რა კავშირია კიბოსა და „მზა საჭმელებს“ შორის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

რა კავშირია კიბოსა და „მზა საჭმელებს“ შორის

რა კავშირია კიბოსა და „მზა საჭმელებს“ შორის
განვითარებული ქვეყნების მოსახლოების ნახევარზე მეტის რაციონი მზა პროდუქტებზე მოდის. ფრანგი და ბრაზილიელი მეცნიერების ჯგუფმა დიეტასა და კიბოს რისკს შორის კავშირი შეისწავლა. პირველ რიგში მკვლევარებს აინტერესებდათ მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური დამუშავების საკვები (ულტრადამუშავებული საკვები), ანუ თანამედროვე მსოფლიოში პოპულარული, კვების მრეწველობის მზა ან მინიმალური მომზადების საჭიროების მქონე პროდუქტები, რომლებითაც ჩვენი სუპერმარკეტების თაროები გადავსებულია: სხვადასხვა ორცხობილები, ტკბილეული, სოსისები, ძეხვი, პაკეტის სუპები, გაზიანი სასმელები და ა.შ. როგორც წესი, ეს პროდუქტები ბევრ შაქარს, ცხიმს, მარილს, ცოტა ვიტამინებს, მიკროელემენტებს და უჯრედისს შეიცავს. უკვე დადგენილია, რომ ამგვარი საკვების
ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია სიმსუქნის, ჰიპერტონიის, სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის მომატების რისკთან.

კვლევის ავტორებმა გააანალიზეს საფრანგეთში მცხოვრები 105 ათასი, ორივე სქესის წარმომადგენლების მონაცემები. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ულტრადამუშავებული საკვების ხშირი მოხმარება ამაღლებს ყველა ტიპის ონკოლოგიური დაავადების, განსაკუთრებით ძუძუს კიბოს რისკს.

შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ სუსტი
ტექნოლოგიური დამუშავების პროდუქტები, მაგალითად: დაკონსერვებული ბოსტნეული, ყველი, ახლად გამომცხვარი პური კიბოს რისკთან არაა დაკავშირებული. ხოლო ახალი და მინიმალურად დამუშავებული პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, ბრინჯი, მაკარონი, კვერცხი, ხორცი, თევზი, რძე) პირიქით, აქვეითებს ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს.

კვლევის ავტორებისთვის ჯერ ნათელი არაა, რაში მდგომარეობს მათ მიერ აღმოჩენილი ფენომენის მიზეზები, ულტრადამუშავებული პროდუქტების კონკრეტულად რომელი ქიმიური ნივთიერება ახდენს კანცეროგენურ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ონკოლოგებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ. პროფესორი
15-04-2019
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შარშან მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს 570 ათასი შემთხვევა
09-04-2019
ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის პირველადი კერაც ფილტვშია.
05-12-2018
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
გულის ამერიკული ასოციაციის ექსპერტთა განცხადებით, ხილისა და ბოსტნეულის 3-5 ულუფა დღეში პერიფერიული
C ვიტამინს, იგივე ასკორბინის მჟავას, ორგანიზმზე რთული და მეტად მრავალფეროვანი გავლენა აქვს. ის მონაწილეობს
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის კლებას,
როდესაც დიეტაზე ხართ, ძირითადად, იცით, რა უნდა აირიდოთ თავიდან, მაგალითად, ტკბილეული, პური, ცხიმიანი
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა ყურადღება მიაქციეს კენკრების სასარგებლო თვისებებს, რაც
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად