საკვებში ხანგრძლივად მზესუმზირის ზეთისა და თევზის ქონის გამოყენებამ ღვიძლში ანთებითი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
საკვებში ხანგრძლივად მზესუმზირის ზეთისა და თევზის ქონის გამოყენებამ ღვიძლში ანთებითი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს
საკვებში ხანგრძლივად მზესუმზირის ზეთისა და თევზის ქონის გამოყენებამ ღვიძლში ანთებითი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს
ბევრს მიაჩნია, რომ მზესუმზირის ზეთი და თევზის ქონი წარმოადგენს სასარგებლო პროდუქტებს. კერძოდ, იგივე ექიმების აზრით, თევზის ქონი მდიდარია ომეგა 3-თა და D ვიტამინით, რის შედეგადაც ის აფერხებს გულის დაავადებების განვითარებას, იცავს ორგანიზმს ანთებისგან და სასარგებლოა ტვინისთვის.

თუმცა, ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკვებში ხანგრძლივად მზესუმზირის ზეთისა და თევზის ქონის გამოყენებამ ღვიძლში ანთებითი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს. ამგვარად, იზრდება არაალკჰოლოური სტეატოჰეპატიტის რისკი. ამ დაავადებისთვის დამხასიათებელია სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება და ღვიძლის ქსოვილში ალკოჰოლური ჰეპატიტის მსგავსი ცვლილებების განვითარება. ამასთან, პაციენტების 75% სიმპტომები არ
უვლინდებათ.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები ერთმანეთს ადარებდნენ მზესუმზირის ზეთს, თევზის ქონსა და ზეითუნის ზეთს. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, პირველი ორი პროდუქტი საცდელ ცხოველებში ღვიძლის ფიბროზს იწვევდა. გარდა ამისა, თევზის ქონი აჩქარებდა ჟანგვით პროცესებს, უარყოფითად მოქმედებდა ტელომერების სიგრძეზე - ქრომოსომების დამცავ უბანზე, რომელთა სიგრძეც დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ბევრ
დაავადებასა და კიბოსთან.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ევკალიპტი 50-70მ სიმაღლის სწრაფად მზარდი მარადმწვანე მცენარეა (ყველაზე მაღალი ევკალიპტი მსოფლიოში 155 მ-ს აღწევს).
04-03-2018
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
20-04-2018
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
16-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
საკვების შესახებ მრავალი სტერეოტიპი არსებობს: ის ან სასარგებლოა, ან მავნებელი, ან ხარისხიანია ან უხარისხო, ან ახალია, ან ვადაგასული.
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868