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ერთი წლის განმავლობაში.
* ბაქტერიულ ინფექციის განვითარების დროს საჭიროა შესაბამისი ანტიბიოტიკის დანიშვნა.
* კეტოტიფენით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- კეტოტიფენი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებების მოქმედებას, როგორიცა: სედატიური, საძილე, ანტიჰისტამინური საშუალებები, აგრეთვე ალკოჰოლი.
- კეტოტიფენის და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომები: ფსიქიური დარღვევები, ძილიანობა, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, კომა (კერძოდ, ბავშვებში), ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება, მათ შორის კრუნჩხვები.
შესაძლებელია განვითარდეს ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა. ასეთ დროს აუცილებელია ავადმყოფზე მეთვალყურეობა.
ჭარბი დოზირების დროს საჭიროა პრეპარატის მოხსნა, კუჭის ამორეცხვა. საჭიროების მიხედვით ტარდება სიმპტომური მკურნალობა გულის და სუნთქვის ფუნქციის მონიტორინგით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });