ტვინს კვება სჭირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტვინს კვება სჭირდება

  • F ვიტამინის უკმარისობა იწვევს დეპრესიასა და გონებაგაფანტულობას. მისი მარაგის შევსება შესაძლებელია ისპანახით, მწვანილებით და კომბოსტოთი.
  • E ვიტამინი საგრძნობლად აქვეითებს ალცჰაიმერის დაავადების (მოხუცებულთა ჭკუასუსტობის) განვითარების რისკს. ამ ვიტამინს შეიცავს კაკალი, ხილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხის გული. E ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია 2,5 სუფრის კოვზი მზესუმზირას ან სხვა მცენარეული ზეთის მღება. E ვიტამინის დღიურ ულუფას შეიცავს 0,5 კგ ინდაურის ფილე, 1 კგ სკუმბრია, 60 გ ნუში, 80 გ ხორბლის მარცვალი.
  • B6 ვიტამინი დადებითად მოქმედებს ინტელექტუალურ პროცესებზე. მას შეიცავს ბანანი, კარტოფილი, შვრია, თინუსი, ქათმის ხორცი. დღიური ნორმა შეიძლება მიიღოთ 200 გ საქონლის ხორცისგან ან 50 გ შვრიის ფანტელისგან.
  • ყველამ იცის, რომ რკინის უკმარისობა იწვევს ანემიას, რომლის დროსაც თავის ტვინის სისხლით მომარაგება საგრძნობლად უარესდება, ეს კი ყურადღების კონცენტრაციის უნარს აქვეითებს. რკინის დღიური ნორმაა 2 მგ. რკინას შეიცავს ხორცი, პარკოსნები, წიწიბურა, ღვიძლი, პური, ვაშლი, ბროწეული.
  • კალციუმი რომ ორგანიზმისთვის აუცილებელია, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მეცნიერებმა ახლახან დაადგინეს, რომ ეს ელემენტი, სხვა ყველაფერთან ერთად, დეპრესიის დამარცხებასაც უწყობს ხელს. კალციუმის დღიური ნორმაა 1,0-1,5გ. მას შეიცავს რძის ნაწარმი, ჩირი, ბროკოლი, ნუში, ქაშაყი.
  • მაგნიუმს ზოგჯერ ანტისტრესულ ლითონსაც უწოდებენ. ორგანიზმში მისი დეფიციტი პროვოცირებას უწევს უძილობასა და თავის ტკივილს, რაც ფიტავს თავის ტვინის ქერქს. მაგნიუმის დღიური ნორმაა 300-400 მგ. მას შეიცავს კარტოფილი, ბროკოლი, მდნარი ყველი, კაკაოს მარცვლები, ბანანი, თაფლი, ნუში, თევზი, ლობიო, მუხუდო, კაკალი, მდოგვის ზეთი, ხორბლის მარცვალი.
  • პოლიუჯერი ცხიმები და ომეგა-3 არეგულირებს სისხლში ქოლსტერინის დონეს და ამ გზით აქვეითებს ათეროსკლეროზის რისკს. ამ მნიშვნელოვანი ნაერთების დღიურ ულუფას შეიცავს 30 გ სკუმბრია, 30 გ ქაშაყი თავისივე წვენში, 70 გ ორაგული, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. სხვათა შორის, სიმინდის ზეთი მით უფრო სასარგებლოა, რაც უფრო ჩრდილოეთით მოყვანილი სიმინდისგანაა მიღებული.
  • ქრომის უკმარისობა შფოთვას და მოუსვენრობას იწვევს. მისი დღიური ნორმაა 50-200 მგ. ქრომით მდიდარია სიმინდი, შავი პური, შავი ჩაი, ხორციანი კერძები და ქერქიანად მოხარშული კარტოფილი.