ხრაშუნა პურის კალორიულობა ჩვეულებრივის ანალოგიურია
ხრაშუნა პურის უჯრედისი აფერხებს კალორიების ათვისებას, ამიტომ ის, მიუხედავად მაღალი კალორიულობისა, წონის კლების ხელშემწყობი შესანიშნავი საშუალებაა. გახდომის მსურველებმა, სასურველია, დღეში 3-5 ცალი მიირთვან, რათა მიიღონ 35 გრამი უჯრედისი და დაწვან 245 კკალორია. ორგანიზმს არაფერს ავნებთ, პირიქით, არგებთ კიდეც, თუ დროებით უარს იტყვით თეთრ პურზე, ფუნთუშებსა და ბატონებზე და ხრაშუნა პურზე გადახვალთ. თუ მას უცხიმო ხაჭოს, მწვანილსა და ბოსტნეულსაც მიაშველებთ, ორგანიზმს უფრო მეტ სარგებლობას მოუტანთ. ყველაზე ნაკლებკალორიულია ჭვავის ხრაშუნა პური. მასში ბევრი ამინმჟავაა, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის წვას. ხრაშუნა პურის სხვა სასარგებლო თვისებების შესახებ იხილეთ ვრცლად