ქალებისთვის ყველაზე სასარგებლო საკვები
ერთ-ერთი მათგანი ქოლინია. ითვლება, რომ ეს ნივთიერება ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობას. კვერცხის გული ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც მაკულას დეგენერაციასა და კატარაქტას აგვაცილებს თავიდან.
უცხიმო საქონლის ხორცი - ადამიანის ორგანიზმს უზრუნვეყოფს რკინით. გარდა ამისა იგი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიასა და В ჯგუფის ვიტამინებს.
შვრია - შვრიის ყოველდღიური მიღება ამცირებს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.
შავი შოკოლადი - ამ გემრიელ პროდუქტში ანტიოქსიდანტი-ფლავანოიდებია.
არაქისის კარაქი - შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მრავალ ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას. ის ასევე მონოუჯერი ცხიმების შესანიშნავი წყაროა. ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს წონის დაქვეითებას.
ხამანწკები - ეს სრიალა და არამიმზიდველი მოლუსკები იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის აუცილებელი მინერალის, თუთიის იდეალური წყაროა. გარდა ამისა, მასში ბევრი რკინაა.
ლალი ჩხიკვაძე