სწორად იკვებები? ესე იგი, სწორად აზროვნებ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორად იკვებები? ესე იგი, სწორად აზროვნებ!

- დღეს ჩვენი საუბარი შეეხება მეხსიერების, აზროვნებისა და საზოგადოდ, თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებელ პროდუქტებს. რომელია ასეთი?

- როგორც ჭამ, ისე აზროვნებო, ამბობენ დიეტოლოგები. მათი აზრით, ტვინის მუშაობა უშუალოდ არის დამოკიდებული რაციონზე. ტკბილეულის მოყვარულებს, მაგალითად - დაბნეულობა სჩვევიათ, ვეგეტარიანელები კი უფრო ნელა აზროვნებენ, ვიდრე თევზის მოყვარულნი (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ თევზის დიეტას დაიცავთ, აუცილებლად ნობელის პრემიის დაურეატი გახდებით).

ბალანსირებული კვება - აი, რა არის საჭირო ინტელექტუალური შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად. თუ არ გჯერათ, სცადეთ, ტვინი სწორად გამოკვებოთ და მალე დარწმუნდებით, რომ ეს სრული სიმართლეა.

ენერგიის მთავარი წყაროა - გლუკოზა. ორგანიზმი მას ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებით იღებს, მათ შორის - შვრიიდან, პურიდან, მაკარონიდან.

ნუ მიეძალებით კანფეტებს, შოკოლადს. თავდაპირველად შესაძლოა მართლაც იგრძნოთ ენერგიის მომატება, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს და საბოლოოდ, თავს ადრინდელზე უარესად იგრძნობთ.

თუ ტვინს გამოცოცხლება სჭირდება, მიირთვით ხილი, ჩირი, ყველი, კაკალი, იოგურტი ან ახალმომზადებული რძის კოქტეილი, შეიძლება ყავაც, მხოლოდ ერთი ფინჯანი და თანაც დაშაქრული.

მეხსიერებას უჭირს? მიეშველეთ, მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ასეთებია:

ანანასი - მასში ძალიან ცოტა კალორიაა. სამაგიეროდ ბევრია C ვიტამინი, რომელიც ძალიან სჭირდება მას, ვისაც ვრცელი ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება უწევს.

ავოკადო - უხვად შეიცავს ცხიმოვან მჟავებს. ასე რომ, ტვინისთვის ენერგიის არანაკლები წყაროა.

ცხიმიანი თევზი ან თევზის ქონი - ის ტვინისთვის ნამდვილი დელიკატესია. ის ტვინს უმნიშვნელოვანესი ცხიმოვანი მჟავებით ამარაგებს და ყურადღების კონცენტრირებაში ეხმარება.

ლიდერი პროდუქტების სია

ვაშლი

C ვიტამინი, კალიუმი, რკინა, ფრუქტოზა, ვაშლის ძმარი, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ტონუსში მოჰყავს სისხლძარღვები, აუმჯობესებს მეხსიერებას;

ბანანი

ვიტამინი (ნიაცინი), კალიუმი, მაგნიუმი, ეხმარება ემოციური გადაძაბვის მოხსნას, აუმჯობესებს განწყობას;

მაწონი

B ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი უზრუნველყოფს ტვინის უჯრედებისა და ნერვული სისტემის უწყვეტ კავშირს;

მწვანე ბარდა

B1, B2 ვიტამინები, მაგნიუმი, რკინა, ნუკლეინის მჟავები, აქვეითებს ლიპიდების დონეს სისხლში, ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს;

მარწყვი

C ვიტამინი, კალციუმი, რკინა, აჩქარებს ლუკოზის მიწოდებას, მატებს მხნეობას;

ოსპი

რკინა, ფოსფორი, A ვიტამინი ხსნის ყოველგვარ გადაღლილობას;

მუსკატი

B ჯგუფის ვიტამინები, აუმჯობესებს მეხსიერებას;

კაკალი, თხილი

B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, თუთია, ცილა, ხსნის გონებრივ გადაღლას;

მწვანე სალათა C ვიტამინი, E ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი, ამაღლებს ყურადღების კონცენტრირების უნარს;

მსხვილად დაფქული, ცეხვილი პური

B1 ვიტამინი, ნახშირწყლები, რკინა, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას და კუნთების მუშაობას.