ავოკადო სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას უწყობს ხელს

ყოველდღიურად მივირთვათ ავოკადო. ძირითადი მიზანი რაციონში ნაჯერი ცხიმების ავოკადოს უჯერი ცხიმებით ჩანაცვლებაა. ეს მიდგომა შემოწმდა 45 ჭარბწონიან 21-70 წლის ასაკის მოხალისე ადამიანზე. ჯგუფი დაჰყვეს სამ ქვეჯგუფად. თითოეულ ქვეჯგუფს ქოლესტერინის დასაქვეითებელი საკუთარი დიეტა ჰქონდა.
პირველი ქვეჯგუფის დიეტაში არ შედიოდა ავოკადო, ისინი იღებდნენ მცირე რაოდენობით ცხიმებს, მეორე - ზომიერი რაოდენობით ცხიმებსა და ავოკადოს ყოველდღიურად, მესამე - ზომიერი რაოდენობით ცხიმებს, ავოკადოს გარეშე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სწორედ ავოკადოს მიღებამ გამოიწვია "მავნე ქოლესტერინის" მაჩვენებლის დაქვეითება 13,5მგ/ლ-ით. ავოკადოს გარეშე, ცხიმების ზომიერი მოხმარებისას, ქოლესტერინის დონე დაქვეითდა 8,3მგ/ლ-ით, ხოლო ჩვეულებრივი დიეტით მცირე რაოდენობით ცხიმების მიღებისას 7,4მგ/ლ-ით.
ლალი ჩხიკვაძე