როგორ გამოიყურება საკვები პროდუქტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

როგორ გამოიყურება საკვები პროდუქტი

როგორ გამოიყურება საკვები პროდუქტი
ჯანსაღად კვებისათვის უმნიშვნელოვანესია საკვები პროდუქტის ხარისხი, რაზეც, უპირველესად, პროდუქტის იერსახე მეტყველებს. რა უნდა გავითვალისწინოთ საკვების შერჩევისას?

პროდუქტის შეძენისას საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რომ უაზრო ხარჯი სანანებელი არ გაგიხდეთ და ჯანმრთელობასაც არაფერი ავნოთ. ვიდრე მარკეტინგული ხრიკები გაგაბრუებთ და მაღაზიის დახლებზე მიმზიდველად განთავსებული მრავალფერი პროდუქტი თვალს აგიჭრელებთ, პროდუქცია გულდასმით შეისწავლეთ, გაარკვიეთ, რამდენად სასარგებლო და უსაფრთხოა ესა თუ ის პროდუქტი.


სცადეთ გაერკვეთ პროდუქტის შეფუთვაზე დატანილ ინფორმაციაში. ყურადღებით დაათვალიერეთ პროდუქტი და გაიხსენეთ, როგორ უნ
და გამოიყურებოდეს ხარისხიანი საქონელი.

ყველი: ზედაპირზე არ უნდა ჰქონდეს ობი, ნახეთქები და ნასვრეტები (განსაკუთრებული სახეობების გარდა). თუ ყველი დახეთქილი და ალაგ-ალაგ გამუქებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე გამომშრალია.

არაჟანი: არ უნდა ჰქონდეს კოშტები და არ იყოს წებოვანი, არ უნდა იწელებოდეს.

მოხარშული ძეხვი: ხარისხიან პროდუქტს აქვს ზომიერად ნოტიო, თანაბარი ანათალი ღრმულების გარეშე. თუ ძეხვი მკვეთრი წითელი
ფერისაა, ეს ნიშნავს, რომ მას დამატებული აქვს ჯანმრთელობისთვის მავნე ნატრიუმის ნიტრატი, რომელიც ხორცს ფერს უნარჩუნებს.

გაყინული ხორცი: თუ ზამბარასავითაა და მოსინჯვისას მაშინვე აღიდგენს ფორმას, მაშინ ხორცი ვარგისია, თუ დაიგვიანა ფორმის დაბრუნება, ე.ი. ის დიდი ხნისაა და ბევრი სითხე აქვს დაკარგული.

თევზი: მაგარი ქერცლი, გამჭვირვალე თვალები და წითელი ლაყუჩები - იდეალური ნიშნებია ცოცხალი თევზისთვის, გაყინულს კი არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ყინული. დამარილებული თევზი გამოშიგნული უნდა იყოს და სასიამოვნო სურნელით გამოირჩეოდეს.

ხილი და ბოსტნეული: კარგია მხოლოდ საღი, მკვრივი, უნაოჭო ნაყოფი ლაქებისა და დაბეჟილი ადგილების გარეშე. თუ გაყინულ ხილს ან ბოსტნეულს ყიდულობთ, შეეხეთ შესაფუთ მასალას - მასში არ უნდა იყოს ყინულის ნაწილაკები. მათი არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ პროდუქტი გადნა და ხელახლა გაყინეს.

დაფასოებული პროდუქტისთვის მართებულია ერთი წესი: შესაფუთი მასალა მთლიანი უნდა იყოს. მცირედმა დაზიანებამაც კი შეიძლება პროდუქტი გააფუჭოს - მასში ადვილად შეაღწევს ათასგვარი მიკრობი.


რა არის შიგნით?
შესაფუთ მასალაზე არსებულმა წარწერამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას პროდუქტის შესახებ.

1. აუცილებლად შეამოწმეთ ვადა. არა მხოლოდ მალფუჭებადი რძის ნაწარმის, ბურღულეულისა და მშრალი ნამცხვრებისაც. რამდენიმე წლის განმავლობაში თაროზე ნადებ წიწიბურასა თუ ბრინჯს არასასიამოვნო სუნი და გემო აქვს ხოლმე.
2. შეამოწმეთ კალორიები და, სურვილისამებრ, აარჩიეთ უფრო მსუბუქი საკვები.
3. წაიკითხეთ პროდუქტის შემადგენლობა. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რამდენ ცხიმს, შაქარსა და მარილს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. ამასთან, ხორცის ნაწარმში, ნახევარფაბრიკატებში, ასევე - ჩიფსებსა და საწებლებში ბევრია ფარული მარილიც.

ეტიკეტებზე სხვა მონაცემებიც არის დატანილი. მაგალითად, თევზის კონსერვის ქილაზე მითითებულია: “თევზი, მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა”. ეს ნიშნავს, რომ აქ ყველაზე მეტია თევზი და ზეთი. ხოლო თუ სოსისის ეტიკეტზე წერია: “მცენარეული ცილა, ხორცი, მარილი”, - იცოდეთ, რომ სოსისი დამზადებულია სოიის დანამატისგან, ხორცი იქ ცოტაა. ყოველივე ამასთან ერთად, ეტიკეტზე შეამჩნევთ დანამატების ჩამონათვალს და E ასოთი აღნიშნულ ციფრების კომბინაციას.

რას გვამცნობს ასო E

ამ ასოთი საკვები დანამატები აღინიშნება, ანუ ის, რაც ბუნებრივად არ მოიპოვება მოცემული პროდუქტის შემადგენლობაში და დამატებული აქვს გემოს გასაუმჯობესებლად. ასეთი დანამატი ბევრია. ზოგიერთი მათგანი განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. ეს იმიტომ, რომ ისინი არცთუ უვნებელია. მაგალითად, E 250-ს - ნატრიუმის ნიტრიტს, რომელიც ხორცის პროდუქტებში გვხვდება, შეუძლია არტერიული წნევის მოშლა. E 621 - ნატრიუმის გლუტამატი, რომელსაც ამატებენ ატრიას, სანელებლებს, ჩიფსებს - იწვევს ასთმას, გულის მუშაობის დარღვევას, თავის ტკივილს. ზოგიერთი კი საკმაოდ სასარგებლო ან ნეიტრალურია: E-300 - ჩ ვიტამინი, E-330 - ლიმონის მჟავა, E-160 - კაროტინი. ოღონდ ჭარბად ნურც ამათ მიიღებთ - საშიშია.

საზოგადოდ კი, თუ პროდუქტების თვეობით შენახვას არ აპირებთ, უმჯობესია, მალფუჭებადი საკვები შეიძინოთ და მალევე გამოიყენოთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ინდოელმა სპეციალისტებმა გამოარკვიეს, როგორია ნაბახუსევზე იდეალური საშუალება,
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
ბლოგერი დეა სულუაშვილი, რომელიც ბოლოს 4 წელია მადრიდში სწავლობს და ცხოვრობს,
სოკო ანტიოქსიდანტების წყაროა. ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ სოკო, განსაკუთრებით მისი ზოგიერთი ველური ჯიში,
თამბაქოს კვამლი ასუსტებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს ამ უკანასკნელის უნარს ამოიცნოს და გაანადგუროს გადაგვარებული უჯრედები.
უმარილო მიწის თხილი არტერიებისთვისაა სასარგებლო. ერთი მეოთხედი ჭიქა არაქისი შეიცავს იმდენივე მონოუჯერ
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად