მივირთვათ თუ არა ჩაი ლიმონით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მივირთვათ თუ არა ჩაი ლიმონით

, რაც რეალურად ლიმონიან ჩაის გულისხმობს. ლიმონის პატარა ნაწილის ჩაიში დამატება რუსეთის უკაცრიელ გზებზე გადაადგილებისას ზღვის (იგივე ტრანსპორტის) დაავადების თავიდან ასაცილებლად პირველად მოგზაურებმა დაიწყეს. მოგეხსენებათ, ყველაფერი მჟავე, საზოგადოდ, ხელს უშლის ტრანსპორტის დაავადებისათვის დამახასიათებელ უსიამოვნებათა (გულისრევა, თავბრუხვევა და სხვა) აღმოცენებას. სწორედ ამიტომაც რომელიღაც მოგზაურს მოუვიდა გენიალური იდეა - ცხელ ჩაიში (რომელსაც გასათბობად და ორგანიზმის ტონუსში მოსაყვანად მგზავრობისას რეგულარულად მიირთმევდნენ) ლიმონის ნაჭერი დაემატებინა, სასმელის, ასე ვთქვათ "დამჟავებისა და ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დასაჭერად". ჩაის მომჟავო და ლიმონის არომატით გაჯერებულმა გემომ რუსეთში ბევრის მოწონება დაიმსახურა. პირველად ლიმონიანი ჩაი სწორედ რუსეთის კაფეებში გახდა პოპულარული. დღეს კი მას ბევრ ქვეყანაში სიამოვნებით მიირთმევენ.

ლიმონს, ჩვეულებრივ, შავ ჩაის ამატებენ, მწვანეს კი - ნაკლებად. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი გაცილებით მდიდარია სასარგებლო კომპონენტებით. მაღალხარისხიან მწვანე ჩაიში უხვადაა ვიტამინები და ანტიოქსიდანტები, ასევე ფტორი, მაგნიუმი, კალიუმი, იოდი და სპილენძი. მწვანე ჩაიში ლიმონის დამატებისას ანტიოქსიდანტების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. აღნიშნული ნივთიერებები კი სიმსივნური პროცესებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიათა აღმოცენების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს, ნორმალიზებას უწევს არტერიულ წნევას. ლიმონის მწვანე ჩაიში დამატებისას კატექინების შემცველობა 7-ჯერ იმატებს. ასე რომ, გემოვნების მიხედვით, ლიმონი შეგიძლიათ არა მხოლოდ შავ, არამედ მწვანე ჩაისაც დაამატოთ.

თინათინ გოცაძე