განტვირთვა საზაფხულო დასვენების შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

განტვირთვა საზაფხულო დასვენების შემდეგ

ევროპაში ბრინჯი გვიან გავრცელდა. თავდაპირველად ის ძვირფას, ეგზოტიკურ მცენარედ მიიჩნეოდა, მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო და სადღესასწაულო სუფრებისთვის განკუთვნილ განსაკუთრებულ ტკბილეულს ამზადებდნენ. თანდათან ბრინჯი ევროპაშიც იქცა ერთ-ერთ ძირითად საკვებად, თუმცა, აზიისგან განსხვავებით, იქ სხვა ინგრედიენტებთან მისი შერევა იმთავითვე დაიწყეს. ბრინჯი სხვადასხვანაირია: თეთრი, მურა წაბლისფერი, ველური. ჩვენ უმეტესად თეთრ ბრინჯს ვიყენებთ, თუმცა მურა და ველური სახეობები უფრო სასარგებლოა.

ბრინჯის თვისებები

ბრინჯს მაღალი კვებითი ღირებულება და სხვა ინგრედიენტებთან - ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებთან - შეთავსების შესანიშნავი უნარი აქვს. ორგანიზმისთვის ის ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან მხოლოდ ენერგოდანახარჯს კი არ ანაზღაურებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვანი წყაროცაა. ამასთანავე, მცირე ოდენობით შეიცავს ცხიმებს. ბრინჯის შემადგენლობა ასეთია: 0,9 გ ცხიმი, 6,4 გ ცილა, 72,5 გ ნახშირწყლები, 70 მგ კალიუმი, 30 მგ კალციუმი, 38 მგ მაგნიუმი, 104 მგ ფოსფორი 100 გრამში. რაც უფრო მეტად არის დამუშავებული ბრინჯი, მით ნაკლებია მასში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა. ამით იგი სხვა მარცვლოვნებს ჰგავს. მედიცინაში ბრინჯი ოდითგანვე გამოიყენება საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად. ის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა გართულებული დიარეის (ფაღარათის) დროს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრინჯის ქატო ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ბრინჯში არსებული სახამებლის მონელება ნელა მიმდინარეობს, რითაც, ფაქტობრივად, უზრუნველყოფილია სისხლში გლუკოზის მუდმივი გადასვლა და დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება. ამ თვალსაზრისით ბრინჯში არსებული სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს. ბრინჯი არ შეიცავს გლუტენს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა (ცელიაკია, ნაწლავური ინფანტილიზმი) სჭირს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტთა აქტიურობა მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომ გლუტენის შემცველმა ფაფამ შესაძლოა მათ ორგანიზმში ცელიაკიის პროვოცირება მოახდინოს.

დიეტოლოგთა უმრავლესობა გვთავაზობს ბრინჯით განტვირთის დღეებს, განსაკურებით - ზედმეტი წონის პრობლემისას. ბრინჯში ძალიან ცოტაა ნატრიუმი, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს, სამაგიეროდ, მდიდარია კალიუმით, რომელიც ეხმარება ნატრიუმის გამოდევნას. ბრინჯის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი რვა ამინმჟავა. თუ კვირაში ერთხელ მაინც მოაწყობთ ბრინჯის დღეს (შეგიძლიათ, დაამატოთ ნეიტრალური ან ტუტე მინერალური წყალი და არა ცხიმი!), მოიცილებთ ზედმეტ სითხეს და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ძირითადად თეთრი ბრინჯით იკვებება, თიამინის ნაკლებობა აღენიშნება. მურა-ყავისფერი ბრინჯის გარსი შეიცავს კვებითი თვალსაზრისით რამდენადმე მავნე ნივთიერებას, მაგალითად, თიამინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის რკინისა და კალციუმის ათვისებას.

“თეთრი მარგალიტი”

ბრინჯის მარცვლები თეთრდება გახეხვის შემდეგ. ჩენჩოსთან ერთად ბრინჯს სცილდება შიგნითა გარსი, რომელიც ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. თეთრი ბრინჯი ორგვარია: გრძელმარცვლოვანი და მრგვალი. გრძელმარცვლოვანი მოხარშვის შემდეგ ფანტია რჩება, მრგვალი მარცვლები კი ქმნიან ნაზი, ერთგვაროვანი კონსისტენციის მასას, ამიტომ მათ რძიანი ფაფისთვის ან რიზოტოსთვის იყენებენ. მაღალი ხარისხის ბურღულში არ უნდა იყოს დამტვრეული მარცვლები. დაიყარეთ ცოტაოდენი ხელისგულზე და შეამოწმეთ.

მურა და ველური ბრინჯი

დიეტოლოგები ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევენ გაუხეხავ მურა ბრინჯს. მასში უფრო მეტია უჯრედისი, B ჯგუფის ვიტამინები, სპილენძი და იოდი. როდესაც ბრინჯს ორთქლში ატარებენ, სასარგებლო ნივთიერებების უმრავლესობა მარცვლის სიღრმეში “გადაინაცვლებს” და გახეხვისას არ იკარგება. ასეთ ბრინჯს სხვაგვარად ოქროსფერსაც უწოდებენ. მის მოხარშვას თეთრ ბრინჯზე ორჯერ მეტი დრო სჭირდება - 30 წუთი. ველური (შავი) ბრინჯი ყველაზე ძვირია. ფასის დასაწევად მას მურა ან ორთქლში გატარებულ ბრინჯს ურევენ. სტანდარტი ამის ნებას იძლევა.