მივირთვათ თუ არა ჩაი ლიმონით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

მივირთვათ თუ არა ჩაი ლიმონით

მივირთვათ თუ არა ჩაი ლიმონით
ლიმონიანი ჩაის დალევის ტრადიცია თურმე რუსებს ეკუთვნით. საზღვარგარეთის კაფეებში ხშირად შეხვდებით მენიუში სასმელს "რუსული ჩაი" , რაც რეალურად ლიმონიან ჩაის გულისხმობს. ლიმონის პატარა ნაწილის ჩაიში დამატება რუსეთის უკაცრიელ გზებზე გადაადგილებისას ზღვის (იგივე ტრანსპორტის) დაავადების თავიდან ასაცილებლად პირველად მოგზაურებმა დაიწყეს. მოგეხსენებათ, ყველაფერი მჟავე, საზოგადოდ, ხელს უშლის ტრანსპორტის დაავადებისათვის დამახასიათებელ უსიამოვნებათა (გულისრევა, თავბრუხვევა და სხვა) აღმოცენებას. სწორედ ამიტომაც რომელიღაც მოგზაურს მოუვიდა გენიალური იდეა - ცხელ ჩაიში (რომელსაც გასათბობად და ორგანიზმის ტონუსში მოსაყვანად მგზავრობისას რეგულარულად მიირთმევდნენ) ლიმონის ნაჭერი
დაემატებინა, სასმელის, ასე ვთქვათ "დამჟავებისა და ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დასაჭერად". ჩაის მომჟავო და ლიმონის არომატით გაჯერებულმა გემომ რუსეთში ბევრის მოწონება დაიმსახურა. პირველად ლიმონიანი ჩაი სწორედ რუსეთის კაფეებში გახდა პოპულარული. დღეს კი მას ბევრ ქვეყანაში სიამოვნებით მიირთმევენ.
ლიმონს, ჩვეულებრივ, შავ ჩაის ამატებენ, მწვანეს კი - ნაკლებად. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი გაცილებით მდიდარია სასარგებლო
კომპონენტებით. მაღალხარისხიან მწვანე ჩაიში უხვადაა ვიტამინები და ანტიოქსიდანტები, ასევე ფტორი, მაგნიუმი, კალიუმი, იოდი და სპილენძი. მწვანე ჩაიში ლიმონის დამატებისას ანტიოქსიდანტების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. აღნიშნული ნივთიერებები კი სიმსივნური პროცესებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიათა აღმოცენების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს, ნორმალიზებას უწევს არტერიულ წნევას. ლიმონის მწვანე ჩაიში დამატებისას კატექინების შემცველობა 7-ჯერ იმატებს. ასე რომ, გემოვნების მიხედვით, ლიმონი შეგიძლიათ არა მხოლოდ შავ, არამედ მწვანე ჩაისაც დაამატოთ.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 14-02-2016
ეკა
მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ჩაიში ლიმონს ვიყენებდი,მისი მეტი სარგებლობის შესახებ არ ვიცოდი გმადლობთ:)
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ადრეული კვლევებით დადასტურებულია, რომ მარილის სიჭარბე ორგანიზმში
წონის კლება იოლი არ არის. თანამედროვე ცხოვრების არანორმალური რიტმიდან გამომდინარე ადამიანებმა მიმართეს
სპეციალისტებმა გაარკვიეს, როგორ გამომუშავდება ორგანიზმში დღეგრძელობის ცილა. ამისათვის თურმე
იაპონელი მეცნიერების აზრით, კვირაში სამჯერ სოკოს მიღება, პროსტატის კიბოს განვითარების
ყავა ცნობილია, როგორც მრავალი სასარგებლო ნაერთებით მდიდარი სასმელი, თუმცა ის ყველასათვის
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად