რატომ უნდა მიირთვათ კვერცხი და ბოსტნეული ერთად
უმი ბოსტნეულის სალათა შეიცავს კაროტინოიდების რამოდენიმე სახეს, მათ შორის ბეტა-კაროტინს, ლუთეინს, ზეაქსანტინს და ლიკოპინს. კვერცხი მდიდარია საკვები ნივთიერებებით. მასში ბევრია შეუცვლელი ამინომჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები. სწორედ ისინი ხდიან ბოსტნეულს უფრო სასარგებლოს. კაროტინოიდების ათვისების დონე კვერცხთან ერთად მიღების შემთხვევაში 3,8-ჯერ იზრდება.
ლალი ჩხიკვაძე