ეს დიეტების ყველა მიმდევარმა უნდა წაიკითხოს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ეს დიეტების ყველა მიმდევარმა უნდა წაიკითხოს

ეს დიეტების ყველა მიმდევარმა უნდა წაიკითხოს
ქალბატონების გარკვეული ნაწილი მაქსიმალურად ერიდება ცხიმების მიღებას. არადა ცხიმები სხვა ნივთიერებათა მსგავსად სასარგებლო და აუცილებელია ორგანიზმისათვის.
ისინი საჭიროა:
• შემაერთებელი ქსოვილისა და უჯრედთა მემბრანების ფორმირებისთვის 
• კანქვეშა შრის შესაქმნელად (აღნიშნული შრე ორგანიზმს მექანიკური და ტემპერატურული ცვლილების ზემოქმედებისგან იცავს
• შინაგან ორგანოებს შორის არსებული მაამორტიზებელი ჩანართების ფორმირებისთვის 
• სისხლძარღვთა კედლების ელასტიკურობის შესანარჩუნებლად
• ცხიმში ხსნადი ვიტამინების შესათვისებლად 
• გულის კუნთის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის 
• კანის ტონუსის შესანარჩუნებლად 
• ჰორმონთა (მათ შორის სასქესო) გამომუშავებისთვის.

სწორედ ცხიმის მნიშვნელოვანი რაოდენობა შედის ნერვული ბოჭკოებისა და თავის ტვინის უჯრედთა შემადგენლობაში. ცხიმების გარეშე წარმოუდგენელია ორგანიზმის მრავალი
სისტემისა და ორგანოს ნორმალური ფუნქციობა.

სპეციალისტთა აზრით ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო საკვები რაციონი არ უნდა შეიცავდეს 30 გრამზე ნაკლებ ცხიმს. ცხიმების დეფიციტი დასაბამს აძლევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორებიცაა:

• კანის სიმშრალე და აქერცვლა
• კანისა და ლორწოვანი გარსების მგრძნობელობის მომატება
• თმის ცვენა, მისი სტრუქტურის რღვევა
• მეხსიერების გაუარესება, ყურადღების
დეფიციტი 
• მუდმივად სიცივის შეგრძნება (კანქვეშა ცხიმოვანი შრის განლევის გამო)
• მხედველობის დარღვევები.

ცხიმების დეფიციტის ფონზე იზრდება ალერგიულ რეაქციათა აღმოცენების რისკი, ხშირია თვალების ქავილი და სწრაფად დაღლა, თვალშიდა წნევის მომატება და გლაუკომის განვითარება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა. 

ასე რომ, გახდომის მიზნით უცხიმო დიეტების დაცვა ყოვლად გაუმართლებელია. საკვები რაციონი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს სათანადო რაოდენობის ცხიმებითაც.

ყველაზე სასარგებლოა პოლიუჯერი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტები. სწორედ ისინი უნდა იყოს ცხიმების ძირითადი წყარო (ცხიმიანი თევზი, მზესუმზირა, ნიგოზი, ზეთისხილი, მცენარეული ცხიმი-ზეთი). გარკვეული რაოდენობით საჭიროა ნაჯერი ცხიმებიც. მათ შეიცავს ხორცი და რძის ნაწარმი. ნაჯერი ცხიმების დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტების (ცხიმიანი ხორცი, ღორის ქონი, შებოლილი პროდუქტები და სხვა) მიღება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ხოლო ტრანსცხიმების შემცველი საკვები (ფასტ-ფუდი, ე.წ. სწრაფი კვება, ჩიპსები, კონსერვები და სხვა) საერთოდ უნდა გამოირიცხოს საკვები რაციონიდან.
ასე რომ ნუ შეუშინდებით ცხიმებს, პირიქით, თამამად მიირთვით ჯანსაღი და სასარგებლო ცხიმები!

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრინჯის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა სიმსუქნის განვითარების რისკი შეამციროს.
ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულის მსუბუქი სუპია. ბოსტნეულის ხარშვისას, ბულიონში ხვდება
ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედი ჩვენს მიერ მიღებული საკვებისგან ფორმირდება. ხარისხიანი საკვები საშენი
თუ ხანშიშესული ადამიანი რეგულარულად ივარჯიშებს (ზომიერ რეჟიმში) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჭარბი წონისგან განკურნების ახალი მედიკამენტური მეთოდი შეიმუშავეს. მათ მიერ წარმოდგენილ
გულის ამერიკული ასოციაციის ექსპერტთა განცხადებით, ხილისა და ბოსტნეულის 3-5 ულუფა დღეში პერიფერიული
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად