7 სასარგებლო პროდუქტი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
7 სასარგებლო პროდუქტი
7 სასარგებლო პროდუქტი
7 სასარგებლო პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენს რაციონში.
ბროწეული

სხვადასხვა კვლევის თანახმად, ბროწეული დადებით როლს ასრულებს ძუძუს კიბოსა და საერთოდ ონკოლოგიური დაავადებების პროფილატიკაში. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომელთაც ესტროგენების გამომუშავება, პოტენციის ამაღლება შეუძლია და აფროდიზიაკსაც წარმოადგენს.

ბროწეულის შემადგენლობაშია ვიტამინებისა და მიკროელემენტების მთელი თაიგული: А, В, С, Е, Р ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, მანგანუმი, კობალტი. ბროწეული ხელს უწყობს დაავადების შემდეგ ორგანიზმის ძალების აღდგენას და ამცირებს დაღლილობას.

საგულისხმოა, რომ ბროწეულის წვენი საკმაოდ მჟავეა, ამიტომ იგი წყალში გაზავებული უნდა მივიღოთ.

ხიზილალა

მასში
მაღალი შემცველობითაა ადვილად ასათვისებელი ცილა და შეუცვლელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. თუმცა ხიზილალას მიღების ოქრო წესია ზომიერება.

ნიორი

ნიორი უკუნაჩვენებია მეტეორიზმის დროს, რამთუ დიდი რაოდენობით ეთერზეთების შემცველი პროდუქტები ამ უსიამოვნო მოვლენის გამძაფრებას უწყობენ ხელს. არსებობს მონაცემები, რომ ნიორი ხელს უშლის სისხლძარღვის კედლებზე ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნას და
ამცირებს უკვე არსებულის რაოდენობას.

მანდარინი

როგორც ნებისმიერი ციტრუსი, ისიც მდიდარია პირველ რიგში С ვიტამინით და როგორც ყველა ყვითელი ხილი წარმოადგენს А ვიტამინის - კაროტინის წყაროს. მანდარინის კანში არსებული ეთერზეთები ზრდის განწყობას, ხოლო ზოგიერთი კვლევის თანახმად, მანდარინი აღადგენს ღვიძლს და ხელს უშლის გასუქებას.

პარკოსნები

ლობიო, სოიო, ოსპი - ადვილად ასათვისებელი ცილის წყაროა, რომლებიც ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით არ ტვირთავს. ეს პროდუქტები ორგანიზმს სიმაძღრის შერძნებას დიდი ხნით უნარჩუნებს.

პარკოსნები იდეალური პროდუქტია მარხვისას. ისინი შედიან იმ ტოპ პროდუქტებში, რომელიც შიმშილის მუდმივ გრძნობასთან იბრძვის. პარკოსნები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი კვების სისტემის - ხმელთაშუაზღვის დიეტის ტრადიციული და მნიშვნელოვანი ნაწილია.

ავოკადო

პროდუქტი, რომელიც შეიცავს სასარგებლო ცხიმებს და გვეხმარება წონის დაკლებაში. ავოკადო სასარგებლოა კანისა და თმისთვის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემისთვის. მისი მიღება რეკომენდებულია (ისევე, როგორც პარკოსნების) ვარჯიშის შემდეგ. ავოკადო კლავს შიმშილის გრძნობას და აძლევს ორგანიზმს ცილების, სასარგებლო ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელი დოზას.

შტოში

ყველასათვის ცნობილია, რომ შტოში С ვიტამინის შემცველი პროდუქტია. კვლევებით დადასტურებულია მისი სასარგებლო თვისებები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციისთვის. ამის მიზეზი შტოშში მაღალი შემცველობით არსებული პოლიფენოლები-ანტიქოსიდანტებია.

ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 14-05-2018
აბუ
ყველაზე სასარგებლო ალბათ ცენტრში თეთრი ხალათი რომ აცვია ეგ არის
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ამერიკელმა მეცნიერებმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე პარკოსნების გავლენა შეისწავლეს.
01-05-2018
ხახვი და ნიორი რომ სასარგებლოა, ყველამ იცის; მათ რომ ბუნებრივ ანტიბიოტიკებად მოიხსენიებენ, ესეც
26-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
საკვების შესახებ მრავალი სტერეოტიპი არსებობს: ის ან სასარგებლოა, ან მავნებელი, ან ხარისხიანია ან უხარისხო, ან ახალია, ან ვადაგასული.
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
სრულფასოვანი ძილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საკვებ რაციონს, არამედ საკვების მიღების დროსაც.
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868