წონაში მოსამატებელი დიეტა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

წონაში მოსამატებელი დიეტა

წონაში მოსამატებელი დიეტა
თუ წონაში მომატება გსურთ, მაშინ უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები. იკვებეთ ხშირ-ხშირად, საკვები საგულდაგულოდ დაღეჭეთ. სთხოვეთ მას, ვინც თქვენს კვებაზე ზრუნავს, სუფრა მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს. გირჩევთ 2-3 კვირის განმავლობაში მიიღოთ კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი - თითო ს.კ. 4-ჯერ დღეში. ამასთან ერთად მიიღეთ პოლივიტამინური პრეპარატი (შეარჩიეთ ვიტამინური კომპლექსი, რომელშიც სხვა კომპონენტებთან ერთად შევა А ვიტამინი, В ჯგუფის ვიტამინები, Е და С ვიტამინები).
კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემთ: >მოახდინეთ მადის სტიმულირება- ყოველი კვების წინ დალიეთ ბოსტნეულის ან
ხილის წვენი, კარგია უალკოჰლო ლუდიც.
>ჭამეთ დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებებს შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით.
>ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება.
>ვისაც მომატება სურს, მისი მენიუ, როგორც უკვე გითხარით, უნდა იყოს ცილოვან-ნახშირწყლოვანი. ამასთან მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი,
კვერცხი. განსაკუთრებით სასარგებლოა ქათამი, მის ნაზ ხორცს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, მისი შემადგენელი ცილები კუნთებს სათანადო ფორმის მიღებაში ეხმარება. ყოველდღე ჭამეთ ხაჭო და თან მაღალი ცხიმიანობის, ასევე დალიეთ რძე, ჭამეთ მაწონი.
>შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური ცილოვანი კოქტეილი. გახსენით 100 გრამი ხაჭო ერთ ჭიქა ნაღებში, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი მურაბა ან თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ და მიირთვით. გემრიელიცაა და სასარგებლოც.
>ცხიმები. მზესუმზირას, ზეითუნის ან სიმინდის ზეთით კარგად შეაზავეთ სალათები. მათში შემავალი ე ვიტამინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.
>ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას ცილებთან ერად ხელს ნახშირწყლებიც უწყობს. ამიტომ ჭამეთ თეთრი პური და მაკარონი, კარტოფილი, შაქარი, თაფლი, ტკბილეული.
>ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი იყოს ბალანსირებული ვიტამინებისა და მიკროელემენების შემცველობითაც. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ვიტამინო-მინერალური კომპლექსი. >დღეში 2-3 ლ წყალი დალიეთ. ეს შეიძლება იყოს ჩაი რძით, ყავა ნაღებით, წვენები და წყალი.
>მნიშვნელოვანია ღამის სრულფასოვანი ძილი. ახლა წონაში მოსამატებელ დიეტასაც შემოგთავაზებთ: საუზმე - ერთი თეფში ჰერკულესის ფაფა თაფლით და ნიგვზით, ან ხაჭო ჩირით, კარაქიანი პური ყველით და ფინჯანი კაკაო. სამხარი - ხილის წვენი, ძეხვის ბუტერბროდი და იოგურტი. სადილი - მადის აღსაძვერელად ჯერ სალათი მიირთვით, შემდეგ კალორიული წვნიანი, ხორცის ან თევზის დიდი ნაჭერი, გარნირად ნაღების კარაქით შეზავებული კარტოფილის პიურე ან მაკარონი. ტრაპეზი დაასრულეთ დესერტით და ნაღებიანი ყავით. მეორე სადილი - სალათი ახალი ბოსტნეულისგან და ცხიმიანი იოგურტი. ვახშამი - ომლეტი "ვიჩინით" ან პომიდვრით, დალიეთ რძე, ძილის წინ კი ჭამეთ ვაშლი ან მსხალი. რასაკვირველია არ დაგავიწყდეთ პური.
თუ ამ ღონისძიებების მიუხედავად წონაში არ მოიმატებთ, მაშინ მიმართეთ თერაპევტს და ჩაიტარეთ სრულფასოვანი გამოკვლევა.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 28-11-2016
გიო
ივარჯიშეთ :* იარეთ დარბაზში სწორად ივარჯიშეთ სწორად იკვებეთ და მოიმატებთ
თარიღი : 27-08-2015
ma ko
amdeni rom meteodes kujshi da vinelebde albad 200 kilo gavxdebodi.magram saqmec egaa rom chemi kuji 1 kvercxze mets ver itevs
თარიღი : 08-03-2015
JOni
მეც მასე ვარ ვცჰამ და არ ვიმატებ არადა როგორ მინდა
თარიღი : 07-03-2015
teo
ბევრს ვჭამ მაგრამ არ მემატება საერთოდ არაფერი. არც საჭმელებს ვიწუნებ :/ :D
თარიღი : 22-05-2014
ana
ამდენი რამე რო მეტეოდეს კუჭში 40 კილო არ ვიქნებოდი.. ჩემი სიგამზდრის პრობლემა იმაშია რო ბევრს ვერ ვჭამ.. თორე მე ვიცი რო გასასუქებლად ბევრი ჭამაა საჭირო :D
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ზოგი ადამიანი მეტისმეტად სწრაფად ჭამს, შეიძლება ითქვას 5 წუთში სრულად ამთავრებს ტრაპეზს. ამის მიზეზად ხშირად
ესპანელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით აჩვენეს (კონკრეტულად 14 კვლევის მეტაანალიზი ჩაატარეს), რომ დაბალი
შემწვარ კერძებს არც ერთი დიეტოლოგი არ გვირჩევს. როგორ მოვიქცეთ, რომ მავნე ზემოქმედება შევამციროთ. მაღალი ტემპერატურის
საზამთრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, არომატული და გემრიელი ხილია, რომელიც ხშირად ზამთარშიც გვენატრება.
ჭარბი წონა სიცოცხლისათვის საშიშია. 20-50 წლის ასაკში ჭარბი წონით ცხოვრების თითოეული წელი აქვეითებს მკერდის
როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანები, რომელთათვისაც შოკოლადი ხელმისაწვდომია, 70%-ით უფრო იშვიათად აღნიშნავდნენ
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად