რა მივირთვათ სიმსივნისგან თავდასაცავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მივირთვათ სიმსივნისგან თავდასაცავად

კომბოსტო

კომბოსტოს ყველა სახეობა მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც თრგუნავენ სიმსივნური პათოლოგიის მაკოდირებელი გენების აქტივობას. ამრიგად, შეიძლება ითქვას, კომბოსტო ჩვენი გენომის ერთგული დარაჯია - ხელს უშლის მის დაზიანებასა და შეცვლას. გარდა ამისა, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას. განსაკუთრებით სასარგებლოა ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო. ყოველდღიურ რაციონში 100 გრამი ბროკოლის ჩართვაც კი ამცირებს პროსტატის, ფილტვისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს. ბრიუსელის კომბოსტო კი ანტიკანცეროგენულ თვისებებთან ერთად კალციუმის, ნატრიუმის, ფოსფორისა და რკინის უხვი შემცველობითაც გამოირჩევა.

ხახვი და ნიორი

უმ ხახვსა და ნიორს რეგულარულად უნდა მივირთმევდეთ, რადგან ეს ბოსტნეული გენებს დაზიანებისგან იცავს და ამ გზით ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ნივრის ყოველდღე ჭამით შეამცირებთ ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს და აიმაღლებთ იმუნიტეტს.

პომიდორი

საკვებ რაციონში რაც შეიძლება უხვად უნდა ჩართოთ პომიდორი და წითელი ბულგარული წიწაკა. ორივეს სიმსივნის საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება აქვს. პომიდორი გაჯერებულია ლიკოპინით - სპეციალური პიგმენტით, რომელიც აქვეითებს ონკოლოგიური დაავადების  განვითარების რისკს. პომიდორი სასარგებლოა ნებისმიერი სახით - ცოცხალი, უმი, ჩაშუშული, ტომატი, საწებელი... აღარაფერს ვამბობთ მის ახალგამოწურულ წვენზე.

ხილი და კენკრა

მარწყვი, ჟოლო და ბროწეული შეიცავს ელაგინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების სისხლძარღვებში ჩაზრდას. ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა მოცვი. ის გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ქსოვილებს დაშლისა და განადგურებისგან იცავს. წითელი და იისფერი ყურძენი ასევე აფერხებს სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ყურძნის ამ ჯიშებში განსაკუთრებით ბევრია რესვერატროლი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს.

მწვანე ჩაი

ანტიოქსიდანტების შემცველობით ლიდერია.  ყოველდღიურად სამი ფინჯანი მწვანე ჩაი ამცირებს საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

ნიგოზი

კიბოს პროფილაქტიკის მეტად ფასეული საშუალებაა. მისი რეგულარული ჭამა აქვეითებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას. ნიგოზში ბევრი E ვიტამინია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოდ სიმსივნის პროფილაქტიკაში. შეგახსენებთ, რომ E ვიტამინით მდიდარია ხორბლის ღივი და არარაფინირებული მცენარეული ზეთი.

კოჭა, იგივე ჯანჯაფილი და ქურქუმა

ეს საუცხოო გემოს მქონე სანელებლები მკვეთრად ამცირებენ ანთებით პროცესებს და აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. ქურქუმა ინდური საკაზმის, კარის, ერთ-ერთი კომპონენტია, ეს უკანასკნელი კი, როგორც ცნობილია, ხელს უწყობს გახდომას და აფერხებს სიმსივნური უჯრედების დაყოფა-გამრავლებას.

პარკოსნები

ბარდა, ლობიო, ოსპი უხვად შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ეფექტურია სარძევე ჯირკვლისა და ფილტვების კიბოს პროფილაქტიკის კუთხით. გარდა ამისა, პარკოსნები, ისევე როგორც ხორცი, მდიდარია ცილებით. სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ ვეგეტარიანელებს, რომლებიც ხორცის ნაცვლად რეგულარულად მიირთმევენ პარკოსნებს, ონკოლოგიური პათოლოგია იშვიათად ემართებათ. ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ნაცვლად სასარგებლოა რაციონში წითელი თევზეულის ჩართვა.

რა უნდა გახსოვდეთ

საკვებ რაციონში კიბოს საპროფილაქტიკო პროდუქტების ჩართვასთან ერთად აუცილებელია რამდენიმე  ფაქტორის გათვალისწინება და იმ წესების დაცვა, რომლებიც ამცირებს სიმსივნური პათოლოგიის აღმოცენების რისკს:

  • ერიდეთ ჭარბად დანაყრებას. ხშირად მოიწყვეთ განტვირთვის დღეები.
  • ნუ მიირთმევთ მეტისმეტად ცხელ საკვებსა და სასმელს - მათ შესაძლოა პირის ღრუსა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის ფარული დამწვრობა გამოიწვიონ, რაც, თავის მხრივ, კიბოს აღმოცენების რისკფაქტორია.
  • ავადმყოფობის დროს, თუ მადა არ გაქვთ, თავს ძალას ნუ დაატანთ - არ შეიძლება იძულებით ჭამა.
  • ერიდეთ ცხიმიან საკვებს.
  • მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, თევზი, მწვანილი და ნიგოზი.
  • ერიდეთ შემწვარ-მოხრაკულს, შაშხსა და კონსერვებს. ეცადეთ, საკვები ორთქლზე მოამზადოთ ან მოშუშოთ.
  • ნუ შეჭამთ ობიან საკვებს - პურს, მარცვლეულს, მურაბას. ასეთ საკვებში წარმოიქმნება აფლოტოქსინები - ჯანმრთელობისთვის მავნე მაღალტოქსიკური ნივთიერებები.
  • მზა კერძი დროულად შეინახეთ მაცივარში. სითბოში დატოვებულ წვნიანში, ხორცსა და მოხარშულ კარტოფილშიც კი კანცეროგენები გროვდება.
  • ნუ შეინახავთ საზამთროდ მარილში არეულ მწვანილს - დიდხანს შენახვისას მასში კანცეროგენული ნივთიერებები ნიტროზამინები გროვდება.
  • ერიდეთ ალკოჰოლს. ოფიციალურად უსაფრთხო ულუფაც კი - 60 გრამი არაყი ან ერთი ბოთლი ლუდი დღე-ღამეში - გავლენას ახდენს ონკოლოგიური დაავადების განვითარების სიჩქარეზე.