/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ნაზოფარინგიტი - nasopharyngitis - назофарингит

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

ნაზოფარინგიტი არის ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც უმეტესად ინფექციური ბუნებისაა. მას მიეკუთვნება მწვავე და ინფექციური რინიტები და რინორეა (მწვავე სურდო).

მწვავე ნაზოფარინგიტს უმეტესად ვირუსული, უფრო იშვიათად კი ბაქტერიული ეტიოლოგია აქვს, ხოლო ქრონიკული ნაზოფარინგიტი უმეტესად ბაქტერიული, ზოგჯერ კი სოკოვანი ბუნებისაა. მიუხედავად ამისა, დაავადების გამშვებ მექანიზმს თითქმის ყოველთვის ვირუსული ინფექცია წარმოადგენს.

ვირუსული ბუნების ინფექციური ანტიგენების როლში ძირითადად რინოვირუსები გამოდიან, ბაქტერიული ბუნების ანტიგენებს კი წარმოადგენენ სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, დიპლოკოკები, მენინგოკოკები, პნევმოკოკები და სხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ცხვირ-ხახაში არაპათოგენური ფორმით ბინადრობენ.

ნაზოფარინგიტის რისკფაქტორია ორგანიზმის გადაცივება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ნაზოფარინგიტს ახასიათებს ცხვირ-ხახაში უსიამოვნო შეგრძნება: წვა, ჩხვლეტა, სიმშრალე, არცთუ იშვიათად გროვდება ლორწოვანი გამონაყოფი, ზოგჯერ - სისხლნარევიც, რომლის ცხვირ-ხახიდან გამოძევება ჭირს. ავადმყოფები ხშირად უჩივიან კეფის ტკივილს და ცხვირით სუნთქვის გაძნელებას (ცხვირის გაჭედვის გამო დუდღუნით ლაპარაკობენ). თუ ანთება სასმენ მილზე გავრცელდა (ევსტაქიტი), თავს იჩენს ყურის შუილი, ტკივილი და სმენის დაქვეითება.

ნაზოფარინგიტი ზრდასრულებში, წესისამებრ, უსიცხოდ მიმდინარეობს, ბავშვთა ასაკში კი ხშირია ტემპერატურული რეაქცია. საკმაოდ ხშირად ნუშურა ჯირკვლებზე ნადები ჩნდება. ყველა დაავადებულს აღენიშნება ჰეპატოლიენური სინდრომი (ღვიძლისა და ელენთის დაზიანება). დაავადება შესაძლოა სიყვითლითაც მიმდინარეობდეს. ასევე მოსალოდნელია გამონაყარის გაჩენა, რომელიც რამდენიმე დღე რჩება. აღსანიშნავია, რომ სხვა სიმპტომებს ზოგჯერ კონიუნქტივიტი და ლორწოვანი გარსის დაზიანება სჭარბობს.

დიაგნოსტიკა. ნაზოფარინგიტის ამოცნობა შესაძლებელია მხოლოდ კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების კომპლექსური შეფასებით. ჩვეულებრივ, აღინიშნება სისხლში ლიმფოციტების მატება და ატიპური მონონუკლეარების გაჩენა.

მკურნალობა. ნაზოფარინგიტის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, ამიტომ სამედიცინო პრაქტიკაში სიმპტომურ მკურნალობას მიმართავენ. ცხელების პერიოდში ავადმყოფს ეძლევა სიცხის დამწევი საშუალებები და უხვად სითხე. ცხვირით სუნთქვის გაძნელების დროს ინიშნება სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატები (ეფედრინი, გალაზოლინი და სხვა). გამოიყენება მადესენსიბილიზებელი მედიკამენტებიც. ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, ყელში ფურაცილინის თბილი ხსნარი და ნატრიუმიას ჰიდროკარბონატი გამოივლოს. ავადმყოფობის კეთილსაიმედო მიმდინარეობის შემთხვევაში კვება არ იზღუდება.

ნაზოფარინგიტის პროფილაქტიკა შემუშავებული არ არის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები