გოგრა - ანტიდეპრესანტი, ახალგაზრდობისა და სექსუალურობის წამალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

გოგრა - ანტიდეპრესანტი, ახალგაზრდობისა და სექსუალურობის წამალი

გოგრა - ანტიდეპრესანტი, ახალგაზრდობისა და სექსუალურობის წამალი
გოგრა ფასდაუდებელი პროდუქტია, რომელსაც აქვს უნარი, მრავალი წლის განმავლობაში შეგვინარჩუნოს სილამაზე, ახალგაზრდობა და სექსუალური მომხიბვლელობაც კი ! გოგრის ძირითად ღირსებად მიიჩნევა კაროტინისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა. მისი რბილობი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს. ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან აჩქარებს ზრდას, ხოლო მოზრდილებში აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, ამაგრებს ძვლებს და კბილებს.
გარდა ამისა, გოგრაში არის B, C, D, PP, E ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს და ეხმარებიან ადამიანს ოპტიმალური წონისა და სექსუალური აქტივობის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაში. ისევე, როგორც ყველა ნარინჯისფერი
ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად მიიჩნევა. მიირთვით გოგრა ხშირად და ვერავითარი სევდა და დეპრესია ვერ მოგერევათ!

• ამ ბოსტნეულს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ გოგრის კერძები რეკომენდებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური კვებისთვის. რადგან ნარინჯისფერი რბილობი არ იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას, ის ხელს უწყობს წყლულის სწრაფ შეხორცებას. გოგრის მინერალური შემადგენლობა
(სპილენძის, ფოსფორისა და რკინის ბევრი მარილი) სასარგებლოა სისხლწარმოქმნისთვის, ამიტომაც ის სასარგებლოა ანემიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ამავე დროს პექტინით მდიდარი გოგრა მავნე ქოლესტერინთან შეურიგებელი მებრძოლია.
• ძალიან სასარგებლოა გოგრა ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ეს ბოსტნეული ერთსა და იმავე დროს კუჭის გამხსნელი და შარდმდენი საშუალებაა.
გოგრის კერძები ასევე რეკომენდებულია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავების სტადიებში, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს.
არომატული და ტკბილი გოგრის ნაჭერი შვებას ჰგვრის ადამიანს "ზღვის დაავადების" დროს, ორსულს ტოქსიკოზისას. გახეხილი ბოსტნეულის ფაფა შესანიშნავი კომპრესია ეგზემის, დამწვრობისა და მუწუკოვანი გამონაყარის დროს. ნედლი, გახეხილი გოგრის პიურე შესანიშნავი საშუალებაა კუჭის შეკრულობის დროს. თირკმელების სამკურნალოდ გამოიყენება არა რბილობი, არამედ უმი გოგირს წვენი 1/2 ჭიქა დღე-ღამეში. ტკბილ ნარინჯისფერ წვენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აუმჯობესებს ძილს. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. უძილობის შემთხვევაში მიიღეთ 1/2 ჭიქა ღამით. გოგრის დიეტა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს გულის დაავადებები და თირკმელებისგან გამოწვეული შეშუპება. ასეთი პრობლემების დროს ავადმყოფმა 4 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს გოგრა უმი სახით 0,5 კგ დღე-ღამეში და 1,5 კგ მოხარშული ან შემწვარი სახით. მთელი რიგი დაავადებების დროს ნამდვილი პანაცეაა გოგრის თაფლი: 1 კილოგრამ გასუფთავებულ და გახეხილ გოგრას უმატებენ 200გ შაქარს, ზედმიწევნით აურევენ და დააყენებენ. გამოყოფილ წვენს აცალკევებენ რბილობისგან და დაბალ ცეცხლზე ათბობენ გასქელებამდე. ბოლოს უმატებენ მიხაკსა და დარიჩინს.

იხილეთ აგრეთვე სტატია "გოგრის თესლი გულის კუნთს ამაგრებს და თირკმელების მუშაობას აუმჯობესებს"

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა ყურადღება მიაქციეს კენკრების სასარგებლო თვისებებს, რაც
დიეტოლოგები ცალსახედ მიგვითითებენ ცხიმიანი პროდუქტების მავნებლობაზე, თუმცა რაციონში სასარგებლო ცხიმების
ვეგეტარიანული ბურგერები სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამდენად სახიფათოა ისინი.
პომიდორი და მისი სოუსი აქვეითებს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, ანთებისა და სიმსივნის განვითარების რისკს.
ძუძუს კიბო ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება