/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ენოზიდ H - ENOZID H - ЭНОЗИД H

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

აერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი +ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიჰიპეტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი ...............    10 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი  ...............  25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენოზიდ H წარმოადგენს კომბინირებულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას.

მის შემადგენლობაში შედის აგფ ინჰიბიტორი (ენალაპრილის მალეატი) და თიაზიდური დიურეზული საშუალება (ჰიდროქლოროთიაზიდი).

ენალაპრილის მალეატი აბლოკირებს ანგიონტენგინგადამქმნელ ფერმენტს, რაც თავის მხრივ აფერხებს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნის პროცესს. ანგიოტენზინ I-ის კონცენტრაციის შემცირება მეორადად იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის გაზრდას და ალდოსტერონის სეკრეციის დაქვეითებას. ფარმაკოლოგიური აქტივობა გაჩნია ენალაპრილის მეტაბოლიტს - ენალაპრილატს. იგი აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს სისხლის წნევის დაქვეითებას, სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას, გულის კუნთისა და სხვა ორგანოების ჟანგბადით მომარაგების გაზრდას.

ჰიდროქლოროთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი. იგი ამცირებს ნატრიუმის, ქლორისა და წყლის იონების რეაბსორბციას ნეფრონის დისტალურ მილაკებში; ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და ბიკარბონატის იონების გამოყოფას; იწვევს კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ენალაპრილის 60%. პრეპარატის ბიოშეღწევადობა არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 3-4 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი სტაბილური კონცენტრაცია - 4 დღის შემდეგ.

ღვიძლში ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელსაც ახასიათებს ფარმაკოლოგიური ეფექტი.

პრეპარატის მიღებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 სთ-ს.

პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ჰიდროქლოროთიაზიდის 60-75%. დიურეზული ეფექტი აღინიშნება 2 სთ-ის, ხოლო მაქსიმალური - 3-4 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 12 სთ-მდე. ენალაპრილის მალეატისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ავლენს უფრო გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს, ვიდრე ცალკე აღებული თითოეული მათგანი. ამასთანავე ენალაპრილის მოქმედების შედეგად მცირდება თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი. პრეპარატის კომპონენტების ჰიპოტენზიური ეფექტების ერთობლიობა იწვევს პრეპარატის თერაპიული ეფექტის შენარჩუნებას 24 სთ-ის განმავლობაში.

ენალაპრილი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა თირკმელებით, ძირითადად უცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • ნებისმიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. ენოზიდ H-ის მიღება არ არის დაკავშირებული საკვებთან, რეკომენდებულია მისი მიღება ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით.

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს ერთხელ დღეში. არასაკმარისი თერაპიული ეფექტის დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა.

მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეზღუდული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი რეკომენდებული დოზით მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდით მოვლენებს აქვს გარდამავალი ხასიათი და, როგორც წესი, ისინი არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტატული);

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ხმის შეცვლა;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება;

სისხლის სისტემის მხრივ: იშვიათად - ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი;

სხვა: წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (სხეულის ტემპერატურის მომატება, ართრალგია, მიალგია, სეროზიტი, ვასკულიტი, ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია).

უკუჩვენებები:

*პრეპარატის კომპონენტებისადმი ან სხვა აგფ ინჰიბიტორებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

*ანამნეზში აგფ ინჰიბიტორების ფონზე განვითარებული ანგიონევროზული შეშუპება;

*პორფირია;

*ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსი <0.5 მლ/წმ); ანურია;

* ბავშვთა ასაკი, რადგანაც პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

*პრეპარატის მიღება ორსულობის დროს (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) უკუნაჩვენებია.

*ენალაპრილი და ენალაპრილატი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

-პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან დიურეზული საშუალებების გამოყენებით, დიარეითა და ფაღარათით გამოწვეული წყალ-ელექტროლიტური დისბალანსი. საჭიროა პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიის ორმხრივი ან ცალმხრივ სტენოზი.

-პრეპარატი სიფრხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აორტის გამოხატული სტენოზი ან გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა.

-ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესანტებთან და სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია, ამიტომ საჭიროა სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.

-პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობენ სულფანილამიდებით და სულფანილშარდოვანას ჯგუფის დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებებით ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის განვითარების გამო.

-ენოზიდ H-ით მკურნალობის დასაწყისში, სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დიურეზული საშუალებებით მკურნალობის შეწყვეტა მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.

-შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნორმოალბუმინურია, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ თირკმლის ფუნქციური რეზერვის განსაზღვრის შემდეგ.

-გვერდითი მოვლენების ან ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადეკვატური მკურნალობა.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია.

მკურნალობა: პაციენტს უნდა მივაღებინოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა თავით ოდნავ ქვემოთ. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, შემდგომში - გააქტივებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალებების მიღება. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარის, აუცილებლობისას - ანგიოტენზინ II-ის შეყვანა.

მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებას აძლიერებს დიურეზული საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები, მეთილდოპა, ნიტრატები, კალციუმის არხების ბლოკატორები, ჰიდრალაზინი, პრაზოზინი, ალკოჰოლი.

კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი ან ტრიამტერენი) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება ჰიპერკალიემიის განვითარება.

ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია დააქვეითოს პრეპარატის ეფექტურობა.

ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებით ძლიერდება ლითიუმით გამოწვეული გვერდითი მოვლენები.

ციმეტიდინი ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას.

პრეპარატის თეოფილინთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები