რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

ენციკლოპედია

ვიტამინების დეფიციტი - hypovitaminosis - гиповитаминоз

ვიტამინების დეფიციტი, მიზეზების კვალობაზე, შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც, ხარისხის მიხედვით კი - ნაწილობრივი და სრული. პირველს ჰიპოვიტამინოზს უწოდებენ, მეორეს - ავიტამინოზს.

ვიტამინების დეფიციტის განვითარებას ხელს უწყობს გარეგანი და შინაგანი ფაქტორების მთელი წყება.

გარეგანი ფაქტორებია: საკვების ნაკლებობა, საკვებში ვიტამინების დაბალი შემცველობა, დიეტები, ნარშირწყლებით მდიდარი არაბალანსირებული რაციონი, მავნე ჩვევები, საკვების არასწორი შენახვა და არასწორი კულინარიული დამუშავება.

შინაგანი ფაქტორებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მოზარდი და ხანდაზმული ასაკი, ჰიპერთერმია, სტრესი, ორსულობა, ჭიებით ინვაზია, საფაღარათო საშუალებებისა და ვიტამინების ხანგრძლივი მიღება.

A ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • თვალების დაზიანება (ქათმის სიბრმავე, კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, კერატომალაცია, რქოვანას პერფორაცია, სიბრმავე);
  • კანისა და მისი დანამატების დაზიანება (წვრილი ქატოსებრი ქერცლი, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი მხრებზე, დუნდულა კუნთებზე, კიდურის სახსრების გამშლელ ზედაპირზე, თმის სიმშრალე და მტვრევადობა, ფრჩხილების განივი დახაზულობა);
  • საოფლე და საცრემლე ჯირკვლების ატროფია;
  • ლორწოვანი გარსის დაზიანება (სტომატიტი, ეროზიები, ბრონქების, საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების ეპითელიუმის მეტაპლაზია);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (ჰიპოაციდური გასტრიტი, დიარეა);
  • ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების შეფერხება.

ავიტამინოზის დროს:

  • დარიეს დაავადება (ფოლიკულური ჰიპერკერატოზი).

D ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის პროცესების დარღვევა (ოსტეომალაცია);
  • კრუნჩხვები;
  • ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა.

ავიტამინოზის დროს:

  • რაქიტი.

 E ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • კუნთოვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებები (კუნთების სისუსტე, სიარულის მანერის შეცვლა, თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზი, მიოკარდიუმის დაზიანება);
  • ნევროლოგიური დარღვევები (არეფლექსია, ზურგის ტვინის დისფუნქცია);
  • კაპილარების განვლადობისა და სიმყიფის გაძლიერება;
  • რეპროდუქციული ფუნქციის (სპერმატოგენეზის, ოვოგენეზის, პლაცენტის განვითარების) დარღვევა.

K ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • ჰემორაგიული სინდრომი (K-ვიტამინდამოკიდებული შედედების ფაქტორების - II,VII, IX და XI ფაქტორების - აქტივობის დაქვეითების შედეგად).

H ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, სებორეა, ალოპეცია, ფრჩხილების მტვრევადობა);
  • ნევროლოგიური სიმპტომები (ძილიანობა, ჰიპერესთეზია, ჰალუცინაციები, ატაქსია);
  • განვითარების შეფერხება.

C ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • დაღლილობა, მადის დაქვეითება;
  • ხშირი და ხანგრძლივი რესპირატორული ინფექცია.

ავიტამინოზის დროს:

  • სურავანდი;
  • მელერ-ბარლოუს დააავადება (ძვლისაზრდელასქვეშა მოტეხილობები).

 B1  ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულზიდვები, მუცლის ტკივილი (ადრეული სიმპტომები);
  • პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა);
  • კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, კონფაბულაციები (ცრუ მოგონებები));
  • ვერნიკის ენცეფალოპათია (ფსიქიკის ცვლილება, კოორდინაციისა და თვალის მოძრაობის დარღვევები);
  • ნაწლავების ტონუსის დაქვეითებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა).

ავიტამინოზის დროს:

  • ბერი-ბერის სველი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით მიმდინარე) ფორმა;
  • ბერი-ბერის მშრალი (ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე) ფორმა.

B2  ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, ანგულარული სტომატიტი. გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია);
  • თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა);
  • სებორეული ეგზემა;
  • ზრდის დარღვევები;
  • ნორმოქრომული ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია;
  • ნევროლოგიური დარღვევები (უძილობა, ატაქსია, კრუნჩხვები).

ავიტამინოზის დროს:

  • არიბოფლავინოზი.

PP  ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • საერთო სისუსტე, ცხელი კერძების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა, თავბრუხვევა (ადრეული სიმპტომები ვიტამინის 2-3-თვიანი დეფიციტის დროს);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (ნერწყვდენა, სტომატიტი, დიარეისა და შეკრულობის მონაცვლეობა, კუჭის წვენში მარილმჟავასა და პეპსინის შემცველობის მკვეთრი დაქვეითება);
  • კანის დაზიანება (კანის გაუხეშება, აქერცვლა და ყავისფერი პიგმენტაცია).

ავიტამინოზის დროს:

  • პელაგრა (დერმატიტი, დიარეა, დემენცია).

B5  ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

B6  ვიტამინ

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • კრუნჩხვები (უმეტესად - 2 წლამდე ასაკის ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია;
  • პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა;
  • დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების არეში, მოზარდებში - სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები);
  • მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.

Bc ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • ლორწოვანი გარსის დაზიანება (გინგივიტი, სტომატიტი, გლოსიტი, ნეკროზული ანგინა, სისხლდენა ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან);
  • ნევროლოგიური სიმპტომები (საერთო სისუსტე, დაღლილობა, გაღიაზიანებადობა, დათრგუნულობა, სპასტიკური დამბლები და კრუნჩხვები);
  • მეგალობლასტური ანემია;
  • კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა (დიარეა);
  • ზრდის შეფერხება;
  • ნაყოფის განვითარების დეფექტები;
  • გონებრივი განვითარების შეფერხება.

ავიტამინოზის დროს:

  • იაკშა-გაიემის ანემია (თხის რძით კვების დროს).

B12  ვიტამინი

ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:

  • მეგალობლასტური ჰიპოქრომული ანემია;
  • ალოპეცია;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (გლოსიტი, გინგივიტი).

ვიტამინოთერაპია

არსებობს როგორც მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები. მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ პროფილაქტიკურ საშუალებად.

ვიტამინების კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა მათი ბიოლოგიური თვისებები შეიცვალოს. მაგალითად, C ვიტამინის დოზის გაზრდისას მცირდება B2 ვიტამინის მოთხოვნილება, საკვებში ამ უკანასკნელის ნაკლებობის დროს კი მცირდება ქსოვილებში C და B1 ვიტამინების დონე; არსებობს ერთგვარი ანტაგონიზმი B1-სა და B12-ს შორის; C და P ვიტამინების ერთდროული მიღება მათ მოქმედებას აძლიერებს; C ვიტამინი ცუდად ეთავსება სპილენძს; E ვიტამინი ჭარბი ოდენობის რკინასთან ერთად მიღებისას აქტივობას კარგავს.

პოლივიტამინური პრეპარატის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს, შეიცავს თუ არა ის ადამიანისთვის აუცილებელ ვიტამინებს და როგორია მათი დოზირება. დოზები უნდა შეესატყვისებოდეს (არ უნდა ჭარბობდეს) ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მინერალებისა და მოკროელემენტების გარეშე შედგენილ პოლივიტამინებს ან ისეთ ფორმებს, რომლებშიც ვიტამინები და მიკროელემენტები სხვადასხვა აბის სახით არის წარმოდგენილი და სხვადასხვა დროს მიიღება.

 

 

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები