მიირთვით მეტი თევზეული და მოემზადეთ ზამთრისთვის! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

მიირთვით მეტი თევზეული და მოემზადეთ ზამთრისთვის!

 მიირთვით მეტი თევზეული და მოემზადეთ ზამთრისთვის!
მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო - ადამიანების გარკვეული კატეგორია ამ პერიოდში თევზის მირთმევას ერიდება და როგორც კი თვეების დასახელებაში "რ" ასო გამოერევა, თევზეულის სეზონს გახსნილად აცხადებს. მათთვის შემოდგომა ნანატრი სეზონია, რადგან ხანგრძლივი თავშეკავების შემდეგ, საყვარელ პროდუქტს უბრუნდებიან. თუმცა, თევზის მირთმევის თვალსაზრისით, ეს სეზონი არა მხოლოდ ამ კატეგორიისთვის არის მიმზიდველი.

როგორც ცნობილია, ორგანიზმს ზამთრისთვის მომზადება სჭირდება. შემოდგომაზე ადამიანები სხეულის ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, რაც ხილ-ბოსტნეულის, თევზეულისა და სხვა სასარგებლო პროდუქტების მიღებაში გამოიხატება. ზამთარში ორგანიზმს ხშირად უწევს გამკლავება ვირუსების წინააღმდეგ, კანი და
თმა სიცივესა და სიმშრალეს ებრძვის.

ორგანიზმის გაჯანსაღებისა და გამდიდრებისათვის თევზი ერთ-ერთი უნიკალური პროდუქტია. ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, ეს სასარგებლო საკვები ჩვენს რაციონში რეგულარულად უნდა ჩავრთოთ.

თევზის სხვადასხვა სახეობა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მისი ერთ-ერთი სასარგებლო თვისება სიმსივნის წარმოშობის რისკის შემცირება და მხედველობის გაუმჯობესებაა. ცხიმიანი თევზი,
მაგალითად, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული და კალმახი - მაღალკალორიულია, მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ცნობილი ფაქტია, რომ თევზი მეტად სასარგებლო პროდუქტია მხედველობისთვის.

რაც შეეხება პატარებს, ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის დედის მიწოდებული თევზის ქონი ბავშვობასთან ასოცირებული ერთ-ერთი მოგონებაა. თევზის ქონი, ანუ "წამალი ოკეანიდან" - სწორედ ასე ეძახიან დანამატს, რომელსაც დედები და ბებიები პატარებს ადრეული ასაკიდანვე აძლევდნენ. პედიატრები მშობლებს ბავშვის კვების რაციონში თევზის შეტანას 8 თვიდან, მცირე ულუფებით ურჩევენ. ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის სასარგებლო ეს პროდუქტი ჭარბად არის გამდიდრებული D ვიტამინითა და კალციუმით. აქედან გამომდინარე, მეტად საჭირო და აუცილებელი საკვებია, მით უფრო ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად.

mkurnali.ge

სპეციალისტები აქცენტის გაკეთებას ზღვის თევზზე გვირჩევენ, თუმცა ყველა წარმომავლობისა და სახეობის თევზეულს თავისი სასარგებლო თვისებები გააჩნია, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია პროდუქტის შენახვისა და რეალიზაციის პირობები. შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით ვამდიდრებთ, სინამდვილეში კი, მავნე პროდუქტს ვღებულობდეთ, რომელიც ვადაგასული, ბინძურ გარემოში იყიდება.

ალბათ ბევრს აინტერესებს, თუ სად შეიძლება ქართულ ბაზარზე მომხმარებელმა თევზეულისა და ზღვის პროდუქტების ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს მიაგნოს, თანაც ისე, რომ პროდუქტი ყველა საჭირო წესის დაცვით მოიპოვებოდეს, მუშავდებოდეს, ინახებოდეს და იყიდებოდეს? ამ მხრივ, ჩემი ფავორიტი ბრენდი "ნიკორას" შვილობილი კომპანია "ოკეანე" გახლავთ.

ცოცხალი, შეცივებული და გაყინული, ცივად შებოლილი, დამარილებული, ნახევრად შებოლილი, დაბალმარილიანი თევზეული, ზღვის დელიკატესები, პრესერვები - თითოეული მათგანი იოდით, თუთიით, მანგანუმით,სპილენძითა და სხვა საჭირო ნივთიერებით გამდიდრებული პროდუქტია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ზამთარში განსაკუთრებით ესაჭიროება.

მომხმარებელთა ნაწილი ცოცხალ თევზს ანიჭებს უპირატესობას. პროდუქტის საკუთარი გემოვნებით მომზადების მიზნით, ისინი უმ
თევზს ყიდულობენ და საკუთარი კულინარიული ფანტაზიის მიხედვით ამზადებენ. ალბათ სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კალმახი, რომელიც ოზურგეთში - "ოკეანეს" მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ.

ბაზარზე არსებული თევზეულის ერთ-ერთი კატეგორია პრესერვებია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას უზრუნველყოფს, რაც ასე მნიშვნელოვანია სარგებლის მიღებისათვის.

გრაფიკისა და მოუცლელობის გამო, ზოგიერთი მომხმარებელი არჩევანს მზა პროდუქტზე აკეთებს, როგორიც მაგალითად "ნიკორას" სუპერმარკეტებშია წარმოდგენილი. მოუცლელი ადამიანებისთვის მისწრებაა მზა თევზეულის ასორტიმენტი, რომელიც წიწიბურასთან, კარტოფილის პიურესთან, ან ნებისმიერ გარნირთან ერთად შეგვიძლია მივირთვათ.

როგორც ხედავთ, არჩევანი მრავალფეროვანია. მთავარია, ზამთრისთვის ორგანიზმის მომზადება და თევზის სასარგებლო თვისებებით გამდიდრება მოვინდომოთ.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 03-10-2016
დაკონსერვებული თევზიც ისეთივე სასარგებლოა, როგორც ცოცხალი? გთხოვთ, განავრცოთ პასუხი, რამდენად სასარგებლოა ბავშვებისთვის და ა.შ.
?
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
ბლოგერი დეა სულუაშვილი, რომელიც ბოლოს 4 წელია მადრიდში სწავლობს და ცხოვრობს,
სოკო ანტიოქსიდანტების წყაროა. ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ სოკო, განსაკუთრებით მისი ზოგიერთი ველური ჯიში,
თამბაქოს კვამლი ასუსტებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს ამ უკანასკნელის უნარს ამოიცნოს და გაანადგუროს გადაგვარებული უჯრედები.
უმარილო მიწის თხილი არტერიებისთვისაა სასარგებლო. ერთი მეოთხედი ჭიქა არაქისი შეიცავს იმდენივე მონოუჯერ
არაჯანსაღი საკვები ნებისმიერ ასაკში მავნებელია, თუმცა 30 წლის შემდეგ ორგანიზმს
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად