წნევა და საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წნევა და საკვები

ჰიპერტონიის დროს უმნიშვნელოვანესია სამკურნალო დანიშნულებით საკვების შერჩევა. სამკურნალო დიეტა ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას, მაღალი არტერიული წნევის შემცირებას ეხმარება, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმლების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე.

ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტთა დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, დაბალანსებული, შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას. დიეტაში მნიშვნელოვნად შეზღუდულია სუფრის მარილის, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების დოზები. რაციონი უნდა გამდიდრდეს კალიუმის, მაგნიუმის მარილებით, ჩ, P და B ჯგუფის ვიტამინებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით (მეთიონინი, ქოლინი), უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებითა და მიკროელემენტით, - მათ შორის - ორგანული იოდით.

კვების მნიშვნელოვანი პირობაა ზომიერება. დღის განმავლობაში მისაღები საკვები უნდა განაწილდეს ტოლ ულუფებად (არანაკლებ 4-5 კვება დღეში), ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ დაძინებამდე არა უგვიანეს 2 საათით ადრე. საკვები მზადდება უმარილოდ, მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით, შესაძლებელია დღეში 3-5 გრამი სუფრის მარილის მიღება. დღის განმავლობაში მისაღები თავისუფალი სითხის საერთო რაოდენობა (წვნიანი კერძების ჩათვლით) 1,5 ლიტრია. პროდუქტები იხარშება ან მზადდება ჰაერღუმელში, უცხიმოდ. ნებადართულია შემდეგი პროდუქტები და კერძები:

პური და ცომეული

  • ნებადართულია ჭვავის პური, უხეშად დაფქული ფქვილით გამომცხვარი პური, უცხიმო ნამცხვარი („პეჩენია“) (ჭარბი წონისკენ მიდრეკილებმა უნდა შეამცირონ ცომეულის მიღება).

წვნიანები

  • მიირთვით ძირითადად ვეგეტარიანული, ბოსტნეულის (კომბოსტოს, ჭარხლის წვნიანი), ბურღულეულისა და რძის პროდუქტებისგან დამზადებული წვნიანი. უცხიმო ხორცისა და თევზის სუსტ ნახარშზე დამზადებული წვნიანი შეიძლება მხოლოდ 2-3-ჯერ კვირაში.

ხორცი

  • რეკომენდებულია საქონლის, ხბოს, ბატკნის, ღორის, ქათმის, ინდაურის უცხიმო ხორცი, მოხარშული ან ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული.

თევზეული

  • ნებადართულია ყველა სახის თეთრი, უცხიმო თევზი.

კვერცხი

  • შეგიძლიათ მიიღოთ დღეში მხოლოდ 1 კვერცხი ნებისმიერი სახით.

ბოსტნეული და მწვანილი

  • მიირთვით სხვადასხვა სახის ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, პომიდორი, ბადრიჯანი), ნებადართულია აგრეთვე ხახვი, ნიორი, კამა, ოხრახუში, შეზღუდეთ კიტრი, მჟავე კიტრი, ლობიო, ბარდა, მუხუდო, თალგამი, ბოლოკი, მჟაუნა, სოკო, ისპანახი.

ხილის წვენები და ხილი

  • დასაშვებია ნებისმიერი ხილი. შეზღუდეთ ყურძნისა და მისი წვენის მიღება.

ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი

  • რეკომენდებულია შვრიის („ჰერკულესის“), წიწიბურას, მაკარონისა და ვერმიშელის ფაფები და პუდინგები. ჭარბი წონისაკენ მიდრეკილებისას ამ პროდუქტების მიღება უნდა შეიზღუდოს.

რძე და რძის პროდუქტები

  • უცხიმო ნატურალური რძე, ხაჭო, კეფირი, მაწონი, უმარილო ყველი. შეზღუდეთ არაჟანი, ნაღები, ნაყინი.

ცხიმები

  • რეკომენდებულია ძირითადად მცენარეული წარმოშობის ცხიმები (30 გრამი დღეში). ნებადართულია კარაქი ან ერბო, დღეში მხოლოდ 20 გრამი.

ტკბილეული

  • დასაშვებია შაქარი (50 გრამი დღეში), თაფლი, მურაბა, ჯემი შაქრის ნაცვლად; ჭარბი წონის დროს ეს პროდუქტები უნდა შეიზღუდოს.

სასმელები

  • ნებადართულია სუსტი ჩაი, ჩაი რძით, ყავა, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, განსაკუთრებით რეკომენდებულია ასკილის ნაყენი, მინერალური უგაზო სასმელი ექიმის რჩევით.

ჰიპერტონიული დაავადების მქონე ავადმყოფებისთვის განსაკუთრებით მიზანშეწონილია: უმი ხილი (ბანანი, ანანასი, გარგარი, ატამი, ასკილი, ქიშმიში, გარგარის და შავი ქლიავის ჩირი) და ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო), კალიუმისა და მაგნიუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები (შვრია, წიწიბურა, ნიგოზი, ნუში), ზღვის პროდუქტები, რომლებიც, გარდა ზემოთ ნახსენები მარილებისა, შეიცავენ ორგანულ იოდს (ზღვის კომბოსტო და მიდიები).

ჰიპერტონიული დაავადების დროს რეკომენდებული დიეტის ერთი დღე

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ: თეთრი პური - 150გ, ჭვავის პური - 150გ, შაქარი - 50გ, კარაქი - 10გ.

საუზმე:

მოხარშული ხორცი - 55გ.

ზეთზე დამზადებული „ვინეგრეტი“ - 180გ.

ჩაი რძით - 189გ.

მეორე საუზმე:

მოხარშული ქათმის ხორცი ბრინჯით.

ბოსტნეულის სალათა.

ჩაი, პური.

სადილი:

ვეგეტარიანული წვნიანი მაწვნით - 500გ.

მოხარშული ხორცის კერძი და მოხარშული კარტოფილი - 55-100გ.

ჟელე - 10გ.

სამხარი:

ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული თევზი - 85გ.

ფლავი ხილით - 180გ.

ჩაი რძით - 180გ.

ვახშამი:

მაწონი - 200გ.

როდესაც ჰიპერტონიულ დაავადებას თან ერთვის ათეროსკლეროზი, კუჭ-ნაწლავისა და სხვა თანმხლები დაავადებები, დიეტის კორექცია ექიმის პრეროგატივაა. სასურველია სხვადასხვა სახის განტვირთვის დღეების ჩართვა.

ხაჭოს დღე: 500გ ხაჭო, 2 ჭიქა მაწონი, გაანაწილეთ 5 ულუფად.

მაწვნის დღე: 1,5ლ მაწონი გაანაწილეთ 5 ულუფად.

საზამთროს დღე: 1,5კგ საზამთრო გაყავით 5 ულუფად.

გარგარის ჩირის დღე: 500გ გარგარი დაალბეთ წყალში და გაყავით 5 ულუფად. 3 ჭიქა ასკილის ნაყენი, სუსტი ჩაი.

რძის დღე: მთელი დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ 5 ჭიქა რძე;

სალათის დღე: 2-1,5კგ უმი ბოსტნეული (უმარილოდ) და ხილი მცენარეული ზეთის დამატებით, 2 ჭიქა სუსტი ჩაი - გაანაწილეთ 4-5 მიღებად.

ძირითადი და თანმხლები დაავადებების მიხედვით, ასევე ინდივიდუალური თავისებურებების, ნაციონალური სამზარეულოს გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლებელია შეასწოროს და რაიმე დაამატოს დიეტას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება.