/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

კალუმიდი - CALUMID - КАЛУМИД

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

საერთაშორისო დასახელება:

BICALUTAMIDE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ბიკალუტამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანდროგენული არასტეროიდული საშუალება. წინამდებარე ჯირკვლის კარცინომა.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 ან 6 ბლისტერი.

1 ტაბ.

ბიკალუტამიდი ...................           50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, A ტიპის, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

აპკი: ოპადრაი II, 33G 28523 თეთრი (გლიცერილ ტრიაცეტატი, მაკროგოლ 3350, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, C.I* 77891, E 171,ჰიპრომელოზა).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კალუმიდი წარმოადგენს ანტიანდროგენულ არასტეროიდულ  პრეპარატს. იგი მოკლებულია სხვა ენდოკრინულ თვისებებს. ანდროგენების რეცეპტორებთან დაკავშირების შემდეგ, გენების ექსპრესიის გარეშე, იგი აბლოკირებს ანდროგენულ ეფექტს და ხელს უწყობს პროსტატის სიმსივნის რეგრესს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი შიგნით მიღებისას კარგად შეიწოვება. საკვების მიღება ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს. S(+) და R(-) ენანტიომერები შედარებით სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. R(-) ენანტიომერის ნახევარგამოყოფის დრო დაახლეობით 1 კვირაა. სადღეღამისო დოზის 50 მგ-ი მიღებისას ბიკალუტამიდის R(-) ენანტიომერი კუმულირდება პლაზმაში მისთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი T1/2 გამო და აღწევს 10-ჯერად კონცენტრაციას. ამასთან მისი კონცენტრაცია გაჯერების სტადიაში შეადგენს 9 მკგ/მლ-ს. გაჯერების სტადიაში პლაზმაში აღმოჩენილი ენანტიომერების 99%-ს შეადგენს აქტიური R (-) ენანტიომერი.

ასაკი, თირკმლის უკმარისობისა და ღვიძლის დაზიანების არსებობა მსუბუქ და საშუალო ფორმებში არ მოქმედებს R (-)  ენანტიომერის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგრამ ღვიძლის დაავადების მძიმე ფორმებისას ეს ენანტიომერი ორგანიზმიდან უფრო ნელა გამოიყოფა.

თითქმის მთელი ბიკალუტამიდი (96%) უკავშირდება სისხლის ცილებს და განიცდის ჟანგვას და გლუკურონირებას. მისი მეტაბოლიტები თანაბარი შეფარდებით გამოიყოფა შარდით და ნაღვლით.

ჩვენებები:

  • წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის მკურნალობა მეტასტაზირების სტადიაში (D2) მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორთან (მჰრფ) ან ქირურგიულ კასტრირებასთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები):

ჩვეულებრივი დღიური დოზა 1 შემოგარსული ტაბლეტი (50 მგ) დღეში ერთხელ. მკურნალობას იწყებენ მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორის ანალოგის მიღებასთან ან ქირურგიულ კასტრირებასთან ერთად.

თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში დოზის კორექტირების აუცილებლობა არ არსებობს.

ღვიძლის დაზიანებისას დოზის კორექტირების აუცილებლობა არ არსებობს.

ღვიძლის საშუალო და მძიმე დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ორგანიზმში კუმულაცია.

გვერდითი მოვლენები:

- ჩვეულებრივ პაციენტები პრეპარატს კარგად იტანენ, იშვიათ შემთხვევაში გვერდითი რეაქციის გამო საჭირო იყო მკურნალობის შეწყვეტა. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების გამო შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სახის ჰიპერემიას, კანის ქავილს, სარძევე ჯირკვლების ჰიპერმგრძნობელობას, გინეკომასტიას, რაც მცირდება ქირურგიული კასტრაციის შემდეგ. პრეპარატის მიღებას შეიძლება თან ახლდეს დიარეა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე და კანის სიმშრალე.

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევას (ტრანსამინაზების მომატება, ქოლესტაზი, სიყვითლე) მხოლოდ იშვიათად ჰქონდა მძიმე ფორმა. ხშირად მკურნალობის შეწყვეტისას ან მკურნალობის დროს ის ნაკლებ გამოხატულ ფორმას იღებდა ან ნორმალიზდებოდა.

- პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბიკალუტამიდს, ღვიძლის უკმარისობა ვითარდებოდა ძალიან იშვიათად და მისი მკურნალობასთან კავშირი დადგენილი არ არის. ხანდახან თავს იჩენდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (სტენოკარდია, ეკგ-ზეPR და QT ინტერვალების გაზრდა, არითმია და არასპეციფიური ცვლილებები).

- კლინიკურ კვლევებში ბიკალუტამიდის კომბინირებული მიღებისას მჰრფ-ს ანალოგთან შემთხვევათა e~1% აღინიშნებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი კავშირი მკურნალობასთან არ არის დადასტურებული, ვინაიდან სიმპტომების უმეტესობა შეიძლება აიხსნას პაციენტების ხანდაზმული ასაკით:

გ.ს.ს.: გულის უკმარისობა.

ს.მ.ს.: ანორექსია, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ყაბზობა, მეტეორიზმი.

ც.ნ.ს.: თავბრუსხევა, უძილობა, მომატებული ძილიანობა, ლიბიდოს დაქვეითება.

სასუნთქი სისტემა: დისპნოე.

გამომყოფი სისტემა: იმპოტენცია, ნიქტურია.

სისხლმბადი სისტემა: ანემია.

კანის საფარი: გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰირსუტიზმი.

ენდოკრინული სისტემა: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, სხეულის მასის მატება ან კლება.

სხვა: ტკივილი მუცელში, მკერდში, მცირე მენჯში, თავის ტკივილი, შეშუპებები, შემცივნება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

* ბავშვთა ასაკი. მდედრობითი სქესი. ტერფენადინით, ასტემიზოლით და ცისაპრიდით მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატი არ ენიშნებათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.

განსაკუთრებული მითითებები:

* ბიკალუტამიდის მეტაბოლიზმი უმეტესად ღვიძლში მიმდინარეობს. ღვიძლის მძიმე დაზიანებებისას პრეპარატის ელიმინაცია მნიშვნელოვნად ფერხდება, რაც ორგანიზმში მის კუმულაციას იწვევს. ღვიძლის საშუალო და მძიმე დაზიანების მქონე პაციენტისთვის პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. მკურნალობას შესაძლოა თან ახლდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ საჭიროა მისი რეგულარული კონტროლი.

* ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ასეთ დროს საჭიროა ბიკალუტამიდით მკურნალობის შეწყვეტა.

მოქმედება ავტომობილის მართვაზე და მექანიზმების გამოყენებაზე, რომლებთან მუშაობაც ტრავმების გაზრდილ რისკთანა დაკავშირებული: ბიკალუტამიდის ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებაზე ნეგატიური გავლენის მონაცემები არ არსებობს. პრეპარატმა შეიძლება ზოგჯერ თავბრუსხვევა და ძილიანობა გამოიწვიოს. ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენის დროს საჭიროა ტრავმატიზმის მაღალ რისკთან დაკავშირებული მოქმედების შეწყვეტა.

უსაფრთხოების წინაკლინიკური კვლევები:

ბიკალუტამიდი ცხოველებზე ავლენს ძლიერ ანტიანდროგენულ მოქმედებას. იგი წარმოადენს ოქსიდაზის შერეული მოქმედების ინდუქტორს, რითაც შეიძლება ახსნილი იქნას ცვლილებები, მათ შორის სიმსივნის ინდუქციაც, რომელიც საკვლევი ცხოველების ორგანოებში აღინიშნება.

ჭარბი დოზირება:

ადამიანის მიერ ჭარბი დოზის მიღების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია, აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი.

დიალიზის ჩატარება ნაკლებად ეფექტურია ბიკალუტამიდის პლაზმის ცილებთან შეკავშირებისას და ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ბიკალუტამიდსა და მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორს შორის ფარმაკოდინამიური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებაზე მონაცემები არ მოიპოვება.

- ბიკალუტამიდი აბლოკირებს CYP450 სისტემის ენზიმებს. განსაკურთებული ყურადღება საჭიროა ბიკალუტამიდის ისეთი პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, რომელთა მეტაბოლიზმშიც CYP3A4 მონაწილეობს. მცირე ხარისხით ბიკალუტამიდი აბლოკირებს CYP2C9 -ს, 2C19-ს და 2D6-ს.

- მიუხედავად იმისა, რომ CYP450 -ის აქტივობის დასადგენად ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა, რომელთა დროსაც გამიყენებოდა ანტიპირინი, არ დაადასტურა ბიკალუტამიდსა და მიდაზოლამს შორის ურთიერთქმედება, მიდაზოლამის საშუალო ექსპოზიცია (AUC) მისი ბიკალუტამიდთან კომბინაციაში 28 დღიანი მიღების შემდნგ 80%-ზე გაიზარდა. დაბალი თერაპიული ინდექსის მქონე პრეპარატების მიღებისას AUC-ის ამგვარ მომატებას შეიძლება მოჰყვეს კლინიკური გამოვლენა,

ამიტომ ბიკალუტამიდის ციკლოსპორინთან და კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთად მიღება მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. ამ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს უკანასკნელთა დოზების შემცირება, განსაკუთრებით გვერდითი მოვლენების გახშირების დროს. მკურნალობის დაწყებისას და დამთავრებისას ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას რეკომენდებულია პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის გაზომვა და გვერდითი კლინიკური რეაქციების მონიტორინგი.

- ისეთ პრეპარატებთან კომბინირებისას, რომლებიც აბლოკირებენ მიკროსომალურ ჟანგვას (მაგ. ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი) საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ბიკალუტამიდის კონცენტრაციის შესაძლო მომატების გამო.

- in vitro კვლევებისას, ბიკალუტამიდი კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს გამოდევნის პლაზმის ცილებთან მათი შეკავშირების ადგილიდან, რის გამოც საჭიროა იმ პაციენტების პროთრომბინის დროის კონტროლი, რომლებიც რეგულარულად იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს ბიკალუტამიდთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები