რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა სულგუნს
დიეტოლოგიური თვალსაზრისითაც, პაციენტთა კვების რაციონში მისი შეზღუდვა პრაქტიკულად არც ერთი პათოლოგიის დროს არ ხდება.
თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ სულგუნი ცილების უნივერსალური წყაროა. ის შეიცავს დეფიციტურ ნივთიერებებს - ტრიფტოფანის, ლიზინისა და მეთიონინის მჟავებს. სულგუნი და ზოგადად რძიანი ყველეული მდიდარია ფოსფატიდებით, ძირითადად, ლეციტინით. ეს უკანასკნელი მთავარ როლს ასრულებს ცხიმოვან ცვლაში. სულგუნში შეუცვლელი ამინმჟავების გარდა, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის საჭირო ვიტამინები.
თინათინ გოცაძე