როგორ გამოიყურება საკვები პროდუქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოიყურება საკვები პროდუქტი

პროდუქტის შეძენისას საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რომ უაზრო ხარჯი სანანებელი არ გაგიხდეთ და ჯანმრთელობასაც არაფერი ავნოთ. ვიდრე მარკეტინგული ხრიკები გაგაბრუებთ და მაღაზიის დახლებზე მიმზიდველად განთავსებული მრავალფერი პროდუქტი თვალს აგიჭრელებთ, პროდუქცია გულდასმით შეისწავლეთ, გაარკვიეთ, რამდენად სასარგებლო და უსაფრთხოა ესა თუ ის პროდუქტი?

სცადეთ გაერკვეთ პროდუქტის შეფუთვაზე დატანილ ინფორმაციაში. ყურადღებით დაათვალიერეთ პროდუქტი და გაიხსენეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ხარისხიანი საქონელი.

ყველი:

ზედაპირზე არ უნდა ჰქონდეს ობი, ნახეთქები და ნასვრეტები (განსაკუთრებული სახეობების გარდა). თუ ყველი დახეთქილი და ალაგ-ალაგ გამუქებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე გამომშრალია.

არაჟანი:

არ უნდა ჰქონდეს კოშტები და არ იყოს წებოვანი, არ უნდა იწელებოდეს.

მოხარშული ძეხვი:

ხარისხიან პროდუქტს აქვს ზომიერად ნოტიო, თანაბარი ანათალი ღრმულების გარეშე. თუ ძეხვი მკვეთრი წითელი ფერისაა, ეს ნიშნავს, რომ მას დამატებული აქვს ჯანმრთელობისთვის მავნე ნატრიუმის ნიტრატი, რომელიც ხორცს ფერს უნარჩუნებს.

გაყინული ხორცი:

თუ ზამბარასავითაა და მოსინჯვისას მაშინვე აღიდგენს ფორმას, მაშინ ხორცი ვარგისია, თუ დაიგვიანა ფორმის დაბრუნება, ე.ი. ის დიდი ხნისაა და ბევრი სითხე აქვს დაკარგული.

თევზი:

მაგარი ქერცლი, გამჭვირვალე თვალები და წითელი ლაყუჩები - იდეალური ნიშნებია ცოცხალი თევზისთვის, გაყინულს კი არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ყინული. დამარილებული თევზი გამოშიგნული უნდა იყოს და სასიამოვნო სურნელით გამოირჩეოდეს.

ხილი და ბოსტნეული:

კარგია მხოლოდ საღი, მკვრივი, უნაოჭო ნაყოფი ლაქებისა და დაბეჟილი ადგილების გარეშე. თუ გაყინულ ხილს ან ბოსტნეულს ყიდულობთ, შეეხეთ შესაფუთ მასალას - მასში არ უნდა იყოს ყინულის ნაწილაკები. მათი არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ პროდუქტი გადნა და ხელახლა გაყინეს.

დაფასოებული პროდუქტისთვის მართებულია ერთი წესი:

შესაფუთი მასალა მთლიანი უნდა იყოს. მცირედმა დაზიანებამაც კი შეიძლება პროდუქტი გააფუჭოს - მასში ადვილად შეაღწევს ათასგვარი მიკრობი.

რა არის შიგნით?

შესაფუთ მასალაზე არსებულმა წარწერამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას პროდუქტის შესახებ.

1. აუცილებლად შეამოწმეთ ვადა. არა მხოლოდ მალფუჭებადი რძის ნაწარმის, ბურღულეულისა და მშრალი ნამცხვრებისაც. რამდენიმე წლის განმავლობაში თაროზე ნადებ წიწიბურასა თუ ბრინჯს არასასიამოვნო სუნი და გემო აქვს ხოლმე.

2. შეამოწმეთ კალორიები და სურვილისამებრ აარჩიეთ უფრო მსუბუქი საკვები.

3. წაიკითხეთ პროდუქტის შემადგენლობა. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რამდენ ცხიმს, შაქარსა და მარილს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. ამასთან, ხორცის ნაწარმში, ნახევარფაბრიკატებში, ასევე - ჩიფსებსა და საწებლებში ბევრია ფარული მარილიც.

ეტიკეტებზე სხვა მონაცემებიც არის დატანილი. მაგალითად, თევზის კონსერვის ქილაზე მითითებულია: “თევზი, მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა”. ეს ნიშნავს, რომ აქ ყველაზე მეტია თევზი და ზეთი. ხოლო თუ სოსისის ეტიკეტზე წერია: “მცენარეული ცილა, ხორცი, მარილი”, - იცოდეთ, რომ სოსისი დამზადებულია სოიის დანამატისგან, ხორცი იქ ცოტაა. ყოველივე ამასთან ერთად, ეტიკეტზე შეამჩნევთ დანამატების ჩამონათვალს და E ასოთი აღნიშნულ ციფრების კომბინაციას.

რას გვამცნობს ასო E

ამ ასოთი საკვები დანამატები აღინიშნება, ანუ ის, რაც ბუნებრივად არ მოიპოვება მოცემული პროდუქტის შემადგენლობაში და დამატებული აქვს გემოს გასაუმჯობესებლად. ასეთი დანამატი ბევრია. ზოგიერთი მათგანი განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. ეს იმიტომ, რომ ისინი არცთუ უვნებელია. მაგალითად, E 250-ს - ნატრიუმის ნიტრიტს, რომელიც ხორცის პროდუქტებში გვხვდება, შეუძლია არტერიული წნევის მოშლა. E 621 - ნატრიუმის გლუტამატი, რომელსაც ამატებენ ატრიას, სანელებლებს, ჩიფსებს - იწვევს ასთმას, გულის მუშაობის დარღვევას, თავის ტკივილს. ზოგიერთი კი საკმაოდ სასარგებლო ან ნეიტრალურია: E-300 - ჩ ვიტამინი, E-330 - ლიმონის მჟავა, E-160 - კაროტინი. ოღონდ ჭარბად ნურც ამათ მიიღებთ - საშიშია.

საზოგადოდ კი, თუ პროდუქტების თვეობით შენახვას არ აპირებთ, უმჯობესია, მალფუჭებადი საკვები შეიძინოთ და მალევე გამოიყენოთ.