/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */
ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსაცილინი წარმოადგენს ნახევარდსინთეზური პენიცილინების ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებას, რომელიც ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას, იგი თრგუნავს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს. პრეპარატი მდგრადია პენიცილინაზების მიმართ. იგი აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების: Staphylococcus spp., მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებლების, Streptococcus spp., Corynebacterium diphtheriae, Baceilus anthracis; ანაერობული სპორების წარმომქმნელი ჩხირების, გრამუარყოფითი კოკების: Neisseria gonorrhoae, N. meningitidis; Actinomyces spp., Treponema spp. მიმართ.
პრეპარატი არ იჩენს აქტიურობას მრავალი გრამუარყოფითი ბაქტერიების, რიკეტსიების, უმარტივესების, ვირუსების, სოკოების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის აბსორბცია სწრაფი და სრულია. ცილებს უკავშირდება დაახლოებით 90%-ს, ხოლო t1/2 3 წთ-ს. ოქსაცილინის კუნთებში შეყვანიდან 1-2 სთ-ის შემდეგ სისხლში აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც სწრაფად მცირდება 4 სთ-ის შემდეგ. პარენტერალური შეყვანის შემდეგ სისხლში აღინიშნება უფრო მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე მისი პერორალური მიღებისას. პლევრულ სითხეში მისი კონცენტრაცია აღწევს 10%-ს, სინოვიალურ და ასციტურ სითხეებში კი 50%-ს. ნაღველში - 5-8%-ს სისხლის შრატის კონცენტრაციის მიმართ. პრეპარატი ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. კუნთებში შეყვანილი პრეპარატის 40%-ზე მეტი სწრაფად გამოიყოფა შარდით, ასევე ნაღველით.
ჩვენებები
ინფექციები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატის მიმართ (მათ შორის ბენზილპენიცილინისა და ფენოქსიმეთილპენიცილინის მიმართ მდგრადნი):
დოზირების რეჟიმი
ოქსაცილინი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში.
- მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატის დოზა შეადგენს 2-4 გ-ს, ხოლო ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში - 20-40 მგ/კგ.
- 3 თვემდე ასაკის ბავშვებში - 60-80 მგ/კგ,
- 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 გ,
- 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2 გ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7-10 დღეს. მძიმე ფორმის დაავადებების სამკურნალოდ (სეფსისი, სეპტიური ენდოკარდიტი და სხვა) მკურნალობა შესაძლებელია გავახანგრძლივობთ 2-3 კვირის და მეტი ხნის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ალერგიული რეაქციის მხრივ: კანის ქავილი, ურტიკარია, იშვიათად ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი, ეოზინოფილია.
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი.
ეფექტები, რომლებიც განპირობებულია ქიმიოთერაპიული მოქმედებით დისბაქტერიოზი, პირის ღრუს კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი, ვაგინალური კანდიდოზი.
ოქსაცილინის ვენაში შეყვანის შემთხვევაში შესაძლებელია თრომბოფლებიტის განვითარება.
უკუჩვენებები
პენიცილინისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
♦ ბრონქული ასთმისა და სხვა ალერგიული დაავადებების არსებობისას პრეპარატი სიფრთხილით იხმარება.
♦ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
♦ პრეპარატის გამოყენება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს მიზანშეწონილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ოქსაცილინის კონცენტრაციას ზრდიან პრეპარატები, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას.
ბაქტერიოსტატული სამკურნალო საშუალებები ამცირებენ პრეპარატის ეფექტურობას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });