დიეტა სისხლის ჯგუფების მიხედვით
რამდენად ეფექტურია ასეთი დიეტია, ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, თუმცა პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
I სისხლის ჯგუფი: ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, უმეტესად ხორცი.
საკვები: ხორცი (ღორის ხორცის გარდა), თევზი, ზღვის პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული (მჟავეების გარდა), ანანასი, პური მცირე რაოდენობით
შეზღუდეთ: მარცვლოვანი, განსაკუთრებით ჰერკულესი, ხორბალი და ხორბლისგან დამზადებული პროდუქტი. კარგია წიწიბურა და პარკოსნები.
ერიდეთ: კომბოსტო (ბროკოლი შეიძლება), ხორბალი, სიმინდი, მანდარინი, კეტჩუპი
სასმელი: მწვანე ჩაი, ბალახის ჩაი
ერიდეთ: ყავა, მაგარი ალკოჰოლური სასმელი, ალოე, მარწყვის ფოთოლი
II სისხლის ჯგუფი:
საკვები: ბოსტნეული, რძის პროდუქტი შეზღუდულად, მარცვლეული, პარკოსანი, ხილი (გარდა ფორთოხალი, მანდარინი, ბანანი, ქოქოსი), ანანასი, თევზი, შაქარი შეზღუდული რაოდენობით
სასმელი: ყავა, მწვანე ჩაი, წითელი ღვინო, წვენები – სტაფილოს, ანანასის, გრეიფრუტის, ალუბლის; ლიმნიანი წყალი
ერიდეთ: ფორთოხლის წვენი, შავი ჩაი, გაზიანი სასმელი
III სისხლის ჯგუფი:
საკვები: ხორცი (გარდა ქათმის და ბატის), თევზი, რძის პროდუქტი, კვერცხი, მარცვლეული (გარდა წიწიბურასი და ხორბლის), პარკოსანი, ბოსტნეული (გარდა სიმინდის, პომიდორის, გოგრისა და ზეთისხილისა), ხილი (გარდა ქოქოსისა)
ერიდეთ: ზღვის პროდუქტებს, ღორის ხორცს, ქათმის ხორცს.
სასმელი: მწვანე ჩაი, ბალახის ჩაი, კენკროვანების წვენი, კომბოსტოს წვენი, ყურძნის წვენი, ანანასის წვენი
ერიდეთ: ტომატის წვენს, გაზიან სასმელებს
IV სისხლის ჯგუფი:
საკვები: ხორცი (ცხვრის, კურდღლის, ინდაურის მცირე რაოდენობით), თევზი, რძის ნაწარმი, სოიოს ნაწარმი, პარკოსანი მცირე რაოდენობით, მიწის თხილი, ნიგოზი, მარცვლოვანი (გარდა წიწიბურასი და სიმინდისა), ბოსტნეული (გარდა წიწაკის, შავი ზეთისხილის, სიმინდის), ხილი
სასმელი: ყავა, მწვანე ჩაი, გვირილას ჩაი იხილეთ ლინკი