საზამთრო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზამთრო

უზარმაზარი კენკრა

საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია. ის დაბალკალორიულია - 100 გრამში მხოლოდ 30 კილოკალორიაა. შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. საზამთროს 98% წყალია. მასში ბევრია მინერალური ნივთიერება. შეიცავს ბეტა-კაროტინსაც. დროის მოკლე მონაკვეთში საზამთროს დიეტის მეშვეობით შეგიძლიათ შესამჩნევად გახდეთ და გაჯანსაღდეთ. საზამთროს დიეტა ადვილი გადასატანია. ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება ხდება სითხის ინტენსიური გამოდევნის ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმის ფენების შემცირებას და წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ამასთანავე, საზამთროს დიეტა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. სასარგებლოა განტვირთვის დღის მოწყობა, რომლის განმავლობაშიც მიირთმევთ მხოლოდ საზამთროს და ერთ ნაჭერ შავ პურს. გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: 1 კილოგრამი საზამთროს რბილობი თქვენი წონის 10 კგ-ზე. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუ ყველაფერი რიგზეა, 6-დღიანი შესვენების შემდეგ დიეტა შეგიძლიათ გაიმეოროთ, ოღონდ რაციონში ჩართოთ ყველი, დაუშაქრავი შვრიის ფაფა, უცხიმო თევზი და ბოსტნეული. საზამთროს დიეტა რეკომენდებულია უმთავრესად ჰიპერტონიის, ინფექციურ-ალერგიული დაავადებების, პოდაგრის, თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებების დროს, თირკმელკენჭოვანი დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში კი უკუნაჩვენებია. საზამთრო წმენდს და ზედმეტი სითხისგან განტვირთავს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გვაწვდის ადვილად ასათვისებელ შაქრებს, რკინას, ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, გვიცავს სისხლნაკლებობისგან, სკლეროზისა და სიმსივნეებისგან. საზამთრო მიჩნეულია სამკურნალო დიეტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, სიმსუქნის, შარდკენჭოვანი დაავადებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს. ის აუცილებელია მათთვის, ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა აქვს დანიშნული. ზაფხულში მისი დიდი ოდენობით მიღება ამზადებს ორგანიზმს ცივი სეზონისთვის, წმენდს მას წიდისგან, მარილებისა და ქვიშისგან, ამასთან, აჩქარებს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნას. ხალხურ მედიცინაში საზამთროს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

საზამთროს “პროცედურები”

საზამთროს ქერქი თეთრი რბილობიანად კარგად გარეცხეთ, გამოაშრეთ ღუმელში და დააქუცმაცეთ. 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და ერთი საათი გააჩერეთ. გამომშრალი საზამთროს ქერქი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ქაღალდის პარკით. ნაყენი რეცხავს სანაღვლე გზებს და აქრობს ანთებას. მკურნალობის კურსია 2-3 კვირა, მერე რამდენიმე თვე უნდა შეისვენოთ. ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს თითო კურსი. ასეთივე სამკურნალო თვისება აქვს საზამთროს კურკებს. გარეცხილი კურკები გააშრეთ და შეინახეთ, საჭიროების შემთხვევაში კი დაფქვით. დოზირება ასეთია: 2 სუფრის კოვზ დაფქულ თესლს დაასხით მდუღარე წყალი, გააგრილეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

საოჯახო პრაქტიკა

სქელი საზამთროს ქერქი გათალეთ, დაჭერით პატარა კუბებად, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაფაროს და ცოტა ხანს ხარშეთ, ოდნავ შერბილდება თუ არა, წყალი ცალკე ჭურჭელში გადაწურეთ, დაამატეთ იმდენი შაქარი, რომ გასქელდეს, ჩააწურეთ 2 ცალი ლიმონის წვენი და დაასხით საზამთროს ქერქს. წამოადუღეთ, გადმოდგით ქურიდან და ცხელ-ცხელი ჩაასხით ქილაში, მოხუფეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. ჩაისთან ასეთი მურაბა ძალიან სასარგებლოა - თქვენი ოჯახის წევრებს არასოდეს შეაწუხებთ სანაღვლე გზები.