გახდომა დიეტის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გახდომა დიეტის გარეშე

მკვლევართა მონაცემებით, ერთ-ერთი საფუძვლიანად შესწავლილი ფერმენტის "გათიშვა" ამცირებს ცხიმოვანი ნადების მოცულობის და დიაბეტის განვითარების რისკს. ლაპარაკია ე.წ. ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტზე. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც სისხლძარღვთა შევიწროებასა და არტერიული წნევის მატებას იწვევს.

ადრე ჩატარებული ცდების მეშვეობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანგიოტენზინგა-რდამქმნელი ფერმენტი აქტიურია ცოცხალი ქსოვილის უჯრედებში და შეუძლია, ხელი შეუწყოს ცხიმების დაგროვებას. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად მეცნიერებმა გამოიყვანეს თაგვების ჯიში, რომელსაც საერთოდ არ გააჩნდა ამ ფერმენტის მაკოდირებელი გენი. ფერმენტის უქონლობამ თაგვებში წონის 20%-ით კლება და ცხიმოვანი ნადების მოცულობის 50-60%-ით შემცირება გამოიწვია. თუმცა ექსპერიმენტული მღრღნელები იმდენსავე საკვებს მოიხმარდნენ, რამდენსაც ჩვეულებრივი თაგვები. გარდა ამისა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველების ორგანიზმი უფრო სწრაფად ითვისებდა გლუკოზას, რაც შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებაზე მეტყველებდა.

ამჟამად ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ბლოკატორებს ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იყენებენ. მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა, მომავალში ეს და მსგავსი პრეპარატები სიმსუქნის სამკურნალოდაც იქნეს გამოყენებული.