/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ბურახი - გამაგრილებელი სასმელი

ბურახი - გამაგრილებელი სასმელი
ბურახს წყლისა და ალაოსგან ამზადებენ. თხიერი ცომი განიცდის ფერმენტაციას. შემდეგ მას აზავებენ წყლით და ამატებენ საფუარს, შაქარს, არომატულ დანამატებს. დუღილის შედეგად ამ ნაზავისგან მიიღება ბურახი. არომატულ დანამატებად იყენებენ ხილისა და კენკრის წვენს. ბურახს შესანიშნავ გემოსთან ერთად აქვს სასარგებლო თვისებებიც - ის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და მაღალი კვებითი ღირებულების სასმელია. ბურახი ავიტამინოზის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებაა, რადგან მასში უხვადაა აუცილებელი ვიტამინები და მიკროელემენტები: B ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ასევე - ამინმჟავები, რძემჟავა ფერმენტები. ბურახი შესანიშნავად აგრილებს და კლავს წყურვილს, აქრობს დაღლილობას და ზრდის შრომის უნარს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბურახის ძირითადი კომპონენტი, ალაოს ექსტრაქტი, გლუკოზაზე ეფექტურია და ზრდის კუნთოვან მუშაობას. ამასთან, მისი წყალობით სისხლში უფრო მეტხანს ნარჩუნდება შაქრის დონე და ნაკლებად წარმოიქმნება დაღლილობის გამომწვევი ნივთიერებები.

მომზადების წესი

ბურახისთვის ალაო უმჯობესია მომზადდეს მომინანქრებულ ჭურჭელში, რომელიც დაბზარული და ამოტეხილი არ არის. ალაოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ ხორბალი, ჭვავი ან ქერი. მარცვალს ვრეცხავთ თბილი წყლით და ვასხამთ ოთახის ტემპერატურის წყალს - იმდენს, რომ დაფაროს. ასე ვტოვებთ 5-6 დღით და დროდადრო ვურევთ. 2-3 დღის შემდეგ წყალი უნდა გადავღვაროთ, მარცვალი გავრეცხოთ და ისევ დავასხათ წყალი. როგორც კი გაღვივებას დაიწყებს, ამოვიღოთ წყლიდან და გავაშროთ ღუმელში 30-40 გრადუსზე. გამომშრალი მარცვალი უნდა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მერე კი ბლენდერში. მიღებული მასა შეიძლება გრილ და მშრალ ადგილას შევინახოთ. არ შეიძლება ალაოსთვის მდუღარე წყლის დასხმა, რადგან ირღვევა ფერმენტაციის პროცესი, იშლება ფერმენტები - ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ დუღილის პროცესს.

როდისაა ბურახი მზად?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორც კი გაჩნდება ბუშტუკები, ქაფი, მომჟავო გემო, ნაყენი ფაქიზად გადაწურეთ, ძირში დარჩენილი სქელი მასა კი შეგიძლიათ მომდევნო ულუფის მოსამზადებლად გამოიყენოთ. გადაწურული ნაყენი შედგით მაცივარში, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით. ეს თეთრი კლასიკური ბურახია. ასევე შეიძლება ბურახის მომზადება ხილისა და კენკრისგან, პურისა და ორცხობილასგან.

ორცხობილას ბურახი

საჭიროა:

  • ჭვავის პურის ორცხობილა - 1 კგ;
  • შაქარი - 759 გ;
  • ქიშმიში - 50 გ;
  • პიტნისა და მოცხარის ფოთლები - 10-15 ცალი;
  • ალაო ან ლუდის საფუარი - 2-3 სადილის კოვზი;
  • წყალი - 11 ლ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

ორცხობილას დაასხით 10 ლ მდუღარე წყალი და 12 საათით გააჩერეთ. ცალკე 1 ლ წყალში მოხარშეთ პიტნისა და მოცხარის ფოთლები, 5 საათით დააყენეთ, გადაწურეთ, დაამატეთ შაქარი და საფუარი, აურიეთ ხის კოვზით, დაამატეთ ორცხობილას ნაყენი და დადგით, რომ იდუღოს. დაახლოებით 4 საათის შემდეგ, როცა ქაფს მოიკიდებს, გადაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში, ჩააყოლეთ ქიშმიში და 2 დღით შედგით მაცივარში.

ვაშლის ბურახი

საჭიროა:

  • ვაშლი - 1 კგ;
  • ანადუღარი წყალი - 5 ლ;
  • საფუარი - 50 გ;
  • შაქარი - 500 გ;
  • 1 ცალი ლიმონის წვენი.

თხლად დაჭერით ვაშლი, დაასხით გაგრილებული წყალი, 2-3 საათით გააჩერეთ და გადაწურეთ. დაუმატეთ საფუარი, შაქარი და ლიმონის წვენი. დატოვეთ დუღილისთვის ერთი დღე-ღამე, მერე ბოთლებში ჩაასხით და მაცივარში შედგით.

მარწყვის ბურახი

საჭიროა:

  • მარწყვი - 0,5კგ;
  • წყალი - 1,5 ლ;
  • საფუარი - 20 გ;
  • შაქარი - 8 ჩაის კოვზი;
  • 1/2 ლიმონის წვენი;
  • თაფლი - 2 სადილის კოვზი.

მწიფე მარწყვს დაასხით წყალი და აადუღეთ. გადმოდგით ქურიდან, გააგრილეთ, დაამატეთ საფუარი, თაფლი, შაქარი, ლიმონის წვენი და კიდევ 24 საათით დადგით. როცა ქაფი და ბუშტუკები გაუჩნდება, გადაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში და შედგით მაცივარში. ბურახი სასარგებლო სასმელია მთელი ოჯახისთვის. მოამზადეთ და ისიამოვნეთ ზაფხულის ცხელ დღეებში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბურახი - გამაგრილებელი სასმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები