კომბოსტოს მწნილი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
კომბოსტოს მწნილი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს
კომბოსტოს მწნილი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს
მწნილის მოყვარულებმა, კომბოსტოს მწნილის ფასიც კარგად იციან. გირჩევთ, არ დაიზაროთ, ზამთრის დადგომისთანავე მოამზადოთ ეს გემრიელი პროდუქტი და ზამთრის პერიოდში რეგულარულად მიირთვათ, რადგან ის მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის არა მხოლოდ ნაბახუსევს ან სისუსტის დროს, არამედ გაციების, გრიპის და საზოგადოდ, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. 
ეს ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტი ვიტამინების უნივერსალური წყაროა, შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ვიტამინს: C, B1, B2, B3, B6, K, U, პროვიტამინ A-ს.
შეგახსენებთ, კომბოსტოში უხვად წარმოდგენილი C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აფერხებს ქსოვილთა დაბერებას, ხელს უწყობს უჯრედთა განახლების (რეგენერაციის) პროცესებს.
კომბოსტოს მწნილი მდიდარია იოდით, რძის მჟავით, რომელიც ებრძვის ნაწლავის ჩხირს და სხვა მავნე ბაქტერიებს. კვლევებით დადასტურებულია, რომ კომბოსტოს მწნილის საკვებ რაციონში რეგულარულად ჩართვა აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აფერხებს სიმსივნური პროცესების განვითარებას. ამ მწნილის მარილწყალი ორსულთათვის სასარგებლოა ტოქსიკოზთან საბრძოლველად.
კომბოსტოს მწნილი სიფრთხილით უნდა მიირთვან გასტრიტით,
წყლულოვანი და ნაღველკენჭოვანი პათოლოგიით დაავადებულებმა.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
უკანასკნელ პერიოდში, ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების უამრავი პრეპრატი გამოჩნდა.
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
ლონდონის სამეფო კოლეჯის კველვის თანახმად, ჟოლო უნარჩუნებს სისხლძარღვებს სიჯანსაღეს და ხელს უწყობს
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
სარკოპენიური სიმსუქნე არის კუნთოვანი ბოჭკოების ატროფია საერთო კუნთური მასის შემცირებით, რომელსაც თან
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს