ზაფხულის კვების რეჟიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის კვების რეჟიმი

რაციონიც იცვლება. ყველასთვის ცნობილია, რომ ზამთარში სხეულის გასათბობად ორგანიზმი დიდი რაოდენობით ცხიმებს საჭიროებს. ზაფხულში კი ჭამაც არ უნდება, ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა და ეს დიეტისთვის ყველაზე შესაფერისი პერიოდია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ორგანიზმს ნაკლები კალორია სჭირდება, მაინც უნდა გაკონტროლდეს კვების რაციონი. დღის განმავლობაში, როცა ჭამა არ გინდათ, შეიძლება მსუბუქად წახემსებამ საღამოსთვის მადა გაგიხსნათ. ამასთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან კვების ასეთი გრაფიკი შეიძლება მავნებელი იყოს ნაწლავებისთვისაც და ზედმეტი წონაც დაგროვდეს.

საუზმე სასურველია დილის 8 საათზე, სადილი - შუადღემდე, ვახშამი კი 18 საათამდე. ვისაც ცარიელი კუჭით დაძინება არ სურს, 21 საათზე მცირე წახემსება შეუძლია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მეტ კალორიას საუზმე უნდა შეიცავდეს, ვახშამი კი დიეტური უნდა იყოს. ზაფხულში ორგანიზმი უნდა შეივსოს წყლით. ნუ დაელოდებით წყურვილის გრძნობას, რადგანაც ეს უკვე ორგანიზმის გაუწყლოების ნიშანია. ამის თავიდან ასცილებლად ყოველ საათში დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი.

სასურველი და არასასურველი პროდუქტები ზაფხულში

ზაფხულში ხშირდება წყურვილის გრძნობა. მის დასაკმაყოფილებლად არ დალიოთ შავი ჩაი და ყავა. შეზღუდეთ მათი მიღება, ასევე წვენებისა და გაზიანი სასმელებისა, რადგანაც ისინი წყურვილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად არ გამოდგება. უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ჩაისა და მინერალურ წყალს. წყურვილის გრძნობას კარგად ერევა პიტნის ჩაი. მიირთვით მეტი ხილი, რომელიც ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით შეავსებს. გაითვალისწინეთ, რომ ხილის მიღება დილით სჯობს, ასე ის უკეთესად აითვისება. საღამოს ხილის მიღება კუჭში დუღილის პროცესის პროვოცირებას გამოიწვევს.

რძის პროდუქტების მიღებას სიფრთხილით მოეკიდეთ, რადგანაც მათში სწრაფად მრავლდებიან მიკროორგანიზმები. ცხელ პერიოდში უპირატესობა მიანიჭეთ კეფირსა და მაწონს.

ორგანიზმს სიცხეში ნაკლები ენერგია სჭირდება და საკვებიც ნაკლებად კალორიული უნდა იყოს, ამიტომ რაციონიდან სასურველია ცხიმიანი, კალორიული საკვების ამოღება და ხორცის შეზღუდვა. ის უნდა ჩანაცვლდეს თევზითა და ზღვის პროდუქტებით.

უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარ საკვებს.

თავი შეიკავეთ ჭამისგან დღის ყველაზე ცხელ საათებში. სრულფასოვანი კერძები დილას და საღამოს მიიღეთ. პიკის საათებში კი მეტი წყალი დალიეთ და ხილი და ბოსტნეული მიირთვით.

წყლის რეჟიმი ზაფხულში

ზაფხულის სიცხეში ორგანიზმი ძალიან სწრაფად კარგავს სითხეს და მისი მარაგის დროულ შევსებას მოითხოვს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სითხის მიღების გარკვეული რეჟიმის დაცვა.

წყურვილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად იდეალური საშუალება წყალი ან უშაქრო, მწვანე ჩაია. ზაფხულში საათში 100-200 მლ სითხე უნდა მიიღოთ. გამონაკლისი ის ადამიანები არიან, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ჰიპერტონია და თირკმელები აწუხებთ. მათთვის დიდი რაოდენობით სითხის მიღება უკუნაჩვენებია.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმს წყალი დაეხმარება არა მარტო წყლის ბალანსის შენარჩუნებაში, არამედ გაათავისუფლებს ზედმეტი მარილებისგან და ორგანიზმში სითხის შეკავება და შეშუპება აღარ მოხდება.

მაღალი ტემპერატურისას მიღებული სითხის რაოდენობა 3,5ლ მაინც უნდა იყოს. ამასთან, ექიმები წყლის მცირე ულუფებად, ხშირ-ხშირად მიღებას გვირჩევენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კანის სილამაზისთვის, რომელიც მტკივნეულად რეაგირებს ორგანიზმში სითხის დეფიციტზე.

მიღებული წყალი უნდა იყოს უგაზო, წვენები - ახალგამოწურული, უშაქრო, მინერალური წყალი კი დაბალი მინერალიზაციის. მნიშვნელოვანია მოხმარებული სითხის ტემპერატურის კონტროლი. სასურველია, ის ოთახის ტემპერატურის იყოს.

სასარგებლოა ასევე მცენარეული, პიტნის, ბარამბოს ჩაი, რომელიც არა მარტო წყურვილის გრძნობას დაგიკმაყოფილებთ, არამედ ორგანიზმს ვიტამინებითაც მოამარაგებს.

ზაფხულში უკუნაჩვენებია ალკოჰოლი, რომელიც, გარდა მაღალი კალორიულობისა, შეიძლება გაუწყლოების მიზეზიც გახდეს.

წყურვილის გრძნობას შეგიმსუბუქებთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ესენია: კიტრი, პომიდორი, ნიახური, ნესვი, ისპანახი, მარწყვი, გრეიპფრუტი, ფორთოხალი, პაპაია. ეს პროდუქტები, წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილების გარდა, ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით უზრუნველყოფს.

ზაფხულში ოფლთან ერთად არა მარტო სითხეს, ვიტამინებს, განსაკუთრებით წყალში ხსნად С, РР, B1, В2, B6 ვიტამინებსა და მიკროელემენტებსაც ვკარგავთ. ამის შედეგი კი შეიძლება გახდეს არა მარტო ავიტამინოზი, არამედ მოთენთილობა, იმუნიტეტის დაქვეითება და ავადმყოფობა.

რაციონში რაც შეიძლება მეტი ახალი, სეზონური ხილი, კენკრა და ბოსტნეული უნდა იყოს, სასურველია ენდემური.

ზაფხულის რაციონის იდეალური კერძი ბოსტნეულის ან ხილის სალათაა. მაიონეზის მაგივრად გამოიყენეთ მაწონი, იოგურტი, უცხიმო ნაღები, მცენარეული ზეთი, ლიმონის წვენი. შეეცადეთ ნაკლები მარილი დაუმატოთ კერძს. ვისაც წონის პრობლემა აწუხებს, საღამოს თავი უნდა შეიკავოს ბანანის, ნესვისა და სხვა მაღალკალორიული ხილისგან.

ზაფხულში ხორცი დიდი რაოდენობით ბოსტნეულითა და მწვანილით მიიღეთ.