/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ფილტვის მწვავე აბსცესი ფილტვის ქსოვილის შემოფარგლული ჩირქოვანი ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილს შლის და ღრუს წარმოქმნის. ეს არის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს დროულ სამედიცინო ჩარევას.
.
ფილტვის აბსცესი შეიძლება განვითარდეს ფილტვის ნებისმიერ წილში, თუმცა ხშირად მარჯვენა ფილტვის ზედა წილში. ეს ხშირად ასოცირდება ასპირაციასთან, რაც ნაწილობრივ მისი ანატომიური სტრუქტურით აიხსნება.
,
ფილტვის აბსცესი შეიძლება იყოს მწვავე (ვითარდება სწრაფად და ხასიათდება მწვავე სიმპტომებით) და ქრონიკული (ვითარდება ნელა და შეიძლება რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში გაგრძელდეს).
,
ფილტვის აბსცესის განვითარების ძირითადი მიზეზებია:
.
სადიაგნოსტიკო მეთოდებია რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), ბრონქოსკოპია. სისხლის ანალიზი ავლენს ლეიკოციტოზს ფორმულის მარცხნივ გადახრით, ედს-ის (ელექტროლიტების დალექვის სიჩქარის) მომატებას. ასევე ტარდება ნახველის ანალიზი ბაქტერიების იდენტიფიკაციისთვის და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დასადგენად.
,
.
ფილტვის მწვავე აბსცესი უმთავრესად საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის გვხვდება. დაავადებულთა 2/3 ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელია. დაავადება იწყება მწვავედ - შემცივნებით, ტემპერატურის მატებით, გულმკერდის ტკივილით. ჩირქის ბრონქებში მოხვედრისას გამოიყოფა დიდი ოდენობით ჩირქიანი ნახველი, ზოგჯერ - სისხლის მინარევით და არასასიამოვნო სუნით. ფილტვის დაზიანებული უბნის ზემოთ სუნთქვა შესუსტებულია. აბსცესის გახეთქვისას ყალიბდება ბრონქული სუნთქვა და სველი ხიხინი. 1-3 თვის განმავლობაში მოსალოდნელია: კეთილსაიმედო გამოსავალი - ფილტვის თხელკედლიანი კისტა ან კეროვანი პნევმოსკლეროზი; არაკეთილსაიმედო გამოსავალი - ქრონიკული აბსცესი.
.
ფილტვის ქრონიკული აბსცესი ხანგრძლივად მიმდინარე ჩირქოვანი პროცესია, რომელიც მწვავე აბსცესის ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს.
.
ფილტვების ქრონიკული აბსცესი გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობით მიმდინარეობს. რემისიის დროს ავადმყოფი უჩივის ხველას, ზოგჯერ სისხლიანი ნახველის გამოყოფით, ტემპერატურის მცირედ მატებას, ოფლიანობას, შემცივნებას, ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს.
,
გამწვავების პერიოდში (იწვევს გაციება და ვირუსი) იწევს ტემპერატურა, საგრძნობლად იმატებს ნახველის რაოდენობა. პაციენტი აქვს სისუსტე. ხშირად აღინიშნება ტკივილი გულმკერდის არეში, რაც მუდმივი ან პერიოდული ხასიათისაა.
,
ფილტვის აბსცესის გართულებებია:
.
სამკურნალოდ აუცილებელია ბრონქების დრენაჟის გაუმჯობესება (ბრონქოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები, ინჰალაცია, სამკურნალო ბრონქოსკოპია).
.
გარდა ამისა, ინიშნება ანტიბიოტიკები, ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციის მასტიმულირებელი საშუალებები (კალორიული კვება, ცილები, ვიტამინები, ლევომიზინი, თ-აქტივინი, ანტისტაფილოკოკური პლაზმა და გამაგლობულინი, ჰემადსორბცია, პლაზმოფერეზი).
ორ-სამთვიანი უშედეგო კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.
.
ფილტვის ქრონიკული აბსცესის დროს კონსერვატიული მკურნალობა (ანტიბიოტიკები, სამკურნალო ბრონქოსკოპია) გამწვავების კუპირების საშუალებას იძლევა. ძირითად მეთოდად რჩება ქირურგიული ჩარევა - ფილტვის დაზიანებული უბნის გაკვეთა.
.
ფილტვის აბსცესის მკურნალობის შემდეგ რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია სრული გამოჯანმრთელებისა და გართულებების თავიდან აცილებისთვის. რეაბილიტაციის მიზანია ფილტვის ფუნქციის აღდგენა, სუნთქვის გაუმჯობესება და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაძლიერება.
.
რეაბილიტაცია გულისხმობს:
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });