/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კვება კუჭის ტკივილის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება კუჭის ტკივილის დროს

ქრონიკული გასტრიტისა, წყლულოვანი პათოლოგიისა, კუჭის კიბოსი. ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს გადაძღომამ, შეკრულობამ, ნერვულმა გადაძაბვამ, ძლიერმა სტრესმა.

დაავადების გამომწვევი ფაქტორები რომ აღმოიფხვრას და მდგომარეობა გაუმჯობესდეს, პაციენტმა მთლიანად უნდა შეიცვალოს ცხოვრების სტილი - დაიცვას ექიმის მიერ შერჩეული დიეტა და კვების რეჟიმი.

ურეჟიმო და არარაციონალური კვება - ჭამა ხანგრძლივი ინტერვალებით, მხოლოდ მშრალი საკვების მიღება, ცხარე საკვების სიყვარული - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გადატვირთვა-გადაძაბვას იწვევს.

ცარიელ კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჭარბად გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი წვენები, მათი დიდხანს დაყოვნების გამო კი იწყება ლორწოვანი გარსის მონელება, რამაც შესაძლოა წყლულის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

ამრიგად, კვების რეჟიმსა და თვით საკვებს დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭის დაავადებების როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვისაც.

ამ დაავადებების გამწვავების პერიოდში იკრძალება შემწვარ-მოხრაკული და შებოლილი ხორცი, შაშხი, ლორი, ხორცის ნახარში, გაზიანი სასმელები.

ნებადართულია: მოხარშული თევზი, საქონლისა და ქათმის ხორცი, ჭყინტი უმარილო ყველი, ბოსტნეულის სუპი. სასურველია ფაფა (მათ შორის - წიწიბურასი), გამომშრალი (წინა დღის) პური. ეს დიეტა - შედარებით მკაცრი - ავადმყოფმა 1-1,5 თვის განმავლობაში უნდა დაიცვას, მერე კი, კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისდაკვალად, რაციონის გაფართოება და გამრავალფეროვნებაც შეიძლება, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს შემწვარ-მოხრაკულ და ცხარე კერძებზე გადასვლას.

ღორის ხორცს უმჯობესია წყლულის ჩაცხრობის შემდეგაც ერიდოთ. ბოსტნეული (მაგალითად, კომბოსტო) მწვავე პერიოდში თუ მხოლოდ მოხარშულია ნებადართული, შემდგომ უმი ან მცენარეულ ზეთში მოშუშულიც შეიძლება მიირთვათ.

კვება სასურველია დღეში ოთხჯერ, მცირე ულუფებით, თანაც ერთსა და იმავე დროს - წყლულოვანი დაავადების მკურნალობისას რეჟიმის დაცვა აუცილებელია.

  • რძის ნაწარმი და ხილის წვენები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმარილო ჭყინტი ყველი და ხაჭო წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთა რაციონში შედის. რაც შეეხება თვით რძეს, ზოგჯერ ექიმი პაციენტს ურჩევს, მისი მიღებისგან თავი შეიკავოს. მართალია, რძე ანტაციდური თავისებურებით გამოირჩევა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, მაგრამ მუცლის შებერვასაც იწვევს. ზოგიერთის ორგანიზმი რძეში შემავალ ცხოველურ ცილებს ძნელად ითვისებს. ასე რომ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დასაბალანსებლად რძეს ზოგჯერ საკვები რაციონიდან იღებენ, თუმცა დიეტაში მისი ჩართვა ორგანიზმისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამავე პრინციპით არ იკრძალება მაწონი (რა თქმა უნდა, არა მჟავე). ხილის, განსაკუთრებით - ყურძნის, ფორთოხლის, ბროწეულის და სხვა მჟავე წვენების მიღებას კი თავი უნდა არიდოთ. ვაშლი მოშუშული გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე უმი.

გაზიანი (ქიმიურ კონცენტრატებზე დამზადებული) სასმელები წყლულოვანი პათოლოგიის დროს ორგანიზმის უბოროტესი მტრები არიან.

  • ალკოჰოლი

წყლულოვანი დაავადების გამწვავების პერიოდში ყოველგვარი ალკოჰოლიანი სასმელი იკრძალება, რემისიისა და ზოგადი სტაბილიზაციის დროს კი ნატურალური ღვინო ნებადართულია, ოღონდ, რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით - 1-2 ჭიქა.

  • ტანინისა და კოფეინის შემცველი სასმელები

ასეთი სასმელებიდან შედარებით მსუბუქია ჩაი, ყავის უზომო (3-4 ფინჯნისა და მეტის) სმა კი, რაც ისედაც ვნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მით უფრო მავნებელია წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩაისა და ყავის მოყვარულებისთვის ამ სასმელების მკაცრი აკრძალვა სტრესია, ამიტომ ექიმი ზოგჯერ თითო ფინჯნის დალევის ნებას რთავს .

  • სამკურნალო კვება

თუ დასტურდება ნაწლავების ანთებითი დაავადება და წყლული ნაწლავებზეც გადადის, ინიშება სამკურნალო კვება. ამ დროს რაციონი უნდა იყოს მექანიკურად და ქიმიურად დამზოგველი და ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი. რძე გამორიცხულია, აუტანლობის შემთხვევაში მკაცრად იზღუდება მცენარეული უჯრედისიც.

ეს რაციონი შეესაბამება დიეტა #4-ს (თეთრი ორცხობილა, ჩაი, ახალი ხაჭო, მჭლე ხორცის ბულიონი, წყალში მოხარშული ბრინჯისა და მანანის ფაფები). მერე კი შეიძლება დაინიშნოს დიეტა #4/ა (ორთქლზე მომზადებული კატლეტი, გუფთა, მოხარშული მჭლე თევზი, შტოშის, მოცვის კისელი).