რატომ ვსუქდებით ზამთარში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

რატომ ვსუქდებით ზამთარში

რატომ ვსუქდებით ზამთარში
საკამათო არ არის, რომ ადამიანების უმრავლესობა ზამთრობით წონას იმატებს. რისი ბრალია ეს? ენდოკრინოლოგები ამბობენ, რომ დღის ხანგრძლივობის კლებას , მზის ნათების ინტენსივობის დაქვეითებას ორგანიზმის ბიოლოგიური საათი ახალ სისტემაში გადაჰყავს. ზამთარი ერთგვარი სტრესია ორგანიზმისთვის. უცხო არავისთვის არის, რომ აცივებასთან ერთად იმატებს მადა, კვების რეჟიმთან ერთად იცვლება ცხოვრების წესი, იკლებს ფიზიკური აქტივობა. იცვლება საკვების ხასიათიც. ორგანიზმი სიცივეს თავისებურად ებრძვის - იღებს ცხიმიან და კალორიულ საკვებს, დიდი რაოდენობით ჩაის, რძიან ყავას, კაპუჩინოს, ცხელ შოკოლადს.
ნახშირწყლებთან ერთად კოფეინის ჭარბი მიღება ორგანიზმს ცხიმის დაგროვებას აიძულებს. გარდა
ამისა, ზამთარში ნაკლებად ვიღებთ ვიტამინებით მდიდარ საკვებს, ვიტამინები კი, მოგეხსენებათ, ნივთიერებათა ცვლისათვის აუცილებელია. ზამთარში მეტაბოლიზმი ნელდება მინიმუმ სამი ფაქტორის გამო:
1. ნაკლებად აქტიურია ფარისებრი ჯირკვალი, რომლის ჰორმონებიც დიდ გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია კი წონის მატებას იწვევს.
2. ფიზიკური აქტიურობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
3.
სუსტდება მზის სინათლე - ენერგიის შესანიშნავი წყარო და ნივთიერებათა ცვლის ბუნებრივი კატალიზატორი. მეტაბოლიზმის შენელებას, კალორიული საკვების მიღებას და სხვა მიზეზებს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებამდე მივყავართ.
საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ორგანიზმმა ისწავლა, ზამთრის სიცივეში გამოიმუშაოს მეტი და მეტი ენერგია, რათა გათბეს, უფრო სწორად, შეინარჩუნოს ტემპერატურა, რომელიც სჭირდება. ენერგიის წყარო კალორიებია - საწვავი, რომლის წყალობითაც ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესი ხორციელდება. კალორიების წყარო კი საკვები გახლავთ. განსაკუთრებით მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით გამოირჩევა ცხიმი. თუ 1 გრამი ნახშირწყალი ან ცილა 4 კილოკალორიას გვაძლევს, 1 გრამი ცხიმი 9 კილოკალორიით გვამარაგებს. ზამთარში ენერგიაზე მოთხოვნის მატებას ორგანიზმი სწორედ ცხიმიანი საკვების მიღებით პასუხობს.

როგორ მოვიქცეთ, რომ ზამთარში წონაში არ მოვიმატოთ

ამისთვის ზოგიერთი უსარგებლო, მავნე ინგრედიენტი უფრო სასარგებლოთი უნდა შევცვალოთ, შევამციროთ კერძებში ცხიმის, მარილის, შაქრის ოდენობა და გავზარდოთ ბოჭკოვანი ინგრედიენტების წილი. დავიწყოთ ერთი ინგრედიენტით, მაგალითად, ცხიმით. ცხოველური ცხიმის ნაცვლად მცენარეული გამოვიყენოთ, მოვშუშოთ ბოსტნეული ბულიონში, ღვინოში ან სოიის სოუსში. ცხიმის ოდენობა ისე შევამციროთ, რომ საგრძნობლად არ შეიცვალოს საკვების გემო, კონსისტენცია და გარეგნული სახე. ქათმისა და ინდაურის ხორცი კანგაცლილი მივირთვათ, სხვა სახეობის ხორცი კი მჭლე. რძის ნაწარმიდან არჩევანი შევაჩეროთ იმ პროდუქტებზე, რომლებსაც ცხიმის დაბალი შემცველობა აქვს. ცხობისას ნაკლები შაქარი გამოვიყენოთ ან მის ნაცვლად ნამცხვარი შაქრის შემცვლელით დავატკბოთ. სიტკბოს დანაკლისი შევავსოთ ისეთი დაბალკალორიული ინგრედიენტებით, რომლებიც სიტკბოს უფრო მეტად გამოკვეთს, მაგალითად, ვანილით, მიხაკ-დარიჩინით, ჩირით. შაქართან ერთად შევამციროთ მარილის მოხმარებაც. მარილის უკმარისობაც შეგვიძლია სხვა სანელებლებით - ნივრით, ხახვით, შავი პილპილით, სუნელებით ავანაზღაუროთ.

განტვირთვის დღეები

კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოვაწყოთ განტვირთვის დღეები.შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ ვარიანტს.

განტვირთვა ხილითა და ბოსტნეულით

მთელი დღე მიირთვით მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის სალათები, შეზავებული მწვანილით, ლიმონის წვენით. სულ 1,5-2 კგ ხილი, ბოსტნეული ან 0,5-1 ლიტრი ნატურალური ხილის წვენი უნდა მიიღოთ.

ვაშლის დღე: 1,5-2 კგ ვაშლი და 4-5 ჭიქა ნატურალური ვაშლის წვენი ან უშაქრო კომპოტი.

ხაჭოს დღე: 600 გრამი უცხიმო ხაჭო, 60 გრამი არაჟანი, 2 ჭიქა რძე, 2 ჭიქა ასკილის ნაყენი - მიიღეთ 5 ულუფად.

განტვირთვის დღეებს დავუმატოთ ფიზიკური აქტივობაც, თუნდაც სეირნობა - დღეში 2-2,5 კმ-ის გავლა 200 კილოკალორიას დაგახარჯვინებთ.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 30-10-2014
guja_kakhadze
ვინც ზამთარში ვარჯიშობს, ის ნაკლებად სუქდება!
რეკომენდებული პროდუქტები
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
მკლევარების დიდი საერთაშორისო ჯგუფი, კანადელი მეცნიერების ხელმძღვანელობით მოსახლეობას, რომლებიც მოიხმარენ წითელ ხორცსა და ხორცის
ბრიტანელი დიეტოლოგების მოსაზრებით, წონის კლების ამოცანის გადასაჭრელად, რაციონში აუცილებლად უნდა შევიტანოთ ფისტა. მან უნდა შეცვალოს
შვედმა მკვლევრებმა ექსპერიმენტებით აჩვენეს, რომ მოხალისე სტუდენტებს, რომლებიც 4 კვირის განმავლობაში რეგულარულად იკვებებოდნენ
თუ გსურთ, რომ სისხლში ქოლესტერინის დონე ნორმას დაუბრუნდეს, მძიმე საკვების მიღების შემდეგ მისი მონელება
ოფიციალური სტატისტიკით ყველაზე ინტენსიურად კამას რუსეთში მოიხმარენ. გარდა იმისა, რომ უმატებენ კერძებს, იყენებენ სხვადასხვა
დღეს ყველამ კარგად იცის, რომ სწრაფი კვება ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა სიმსუქნე, შაქრიანი
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად