გოგრა - ანტიდეპრესანტი, ახალგაზრდობისა და სექსუალურობის წამალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გოგრა - ანტიდეპრესანტი, ახალგაზრდობისა და სექსუალურობის წამალი

! გოგრის ძირითად ღირსებად მიიჩნევა კაროტინისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა. მისი რბილობი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს. ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან აჩქარებს ზრდას, ხოლო მოზრდილებში აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, ამაგრებს ძვლებს და კბილებს.

გარდა ამისა, გოგრაში არის B, C, D, PP, E ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს და ეხმარებიან ადამიანს ოპტიმალური წონისა და სექსუალური აქტივობის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაში. ისევე, როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად მიიჩნევა. მიირთვით გოგრა ხშირად და ვერავითარი სევდა და დეპრესია ვერ მოგერევათ!

• ამ ბოსტნეულს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ გოგრის კერძები რეკომენდებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური კვებისთვის. რადგან ნარინჯისფერი რბილობი არ იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას, ის ხელს უწყობს წყლულის სწრაფ შეხორცებას. გოგრის მინერალური შემადგენლობა (სპილენძის, ფოსფორისა და რკინის ბევრი მარილი) სასარგებლოა სისხლწარმოქმნისთვის, ამიტომაც ის სასარგებლოა ანემიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ამავე დროს პექტინით მდიდარი გოგრა მავნე ქოლესტერინთან შეურიგებელი მებრძოლია.

• ძალიან სასარგებლოა გოგრა ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ეს ბოსტნეული ერთსა და იმავე დროს კუჭის გამხსნელი და შარდმდენი საშუალებაა.

გოგრის კერძები ასევე რეკომენდებულია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავების სტადიებში, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს.

არომატული და ტკბილი გოგრის ნაჭერი შვებას ჰგვრის ადამიანს "ზღვის დაავადების" დროს, ორსულს ტოქსიკოზისას. გახეხილი ბოსტნეულის ფაფა შესანიშნავი კომპრესია ეგზემის, დამწვრობისა და მუწუკოვანი გამონაყარის დროს. ნედლი, გახეხილი გოგრის პიურე შესანიშნავი საშუალებაა კუჭის შეკრულობის დროს. თირკმელების სამკურნალოდ გამოიყენება არა რბილობი, არამედ უმი გოგირს წვენი 1/2 ჭიქა დღე-ღამეში. ტკბილ ნარინჯისფერ წვენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აუმჯობესებს ძილს. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. უძილობის შემთხვევაში მიიღეთ 1/2 ჭიქა ღამით. გოგრის დიეტა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს გულის დაავადებები და თირკმელებისგან გამოწვეული შეშუპება. ასეთი პრობლემების დროს ავადმყოფმა 4 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს გოგრა უმი სახით 0,5 კგ დღე-ღამეში და 1,5 კგ მოხარშული ან შემწვარი სახით. მთელი რიგი დაავადებების დროს ნამდვილი პანაცეაა გოგრის თაფლი: 1 კილოგრამ გასუფთავებულ და გახეხილ გოგრას უმატებენ 200გ შაქარს, ზედმიწევნით აურევენ და დააყენებენ. გამოყოფილ წვენს აცალკევებენ რბილობისგან და დაბალ ცეცხლზე ათბობენ გასქელებამდე. ბოლოს უმატებენ მიხაკსა და დარიჩინს.

იხილეთ აგრეთვე სტატია "გოგრის თესლი გულის კუნთს ამაგრებს და თირკმელების მუშაობას აუმჯობესებს"