/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ბიცილინი-3 - BICILLINUM-3 - БИЦИЛЛИН - 3

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

საერთაშორისო დასახელება:

BENZATHINE BENZYLPENICILLIN

მწარმოებელი: SOLVAY PHARMACEUTICALS

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, პენიცილინი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 10 მლ

1 ფლ.

ბენზათინ ბენზილპენიცილინი .........   600000 სე

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბიცილინის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ბენზილპენიცილინის მოქმედების სპექტრის ანალოგიურია. ბიცილინის მიმართ მგრძნობიარეა როგორც გრამდადებითი (Staphylococcus spp.,  გარდა პენიცილინაზას წარმომქმნელი,  აგრეთვე Streptococcus spp., გარდა S. faecalis, Bacillus anthracis, Clostridium spp., Corynebacterium diphtheriae),  ასევე გრამუარყოფითი კოკები (Neisseria gonorrhoae, Neisseria meningitidis), აგრეთვე Treponema pallidium. პრეპარატის მოქმედების მიმართ მდგრადია გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობა, მიკობაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უმარტივესები.

 

 

ფარმაკოკინეტიკა: ბიცილინი წარმოადგენს ბენზილპენიცილინის პროლონგირებელ ფორმას. მისი კუნთებში შეყვანისას კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება პრეპარატის დეპო. პრეპარატის მიღებიდან პირველ საათებში სისხლში აღინიშნება ბენზილპენიცილინის მაღალი კონცენტრაცია. ბიცილინი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით აღინიშნება თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში, ლორწოვან გარსებში, აქვს უნარი შეაღწიოს ფიბროზულ ქსოვილებში. ბიცილინი ძირითადად გამოიყოფა შარდით ბიოლოგიურად აქტიური ფორმით (50-70%), უმნიშვნელო რაოდენობით ნერწყვით, ოფლით, რძითა და ნაღველით. ჩვენებები: ბიცილინი-3  გამოიყენება იმ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე როდესაც აუცილებელია სისხლში პრეპარატის მუდმივი კონცენტრაციის ხანგრძლივად შენარჩუნება: სტრეპტოკოკური ფარინგიტებისა და ტონზილიტების, წითელი ქარის, ათაშანგის სამკურნალოდ; აგრეთვე გართულებული რევმატული დაავადებების გამწვავების პროფილაქტიკისათვის. მიღების წესი და დოზირება: ბიცილინი-3  შეყავთ მხოლოდ კუნთებში!

 

ვენაში პრეპარატის შეყვანა დაუშვებელია!

სუსპენზია მზადდება ასეპტიკურ პირობებში უშუალოდ გამოყენების წინ. ბიცილინი-3 შემცველ ფლაკონში შეყავთ 5-6 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან საინექციო სტერილური წყალი, ან ნოვოკაინის 0,25-0,5 % ხსნარი, შემდეგ შეანჯღრევენ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე, რომელიც მოზრდილებში შეყავთ დუნდულოს ზემო გარეთა კვადრანტში ღრმად, 600000 სე დოზით 6 დღეში ერთხელ. ბიცილინი-3  სუსპენზიის შეყვანამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვში. სისხლის გამოსვლის შემთხვევაში ნემსი აუცილებელია ამოვიღოთ და ინექცია ვაწარმოოთ  სხვა ადგილას.

 

გვერდითი მოვლენები: მოსალოდნელია ადგილობრივი და გენერალიზებული ალერგიული რეაქციები: სტომატიტი, გლოსიტი, ურტიკარია, ცხელება, ართრალგია, ანგიონევროზული შეშუპება, პოლიმორფული ერითემა, ანაფილაქსიური შოკი. პაციენტები, რომლებსაც პრეპარატის მიმართ აღენიშნებოდათ მომატებული მგრძნობელობა უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის და უშუალოდ ექიმის დაკვირვების  ქვეშ რეაქტიული მოვლენების სრულ გაქრობამდე. მძიმე შემთხვევებში ინიშნება: 0,1% ატროპინის ინექცია - 0,5-0,6 მლ. ნიშადურის სპირტის შესუნთქვა; 0,1% ადრენალინის ინექცია 1 მლ ან 5% ეფედრინის 1 მლ; 2% სუპრასტინის ინექცია  - 1-2 მლ.

 

 

უკუჩვენება: პენიცილინისა და ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბრონქული ასთმა და სხვა ალერგიული დაავადებები.

 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის რეკომენდებული ბიცილინი-3  სუსპენზიისა და სხვა საინექციო ხსნარების ერთმანეთში შერევა.

 

პრეპარატისა და ინდომეტაცინის, ფენილბუტაზონისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას (ჯვარედინი ალერგიის შესაძლო განვითარების  გამო).

 

განსაკუთრებული მითითებანი: მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ვიცოდეთ აღინიშნებოდა თუ არა პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ მომატებული  მგრძნობელობა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ალერგიული რეაქციების მიმართ. ალერგიული რეაქციების გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები