რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა სიმსუქნის მიზეზი საბოლოოდ დაადგინეს
მეცნიერებმა სიმსუქნის მიზეზი საბოლოოდ დაადგინეს
კამპინასას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ლისიო ველოზოს ხელმძღვანელობით, ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი დაადგინეს. ცნობილია, რომ სიმსუქნის ეპიდემიას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მიზეზი ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის ცვლილებაა. მსუქან პირებთან მიკროორგანიზმების ჭარბად გამრავლება ასტიმულირებს საკვებიდან დიდი რაოდენობით ნივთიერებათა შთანთქმას. ამიტომაც, ჩვეულებრივი ვაშლიც კი შესაძლოა უფრო კალორიული აღმოჩნდეს ჭარბწონიანი ადამიანისთვის, ვიდრე ნორმალური წონის მქონე პირისთვის.
სიმსუქნის მეორე მიზეზი ჰიპოთალამუსში (თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა) სიმაძღრეზე პასუხისმგებელი ნეირონების გარკვეული ჯგუფის დაღუპვაა. ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით გაირკვა, რომ ჰიპოთალამუსში დაზიანებები გაცილებით ადრე ვითარდება, ვიდრე ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებები.
სისხლში ლიპიდების დონის
მატება ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის იმუნური უჯრედების (მიკროგლიის) სტიმულაციას და ანთებისწინა ნივთიერებების გამომუშავებას. ეს უკანასკნელი ნეგატიურ გავლენას ახდენს ჰიპოთალამუსის ნეირონებზე და საბოლოო ჯამში მათ დაღუპვას იწვევს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში წონის “აკრეფამდე” ბევრად ადრე მიმდინარეობს.
თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
სარკოპენიური სიმსუქნე არის კუნთოვანი ბოჭკოების ატროფია საერთო კუნთური მასის შემცირებით, რომელსაც თან
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
ამერიკელმა მეცნიერებმა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტიდან შეისწავლეს ადამიანის ორგანიზმზე ე.წ. "ფასტ ფუდის"
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
სულ უფრო მეტი ადამიანი, ამა თუ იმ მიზეზით, მისდევს ვეგეტარიანული კვების პრინციპებს. უკანასკნელი წლების
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის