როგორ დავთრგუნოთ მადა
· ეფექტურია ჭამამდე დალიოთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული ოთახის ტემპერატურის მინერალური წყალი ან პომიდვრის წვენი;
· გამოივლეთ პირში პიტნიანი წყალი, რაც დროებით შეამცირებს შიმშილის გრძნობას.
· შეჭამეთ ვშლი, ის დაგეხმარებათ მადის დაქვეითებაში
· როგორც კი იგრძნობთ შიმშილს, 3-4 წუთის განმავლობაში შუა თითებით მსუბუქად დააწექით ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის არსებულ ჩაღრმავებას. ასეთი მასაჟი დაგეხმარებათ გადაჭარბებული მადისას.
· სადილზე აუცილებლად შეჭამეთ ბოსტნეულის სალათა. მასში ბევრი უჯრედისია, რაც თრგუნავს შიმშილს.
· შიმშილის დასავიწყებლად დადექით ღია ფანჯარასთან და 10-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. ხოლო ჭამის შემდეგ 10 წუთიანი გასეირნება გააძლიერებს ნაყროვანების შეგრძნებას.
· თუ შიმშილს იგრძნობთ ძილის წინ, სასწრაფოდ გამოიხეხეთ კბილები. რაიმეს ჭამის სურვილი თავისთავად გაქრება.
ლალი ჩხიკვაძე