/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

თრომბასპინი - THROMBASPIN - ТРОМБАСПИН

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

საერთაშორისო დასახელება:

ACETYLSALICYLIC ACID

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო საშუალება (ანტიაგრეგანტი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

აცეტილსალიცილის მჟავა            ....................0.1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვის გზით აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს სისხლის შედედების უნარს.

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელს უშლიან აქტიური ნივთიერების კუჭში აბსორბციას და ამასთან, მნიშვნელოვნად ამცირებენ აცეტილსალიცილის მჟავას ულცეროგენულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:

თრომბასპინის Cmax აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს იგი უკავშირდება 80-85%-ით, აცეტილსალიცილის მჟავას დოზის მომატებით პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი 50%-ით მცირდება. ელიმინაცია წარმოებს მეტაბოლიტებსა და უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით. პრეპარატის ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.

ჩვენებები:

  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
  • მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
  • გულის იშემიური დაავადების ფონზე მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის შემცირება;
  • სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (აორტო-კორონარული შუნტირება, კორონარული ანგიოპლასტიკა);
  • ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევებისა და ინსულტების პროფილაქტიკა;
  • მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა;
  • შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი:

რეკომენდებულია შემდეგი დოზირების დაცვა:

- არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 100-300 მგ თრომბასპინი. თანამოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დღეში 100 მგ თრომბასპინის დანიშვნა;

- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ინიშნება 100 მგ/დღეში;

- მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 300 მგ/დღეში;

- მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკის, შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში ან 300 მგ დღეგამოშვებით.

თრომბასპინი ინიშნება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. თრომბასპინი, როგორც ანტიაგრეგანტული პრეპარატი, განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით მკურნალობისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი-ექიმი.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქცია: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, მიდრეკილების მქონე პაციენტებში  - ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება.

საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, ღებინება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის ფარული სისხლდენით განპირობებული).

სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება.

თრომბასპინი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო, მთლიანობაში კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვითარდება ერთეულ შემთხვევაში.

უკუჩვენებები:

*აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობა;

*ჰემორაგიული დიათეზი;

*მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰემოფილია;

*კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი გამწვავების ფაზაში;

*ნეფროლითიაზი;

*ორსულობის III ტრიმესტრი.

განსაკუთრებული მითითებები:

*პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

*ლაქტაციის პერიოდში თრომბასპინის მიღება, ჩვეულებრივ არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას.

*პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში;

*ანამნეზში - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თრომბასპინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მეტოტრექსატის მოქმედებას, ხოლო გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთად ზრდის ულცეროგენული მოქმედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკს.

თრომბასპინი აქვეითებს დიურეზული (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი), ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმჟავას სეკრეციის ხელშემწყობი პრეპარატების (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მოქმედებას.

აღნიშნული პრეპარატების და თრომბასპინის კომპლექსური დანიშვნისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 საათიანი ინტერვალის დაცვა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები