რა არ უნდა მიირთვათ საუზმედ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ საუზმედ

თავშეკავებას გვირჩევენ. საქმე ისაა, რომ ზოგი პროდუქტის მიღება უზმოზე არარეკომენდებულია, ზოგი მათგანი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს, ზოგი მჟავა-ტუტოვან წონასწორობას არღვევს, ზოგი კი ხელს უწყობს ისეთი დაავადებების აღმოცენებას, როგორებიცაა გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და შაქრიანი დიაბეტი.

მაინც რა უნდა გამორიცხოთ დილის რაციონიდან

ციტრუსები - უზმოზე არ შეიძლება ფორთოხლის, ლიმონისა და მანდარინის ჭამა. ალერგიული რეაქციის პროვოცირებას ახდენს და გასტრიტის განვითარებას უწყობს ხელს. ფორთოხლის ახალგაწურული წვენის დალევამდე, სასურველია შვრიის ფაფა მიირთვათ.

ბანანი - იმიტომ მოხვდა აკრძალული პროდუქტების სიაში, რომ მდიდარია მაგნიუმით, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს გავლენას. უზმოზე ბანანის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა კალციუმ-მაგნიუმის ბალანსი დაარღვიოს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას გარკვეული პრობლემები შეუქმნას.

უმი ბოსტნეული - უხვად შეიცავს მჟავებს, რომლებიც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, შესაბამისად, საუზმედ მირთმეულმა პომიდორმა, ჭარხალმა ან კომბოსტომ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას იმ პირებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ საჭმლის მონელების პროცესი. ისიც საყურადღებოა, რომ პომიდორი პექტინისა და სათრიმლავი მჟავების უხვად შემცველობის გამო კუჭის კენჭების განვითარებას უწყობს ხელს. იგივე ეხება მსხალსა და ხურმას.

ასე რომ ამ პროდუქტებს უზმოზე ნუ მიირთმევთ!

თინათინ გოცაძე

როგორია იდეალური საუზმე