სტრესი სიმსუქნის პროვოცირებას იწვევს
ეს იმიტომ, რომ არსებობს შენიღბული ფაქტორები, რომლებიც ჭარბი კილოგრამების დაგროვებას უწყობს ხელს.
მუდმივად გამოუძინებელი ადამიანის ორგანიზმი კარგავს ძალების სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის რაციონალური გამოყენების უნარს. სტრესი, ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია, პროვოცირებას უწევს ცხიმების დაგროვებას, რადგან იმ ჰორმონთა დიდი ნაწილი, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმების წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ მაშინ მუშაობს, როდესაც გვძინავს.
ბევრს სირბილსა და ვარჯიშზე მეტად დამშვიდება და რელაქსაცია შველის, ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ისწავლეთ სწრაფად დამშვიდება, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გადაუშალეთ გული მეგობარს, საყვარელ ადამიანს და სხვა. კიდევ რა იწვევს სიმსუქნეს, იხილეთ სტატია "სიმსუქნის შენიღბული მიზეზები"