/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ბრომჰექსინი ბერლინ-ხემი (დრაჟე, ხსნარი) - BROMHEXINE BERLIN-CHEMIE - БРОМГЕКСИН БЕРЛИН-ХЕМ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

საერთაშორისო დასახელება:

BROMHEXINE

მწარმოებელი: BERLIN – CHEMIE/MENARINI GROUP, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ბრომჰექსინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიტური(სეკრეტოლიტური) საშუალება; მედიკამენტი ამოსახველებელი და სუსტად გამოხატული ხველის საწინააღმდეგო ეფექტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუვაში 25 ც.

1 დრაჟე

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი ........    8 მგ

ჩვენებები:

სეკრეტის გათხელების სამკურნალოდ, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს წებოვანი სეკრეტი.

მიღების წესი და დოზირეა:

თუ სხვანაირად არ არის დანიშნული:

6-14 წლის ბავშვებში, ასევე პაციენტებში სხეულის 50 კგ-ზე ნაკლები წონით დღეში 3-ჯერ 1 დრაჟე
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები დღეში 3-ჯერ 1-2 დრაჟე

 

ღვიძლის ან თირკმელების ფუქნციის მძიმე დარღვევისას საჭიროა დოზის შესაბამისი შემცირება. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

დრაჟე მიიღება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.

მითითება: აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დალეული სითხის რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს, იმიტომ რომ მკურნალობისას მიღებული სითხის რაოდენობის გაზრდა ხელს უწყობს მკურნალობას და ბრონქებში სეკრეტის სასურველ გათხელებას. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე 4-5 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოქმედებების შეფასების საფუძვლად ჩვეულებრივ მიიღება სიხშირის შემდეგი მონაცემები:

ძალიან ხშირად: 10 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტი ხშირად: 1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 100
ზოგჯერ: 1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 1000 ნამკურნალებიდან იშვიათად: 1-ზე ნაკლები 1000-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 10.000 ნამკურნალებიდან

ძალიან იშვიათად:

1 შემთხვევა 10.000 ნამკურნალებიდან ან უფრო იშვიათად, ერთეული შემთხვევის ჩათვლით.

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ხშირად შეიძლება წარმოიშვას ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ძალიან იშვიათად შეიძლება განმეორებით განვითარდეს კუჭის ან ნაწლავის ადრე არსებული წყლული. ზოგჯერ ადგილი აქვს თავბრუსხვევის შეგრძნებას, თავის ტკივილს, სისხლში ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატებას (ასპარტატამინოტრანსფერაზა ან მოკლედ ასატ), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს (კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ, სახის შეშუპება, ქოშინი, ასევე ტემპერატურის მომატება და კანკალი, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ანაფილაქსიური შოკის სახით).

ჰიპერმგრძნობელობის პირველი რეაქციების განვითარებისას პრეპარატის განმეორებით მიღება არ შეიძლება. Aაუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

მოქმედი ნივთიერების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება.

მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: კუჭისა და წვრილი ნაწლავის წყლული; ბრონქების ზოგიერთი იშვიათი დაავადება, რომლებსაც ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, წამწამების ავთვისებიანი სინდრომი), სეკრეტის შეგუბების საშიშროების გამო; თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ან ღვიძლის მძიმე დაავადება. ამ შემთხვევებში მცირდება ინტერვალები ბრომჰექსინის მიღებათა შორის ან მცირდება დოზა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ვინაიდან ორსულებში ბრომჰექსინის გამოყენების გამოცდილება დღემდე არ არსებობს, ბრომჰექსინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მას, შემდეგ, როდესაც ექიმი შეაფასებს პრეპარატის გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო რისკსა და სარგებელს. მოქმედი ნივთიერება გადადის დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ფოლგაზე. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებისას გასათვალისწინებელია ღვიძლში წარმოქმნილი ბრომჰექსინის დაშლის პროდუქტების დაგროვების შესაძლებლობა. კერძოდ, უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის ფუქნციის პერიოდული კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, როგორც წესი, გვერდითი მოქმედებები საშიში არ არის. მძიმე სიმპტომატიკის გამოვლინების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის მიმოქცევის კონტროლი და, ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალობა სიმპტომატურია.

თუ პატარა ბავშვმა ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ჰემი დიდი რაოდენობით მიიღო, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ერთდროულმა გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან მათ მიერ ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის შეგუბება, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომ ასეთი კომბინირებული მკურნალობის ჩატარება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას შესაძლებელია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

ანტიბიოტიკების (ბაქტერიების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები) ერთდროულად დანიშვნისას ისინი ადვილად გადადიან ფილტვის ქსოვილში.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, 15-30°C ტემპერატურაზე.

 

ხსნარი: ფლაკონში 60 მლ

5 მლ

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი .......    4 მგ

ჩვენებები:
  • სეკრეტის გასათხელებლად ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის გამოყოფა.
მიღების წესი და დოზირება: თუ სხვანაირად არ არის დანიშნული:

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები დღეში 3-ჯერ 2-4 დოზირებული კოვზი
6-14 წლის ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე პაციენტებში სხეულის 50 კგ-ზე ნაკლები წონით დღეში 3-ჯერ 2 დოზირებული კოვზი
6 წლამდე ასაკის ბავშვებში დღეში 3-ჯერ 1 დოზირებული კოვზი

 

ღვიძლის ან თირკმელების ფუქნციის მძიმე დაღვევისას, საჭიროა დოზის შემცირება. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმთან მიმართვა. შიგნით მისაღები ხსნარის დოზირება ხდება თანდართული დოზირებული კოვზის მეშვეობით. პრეპარატი მიიღება დღეში 3-ჯერ, ე.ი. დილას, შუადღეს და საღამოს ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირად: 10 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტი ხშირად: 1-ზე ნაკლები 10-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 100 ნამკურნალებიდან
ზოგჯერ: 1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 1000 ნამკურნალებიდან იშვიათად: 1-ზე ნაკლები 1000-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 10.000 ნამკურნალებიდან
ძალიან იშვიათად: 1 შემთხვევა 10.000 ნამკურნალებიდან ან უფრო იშვიათად, ერთეული შემთხვევის ჩათვლით.

უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ასევე თუ ავადმყოფს აწუხებს ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა. მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება შემდეგ შემთხვევებში: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; ბრონქების იშვიათი დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, ეპითელიუმის წამწამების ავთვისებიანი სინდრომი); თირკმელების ფუნქციის შეზღუდვა ან ღვიძლის მძიმე დაავადება (ამ შემთხვევებში პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივი ინტერვალებით და მცირე დოზით). ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ასევე თუ ავადმყოფს აწუხებს ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა. მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება შემდეგ შემთხვევებში: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; ბრონქების იშვიათი დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, ეპითელიუმის წამწამების ავთვისებიანი სინდრომი); თირკმელების ფუნქციის შეზღუდვა ან ღვიძლის მძიმე დაავადება (ამ შემთხვევებში პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივი ინტერვალებით და მცირე დოზით). განსაკუთრებული მითითებები: თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ღვიძლში წარმოქმნილი ბრომჰექსინის დაშლის პროდუქტების დაგროვების შესაძლებლობა. კერძოდ, უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას, საჭიროა ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი. მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 დოზირებული კოვზი შეიცავს 2 მგ სორბიტს (მასში 0.5 გ ფრუქტოზაა), რაც შეესაბამება დაახლოებით 0.17 პურის ერთეულს (პე). კალორიულობის მაჩვენებელი – 2.6 კკალ 1 გ სორბიტზე. სორბიტმა შეიძლება გამოავლინოს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ მიღებული სითხის რაოდენობა საკმარისი იყოს, ვინაიდან მკურნალობის დროს მიღებული სითხის რაოდენობის გაზრდა ხელს უწყობს მკურნალობას და მოქმედებს ბრონქებში სეკრეტის სასურველ გათხელებაზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე 4-5 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, როგორც წესი, გვერდითი მოქმედებები საშიში არ არის. მძიმე სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის მიმოქცევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობა. თუ პატარა ბავშვმა პრეპარატი დიდი რაოდენობით მიიღო, აუცილებელია ექიმთან მიმართვა. დოზის გამოტოვება პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს რეგულარულად დოზირების რეჟიმის მიხედვით. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას, შესაძლებელია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. ერთდროულმა გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან მათ მიერ ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო, შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის შეგუბება, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომ, ასეთი კომბინირებული მკურნალობის ჩატარება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით. ანტიბიოტიკები (ბაქტერიების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი, ამპიცილინი, ამოქსიცილინი) ადვილად აღწევენ ფილტვის ქსოვილში. შენახვის პირობები: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. ფლაკონის გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა: 3 თვე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები