ვისთვის არ არის რეკომენდებული რძე
. მათში რძე ნაწლავთა შებერილობასა და ბოყინს იწვევს, ზოგს მისი წყალობით ღვიძლი შეახსენებს ხოლმე თავს, ზოგს ნაღვლის ბუშტი უღიზიანდება. ასეთ ადამიანებს ნაწლავთა შებერილობის, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებისა და სხვა უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად უჯობთ, პასტერიზებული რძე სვან. ყოველივე ეს რძის რთული ბიოქიმიური შედგენილობის ბრალია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რძე მავნებელია. პირიქით, მეტად სასარგებლო პროდუქტი გახლავთ. ის წყლის, ცილების, ცხიმების, ლაქტოზის, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების საუკეთესო ნაკრებს წარმოადგენს. გარდა ამისა, შეიცავს პიგმენტებს, ფერმენტებს, ფოსფოლიპიდებსა და აირებს.
იხილეთ აგრეთვე სტატია "სასარგებლოა თუ არა რძე"