/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

მასტოიდიტი - mastoiditis - мастоидит

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

მასტოიდიტი საფეთქლის ძვლის დვრილისებური მორჩის ინფექციურ-ანთებითი დაავადებაა. დვრილისებური მორჩი ყურის უკან მდებარე ძვლოვანი წანაზარდია, რომელსაც სიღრმეში ჰაეროვანი ღრმულები აქვს. დვრილისებრ მორჩზეა მიმაგრებული მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი და თავის კუნთები. დვრილისებრ მორჩს აქვს უჯრედული (ფიჭისებრი) სტუქტურა.

ყველაზე ხშირად მასტოიდიტს იწვევს შუა ყურის ინფექცია (შუა ოტიტი), რომელიც დვრილისებრ მორჩზე გადადის და შესაძლოა, დვრილისებრი მორჩის ფაქიზი უჯრედული სტრუქტურის დაშლა გამოიწვიოს. შემდგომ ინფექციური პროცესი შესაძლოა თავის ქალასა და ტვინზეც გადავიდეს, გამოიწვიოს მძიმე გართულებები - ტვინის გარსის ანთება (მენინგიტი), თავის ტვინის აბსცესი (სინუსებისა და ტვინის გარსის სიახლოვის გამო), შიგნითა ყურის ჩირქოვანი ანთება (ლაბირინთიტი) და სიყრუის მიზეზადაც იქცეს.

ჩვეულებრივ, ანთების გამომწვევია პნევმოკოკი,  Hemophilus influenzae, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და გრამუარყოფითი ფლორა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მასტოიდიტი ვლინდება სხეულის ტემპერატურის მატებით და საერთო მდგომარების გაუარესებით. ყურის უკან დვრილისებრი მორჩის არე შეშუპებული და მტკივნეულია. ამას ერთვის ყურის ტკივილი, ხშირად - მოპულსირე ხასიათისა, ყურიდან გამონადენი და ყურის ნიჟარის წამობურცვა. მოსალოდნელია სმენის დაქვეითება და დაფის აპკის შეშუპებაც.

მასტოიდიტს შესაძლოა მოჰყვეს ქალასმიერი და არაქალასმიერი გართულებები.

  • არაქალასმიერი გართულებებია სმენის დარღვევა, ლაბირინთიტი (სიყრუით), სახის ნერვის დაზიანება. გარდა ამისა, მასტოიდიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ლავიწზედა აბსცესი ან ჩირქი დვრილისებრი მორჩის მწვერვალის შიდა კედლის გავლით მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ქვეშ გაიჭრას.
  • ქალასმიერი გართულებებია ეპიდურალური (თავის ტვინის გარსში მდებარე) აბსცესი, ტვინის მაგარი გარსის სინუსის თრომბოფლებიტი, მენინგიტი და თავის ტვინის აბსცესი.

დიაგნიოსტიკა. მასტოიდიტის დიაგნოზს, უპირველეს ყოვლისა, პაციენტის ჩივილების, შუა ყურში არსებული ანთებისა და გასინჯვის შედეგების საფუძველზე სვამენ. დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია, გამომწვევის დასადგენად - ჩირქოვანი გამონადენის კვლევა.

მკურნალობა. მასტოიდიტის მკურნალობის ძირითადი გზა ანტიბიოტიკოთერაპიაა. დვრილისებრი მორჩის ძვლოვანი ქსოვილის მინიმალური დაზიანების შემთხვევაში ტარდება მირინგოტომია - დაფის აპკის გაჩხვლეტა, რომლის მიზანია ჩირქის გამოსვლის უზრუნველყოფა. გამონადენს შემდგომ მიკროფლორის ხასიათის დასადგენად იკვლევენ.

ანტიბიოტიკოთერაპიის უეფექტობის ან პროცესის გაქრონიკულების, მეტადრე თავის ტვინის ან ქალას მხრივ გართულებებზე ეჭვის შემთხვევაში დაისმის ოპერაციული ჩარევის საკითხი. მკურნალობის ქირურგიული მეთოდია მასტოიდექტომია - სასმენი არხის უკანა კედლის, დაფის აპკის ნარჩენის, ჩაქუჩისა და გრდემლის ამოკვეთა, რადგან შუა ყურის სასმენი ძვლები ამ დროისთვის, წესისამებრ, ინფექციით არის დაზიანებული.

 

 

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები