/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

მწვანილი სიმსივნური პათოლოგიის მკურნალობაში

მეცნიერები უკვე კარგა ხანია არ დავობენ იმაზე, რომ ქრონიკული პათოლოგიების აღმოცენების მიზეზი უჯრედულ დონეზე მიმდინარე დარღვევებია. ნივთიერებათა ცვლის პროცესში სისხლში ჭარბად გამოიყოფა უჯრედთა ცხოველმყოფელობის გადაუმუშავებელი პროდუქტები, თანაც მჟავა ბუნების. ამ ე.წ. მჟავა ნარჩენების განეიტრალებაზე პასუხისმგებელია ორგანიზმის ბუფერული სისტემები, რომელთაც მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნება ევალებათ, ასევე ტუტე მინერალები.

ბუფერული სისტემების ფუნქციობის დარღვევა და ტუტე მინერალების ნაკლებობა (არასაკმარისი რაოდენობით მოხვედრა ორგანიზმში) არღვევს მეტაბოლური ქანქარას მუშაობას, შესაბამისად, იწვევს ორგანიზმის “დაბინძურებას” მეტაბოლური წიდებით. ხშირად საკმარისია დაავადების მიზეზის ლიკვიდაცია, რომ იწყება თვითგანკურნება. ბევრი დაავადების მკურნალობის ეფექტურ საშუალებად ხშირად სწორედ მჟავა მეტაბოლიტებისაგან ორგანიზმის გაწმენდა გვევლინება.

ორგანიზმის გატუტიანების, მჟავა ბუნების წიდებისაგან მისი გაწმენდისა და სისხლის შედგენილობის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მწვანილი, უფრო კონკრეტულად, ე.წ. მწვანილის პიურე, რომელიც შეიცავს ქლოროფილს. დიახ, ნუ გაიკვირვებთ - ქლოროფილის შემცველი მწვანილის ცოცხალი მასა!

საყურადღებოა ისიც, რომ ქლოროფილის გამოყენება ექსტრაქტის (გამონაწვლილის), ფხვნილის, ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით ვერ ცვლის მწვანილის ახალგაწურულ წვენს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო დოზები

ყოველდღიურად რეკომენდებულია ჭამის წინ დღეში 3-4-ჯერ არანაკლებ 3 სადილის კოვზი მწვანილის წვენის მიღება (მაქსიმალური დოზა 50-100 გრამი).

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

მწვანილის ახალგაწურულ წვენში შემავალი ქლოროფილი შეიცავს ნივთიერებათა მთელ კომპლექსს (კოფერმენტები, ვიტამინები, აუქსინები, გააქტიურებული მინერალები). აღნიშნული ნივთიერებები მეტაბოლური ქანქარას წონასწორობის შენარჩუნებას განაპირობებს, ამასთან, უნარჩუნებს უჯრედულ მემბრანებს აუცილებელ მუხტს. გარდა ამისა, მწვანილის წვენში უხვადაა ფიტოალექსინები, ანტიოქსიდანტები, ონკოპროტექტორები. არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ცოცხალი ქლოროფილის გარეშე ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის გამომუშავება. ამ შეუცვლელი მჟავას მარაგის შესავსებად (აუცილებლობის შემთხვევაში) ბევრი მიმართავს სელის ზეთის ან თევზის ქონის მიღებას. გახსოვდეთ, უმჯობესია ორგანიზმის სტიმულაცია აუცილებელ ნივთიერებათა დამოუკიდებლად სინთეზისათვის (შექმნისათვის), ვიდრე ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ხელოვნურად შეყვანა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ომეგა-3-ის მიღება მხოლოდ ნაწილობრივ აკომპენსირებს ქლოროფილის ნაკლებობით გამოწვეულ დარღვევებს.

იმ ქათმების კვერცხი, რომლებიც იკვებებიან მხოლოდ ხელოვნური საკვებით და არ ჭამენ მწვანილს, არასრულფასოვანია, არ შეიცავს ყვითელ გულში ომეგა-3-ს და სხვა საჭირო სასარგებლო ნივთიერებებს. საოცარი შედეგებია მიღებული ზღვის გოჭებზე ჩატარებული ექსპერიმენტებითაც - საკვებ რაციონში მწვანილის დეფიციტის გამო ცხოველები სწრაფად სუქდებოდნენ, აგრესიულები ხდებოდნენ, სცვიოდათ ბეწვი, სიცოცხლის ხანგრძლივობა 40%-ით უმოკლდებოდათ.

ამგვარად, სრულფასოვანი ნივთიერებათა ცვლა ქლოროფილის გარეშე წარმოუდგენელია. ქლოროფილს კი ვერაფერი ანაცვლებს! სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანები, რომლებიც მწვანილს ძალიან ცოტას ან საერთოდ არ მიირთმევენ, ასაკთან ერთად უამრავი ქრონიკული პათოლოგიის მსხვერპლნი ხდებიან, მათ შორის - უკურნებელი დაავადებების, ონკოლოგიური პათოლოგიების და სხვა. ისინი ადრე ბერდებიან და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად მცირდება.

სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანი, წინაპართაგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ მიირთმევს მწვანილს, ძალიან მცირე რაოდენობით ამატებს მას სალათებში ან კიდევ სილამაზისთვის აყრის მომზადებულ კერძს. შეუძლებელია თანამედროვე ადამიანი აიძულო, რაც შეიძლება მეტი მწვანილი ჭამოს, თუნდაც იმდენი, რამდენსაც მისი წინაპარი (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები) მიირთმევდა. თუ ადამიანი 2-3 ფინჯან დამწნილებულ ფოთოლს მიიღებს, შესაძლოა გულისრევაც კი დაეწყოს. მწვანე მცენარეები, საზოგადოდ, ცუდად შეითვისება, რადგან მათი უჯრედები ცელულოზისაგან შემდგარ უხეშ გარსს შეიცავს, ღეჭვით მწვანილის პიურეს მდგომარეობამდე (კონსისტენციამდე) მიყვანა არარეალურია. მცირე რაოდენობით მწვანილის მოხმარება კი არასოდეს იძლევა სასურველ შედეგს, არ აჯანსაღებს ორგანიზმს. საჭიროა მისი წვენის შესაბამისი ულუფებით მიღება. მწვანილის წვენს არასასიამოვნო გემო აქვს, მისი მიღება (იგულისხმება გამოწურვა) კი მეტად რთულია. გარდა ამისა, მწვანილის წვენი თავისი მოქმედებით განსხვავდება მისი ჰომოგენატისაგან, ანუ მწვანილის პიურესაგან.

ქლოროფილი და მწვანილის წვენი მცირე დოზებითაა რეკომენდებული, მწვანილის პიურე კი ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ, სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისათვის. მწვანილის ჰომოგენატის შემადგენლობაში შემავალი საკვები ნივთიერებები ნაწლავებში ნელა შეიწოვება ნაწლავური ოსმოსის (წნევის) და იმ ბაქტერიათა ფერმენტების ზემოქმედების წყალობით, რომლებიც ცელულოზას შლის. სისხლის გადატვირთვა ჰომოგენატის კომპონენტებით არ ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ პიურე და არა წვენი უნარჩუნებს ნაწლავებს ორთოფლორის ნორმალურ მდგომარეობას. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ნაწლავის ბაქტერიები მეტად მგრძნობიარენი არიან სუბსტრატის შემადგენლობისა და კონსისტენციისადმი. მწვანილის პიურეს გამოყენება ასტიმულირებს აღნიშნულ ბაქტერიათა გამრავლებას.

როგორ მოვამზადოთ მწვანილისაგან სასარგებლო კოქტეილები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალდაკრეფილ ფოთლებსა თუ მწვანილისაგან გამოწურულ წვენს უსიამოვნო გემო აქვს. შესაბამისად, უმჯობესია მწვანილს ბლენდერში ბანანი ან სხვა ხილი შეურიოთ (თანაფარდობით 1:4, მაგალითად, 200 გრამ მწვანილზე საკმარისია 800 გრამი ბანანი, შეიძლება ცოტაოდენი წყლის დამატებაც). ასეთ სასმელებს პატარა ბავშვებიც კი სიამოვნებით სვამენ. მწვანე კოქტეილების რეცეპტები თავადაც შეგიძლიათ მოიგონოთ, ანუ თავად შექმნათ სხვადასხვა კომბინაციები ფორთოხლის, გრეიპფრუტის, ნესვის, კიტრის და ლიმონის დამატებით. საყურადღებოა, რომ ლიმონი ხსნის მჟავა მარილებს და წმენდს ორგანიზმის თხევად გარემოს, საზოგადოდ, ლიმონი ზრდის კოქტეილის სამკურნალო ეფექტს.

მწვანე კოქტეილის ყოველდღიური ოპტიმალური დოზა მოზრდილთათვის 800 მლ-ია. დაავადებების დროს მას ერთ ლიტრამდეც ზრდიან. გახსოვდეთ, მწვანე კოქტეილების გამოყენება ბევრად ეფექტურია და მისი შედარება ვეგეტარიანელობასთან არასწორია.

კოქტეილის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისპანახის, ოხრახუშის, კამის, ჭინჭრის, ბაბუაწვერას, სალათის, თათაბოს, სამყურას, ყურძნის, მაყვლის, ვარდის, მრავალძარღვას, ბალბას ფოთლები, ასევე ჭარხლისა და თალგამის ბოლქვები, კომბოსტო და კიტრი. მწვანილი თუ ფოთოლი არ უნდა იყოს შხამიანი და მწარე.

სამკურნალო დანამატის სახით შეგიძლიათ არყისა და ოფის ფოთლების, ნაძვისა და ფიჭვის ნორჩი გირჩების გამოყენება. ისინი მთელი მწვანე ბიომასის მცირე პროცენტს უნდა შეადგენდეს (ანუ მცირე რაოდენობით უნდა შეურიოთ). რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი მწვანე ბიომასის შემადგენლობა (ანუ თქვენი მწვანე მენიუ), მით უკეთესი.

მწვანე კოქტეილების ხანგრძლივად მიღება ბევრი პათოლოგიის საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა. აღნიშნული კოქტეილები აფერხებს დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას, აძლიერებს შრომისუნარიანობას. კოქტეილებით კურნავენ კანდიდოზს. მათი რეგულარულად გამოყენების შემდეგ ქრება ნევუსები, პაპილომები, უმჯობესდება ფრჩხილების სტრუქტურა, თმის ხარისხი, იკურნება კანის არაერთი პათოლოგია, მათ შორის ეგზემა. მცირდება თმის ცვენა, ხდება მისი აღდგენა, ბავშვებთან მცირდება ძილიანობა და მოდუნებულობა, ძლიერდება სასიცოცხლო ტონუსი, იმუნიტეტი, უმჯობესდება კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა, ოპტიმალურად მიმდინარეობს ზრდისა და განვითარების პროცესები, უმჯობესდება ცალკეულ ორგანოთა ფუნქციობა. ფერხდება გაცხიმოვნება, რაც მთავარია, ყოველივე ეს ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე საკმაოდ სწრაფად ხდება.

ყველაზე მნიშვენლოვანი კი ის არის, რომ მწვანე კოქტეილების მიღება ონკოლოგიური დაავადებების კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია!

კომენტარები (1)
ნია
გთხოვთ დაწეროთ მწვანილი დავაბლენდეროთ (ანუ ფოთლის მასაც) თუ წვენსაწურში გავატაროთ? მადლობა
თარიღი : 16-03-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კვების რაციონი სრულყოფილი და  ჯანსაღია

ყოველდღიურად ჩვენმა სხეულმა უნდა მიიღოს სხვადასხვა საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები.
სრულად
როგორ ვიკვებოთ, როცა თირკმელში კენჭები გვაქვს

თირკმლის კენჭები, ანუ უროლითიაზი, გავრცელებული და მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში.
სრულად
10 რჩევა მათ, ვისაც წონის სწრაფად დაკლება სურს - რა არის სწრაფი დიეტა

წარმოგიდგენთ 10 რჩევას მათთვის, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურს.
სრულად
როგორ დავიცვათ ინტერვალური შიმშილი სწორად

ადამიანების უმეტესობისთვის ყველაზე მოსახერხებელი რეჟიმი არის 16:8 სქემა.
სრულად
საიდან იღებს ორგანიზმი ყველაზე მეტ მარილს?

ადამიანი ყველაზე მეტ მარილს გადამუშავებული საკვებიდან იღებს.
სრულად
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ხშირად თან ახლავს ფიზიკური დისკომფორტი, ემოციური სირთულეები
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მწვანილი სიმსივნური პათოლოგიის მკურნალობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები