/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

საკვები და ჩვენ

საკვები და ჩვენ
ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესის მიმდინარეობა უშუალოდ არის დამოკიდებული საკვებზე, რომელსაც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ვიღებთ და კვების რეჟიმზე.

ყველა ცოცხალი ორგანიზმი განუწყვეტლივ ხარჯავს მასში მოხვედრილ საკვებ ნივთიერებებს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სხეულში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების დროს იჟანგება, რის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიასაც ორგანიზმი გეგმაზომიერად ახმარს სხვადასხვა მიზანს. კერძოდ, ეს ენერგია ხმარდება სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას, შინაგანი ორგანოების (გულის, სასუნთქი აპარატის, სისხლის მიმოქცევისა და ნერვული სისტემების და სხვა) ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის ყველაზე დიდი ნაწილი კი ფიზიკური შრომისას იხარჯება. საკვები სარგებლობის მომტანი რომ იყოს, აუცილებელია, მასში ოპტიმალურად ეფარდებოდეს ერთმანეთს მთავარი საკვები ნივთიერებები: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, რომელთა გარეშეც ადამიანის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია.

ცილები

ცილა უჯრედების საშენი ძირითადი მასალაა. მისი უკმარისობა აფერხებს სხეულის ზრდასა და განვითარებას, ფორმას უცვლის თმასა და ფრჩხილებს, აუარესებს კანის შესახედაობას. ცილებით მდიდარი საკვებია ხორცი (ქათმის, საქონლის, ცხვრის, კურდღლის, ინდაურის, ღორის), რძის პროდუქტები, პარკოსნები. ცილებით მდიდარ საკვებს ყველაზე უკეთ ეთვისება წვნიანი ხილი და ბოსტნეული, ნაკლებად - ნახშირწყლებითა და სახამებლით მდიდარი პროდუქტი, ცუდად - ჭარხალი, თალგამი, გოგრა, სტაფილო, კარტოფილი, ბურღულის ფაფა.

ცხიმები

არსებობს მცენარეული და ცხოველური ცხიმები. ორივეს შეუძლია როგორც სარგებლობის, ისე ზიანის მოტანა. ძალიან მავნეა - მძლავრი კანცეროგენია - ტაფაზე ხორცის შეწვის შემდეგ დარჩენილი ცხიმი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცხიმების უმრავლესობა ადვილად გადამუშავდება და ადვილადაც რჩება ორგანიზმში, ამიტომ სჯობს, ნაკლებცხიმიანი საკვები მიირთვათ. 100 გრამი კარაქი - 750, ერბო - 880, ღორის ქონი კი 840 კკალორიას იძლევა.

ნახშირწყლები

ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა. სწორედ ეს ნაერთები გვაძლევს აქტიურად ცხოვრების შესაძლებლობას. საქმე ის არის, რომ ადამიანი თითქმის ყოველთვის იმაზე მეტ ნახშირწყალს მოიხმარს, ვიდრე ხარჯავს, ჭარბ ენერგიას კი ორგანიზმი მარაგად ინახავს ესოდენ საძულველი ცხიმოვანი ნაკეცების სახით.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

ორგანიზმში სიტკბოს ყველაზე დიდი მოყვარული ტვინია. ამიტომაც მიირთმევენ გონებრივად მომუშავენი ყველაზე მეტ ტკბილეულს.

ნატუროპათები გვირჩევენ, ერთ ჯერზე არ მივიღოთ რამდენიმე სახის სახამებლიანი საკვები, მაგალითად, პური, კარტოფილი და ფაფა ან ფაფა და პური - ჯერ ერთი, ისინი ძნელად ეთვისებიან ერთმანეთს, მეორე - იწვევენ ენერგეტიკულ სიჭარბეს და წონის მატებას.

ასევე დაგაინტერესებთ
თანამედროვე ადამიანის კვების რაციონი

სახამებლით მდიდარი საკვების მიღება დღის პირველ ნახევარში სჯობს.

სახამებლის შემცველი პროდუქტებისა და ბოსტნეულის სალათები სურსათის ყველაზე ოპტიმალური კომბინაციაა.

რაც შეეხება ნახშირწყლებით მდიდარ ხილს, მისი მიღება არ შეიძლება ჭამასა და ჭამას შორის არსებულ შუალედში - ამ დროს კუჭსა და წვრილ ნაწლავებში ადრე მირთმეულ საკვებს ერევა იოლად მოსანელებელი ხილი, რაც საბოლოოდ ართულებს და არღვევს საჭმლის მონელებას. ხილის მიღება ცალკე სჯობს. მისი ჭამა შეიძლება ჭამამდე 20-30 წუთით ადრეც - ამ ხნის განმავლობაში ორგანიზმი ასწრებს მის მონელებას.

რაციონალური კვების პრინციპები

როგორც ვთქვით, საკვებზე უშუალოდ არის დამოკიდებული სიცოცხლე, ზრდა და განვითარება, გარეგნობა და შრომის უნარი. ამიტომაც არის აუცილებელი სრულფასოვანი და მკაცრად რეგლამენტირებული კვება. როდესაც სწორად არის ორგანიზებული ორგანიზმის დროული მომარაგება დაბალანსებული საკვები ნივთიერებებით, კვებას რაციონალური ეწოდება.

რაციონალური ანუ სწორი კვების საფუძველს წარმოადგენს მიღებულ საკვებში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური თანაფარდობა.

რაციონალური კვება ოთხ ძირითად პრინციპს ითვალისწინებს:

1. მიღებული საკვების ოდენობა ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს დანაკარგს, ანუ მიღებული საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის ტოლი. აღსანიშნავია, რომ რაციონალური კვების ეს პრინციპი, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე ხშირად ირღვევა.

2. საკვები პროდუქტების ქიმიური შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას, რომელიც ყველაზე უკეთ თავად განსაზღვრავს, რისი ჭამა სჭირდება მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად. ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს საკვების 60-მდე ინგრედიენტი, რომელთა დიდი ნაწილიც ორგანიზმში მეტად საჭირო ნივთიერებებს წარმოქმნის.

3. საკვები ორგანიზმს უნდა მიეწოდოს რეგულარულად, განსაზღვრული რეჟიმით. საკვების უტილიზაციას იგი თავად ახდენს.

4. ჭამისას ორგანიზმში ხვდება საკვები ნივთიერებები, ბალასტი და ტოქსიკური ნივთიერებები.

ნივთიერებათა ცვლის მიმდინარეობა საკვებში ამინომჟავების, მონოსაქარიდების, ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინებისა და ზოგიერთი მინერალური მარილის დონეზეა დამოკიდებული, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული კვებითი რაციონის შედგენისას.

სწორი კვების ნორმირება

სწორი კვების ნორმირებისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ადამიანის საქმიანობის ტიპი.

გონებრივად მომუშავენი ცოტას მოძრაობენ, მაგრამ მათი ტვინი დიდ ენერგიას ითხოვს, ამიტომ მათ ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს 100-110გ ცილა, 80-90გ ცხიმი და 300-350 გ ნახშირწყალი.

ფიზიკურად მომუშავეებს ყველაზე მეტი ენერგია კუნთებში ეხარჯებათ, ამიტომ მათი ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს 115-120 გ ცილას, 80-90 გ ცხიმს და 400 გ ნახშირწყალს. გარდა ამისა მათ ყოველდღიურად უნდა მიიღონ ვიტამინებითა და მცენარეული უჯრედისით მდიდარი ხილი და ბოსტნეული.

ადამიანის ნორმალური რაციონი

ჯანმრთელი ადამიანის ოპტიმალური რაციონი შერეულია. ის უნდა შეიცავდეს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს: ხორცს, თევზს, რძის ნაწარმს, ხილსა და ბოსტნეულს.

ხილი და ბოსტნეული, მიზანშეწონილია, ცოცხალი მივირთვათ.

ნახშირწყლებით მდიდარი საკვები (ცომეული და ტკბილეული) კარგად ანაყრებს, მაგრამ ნაკლებმარგებელია. უმჯობესია, რაციონში შაქრისა და ცომეულის შემცველობა მინიმუმამდე იყოს დასული.

საშუალო ასაკის (35-40 წლის) ადამიანს, რომელიც 70-75 კგ-ს იწონის, დღე-ღამეში ესაჭიროება დაახლოებით 16% ცილა, 11% ცხიმი, 73% ნახშირწყალი. პროდუქტებში ეს დაახლოებით ასე აისახება: ხორცი - 150 გ, თევზი - 100 გ, კარაქი - 40 გ, ზეთი - 20 გ, არაჟანი - 15 გ, კარტოფილი - 300 გ, სტაფილო, პომიდორი და ჭარხალი - 50-50 გ, ხახვი - 25 გ, შაქარი - 100 გ, წიწიბურას ფაფა - 50 გ, ბრინჯი - 25 გ, მაკარონი - 15 გ, შავი და თეთრი პური - 500 გ, ფქვილი - 25 გ, რძე - 500 გ, ხაჭო - 30 გ, ხილი - 200 გ.

საკვების მიღება დღის განმავლობაში

საკვების მონელების ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით საკვების მიღება დღის განმავლობაში ასე უნდა ხდებოდეს:

  • დილა - ამ დროს ორგანიზმი დასვენებულია და განსაკუთრებით სჭირდება ენერგია. ყველამ იცის, რომ ენერგია საკვების მიღებისთანავე კი არა, საჭმლის მონელების რამდენიმესაათიანი პროცესის შედეგად თავისუფლდება, ამიტომ დილით ადვილად მოსანელებელი საკვები უნდა მივიღოთ. კარგია ხილი, ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი. ისინი ძალიან მალე აითვისება და საჭირო ენერგიასაც მალევე მივიღებთ.
  • შუადღე - სადილად უმჯობესია სახამებლით მდიდარი საკვები მივირთვათ, იმის გათვალისწინებით, რომ მათი მონელებისას გაცილებით მეტი ენერგია თავისუფლდება, ვიდრე ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისას. ამას დაახლოებით 3-4 საათი სჭირდება, ასე რომ, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები მოგვიანებით მოგვცემს დიდ ენერგიას, რომელსაც დღის მეორე ნახევარში გამოვიყენებთ.
  • საღამო - ამ დროს უმჯობესია ცილებით მდიდარი საკვები მივიღოთ. მის მონელებას 4 საათზე მეტი ხანი სჭირდება. სამაგიეროდ, მივიღებთ ენერგიას დღის განმავლობაში დახარჯული სტრუქტურების აღსადგენად.

ცილებით მდიდარი საკვების მონელებისას ორგანიზმში გაცილებით ძლიერი ფიზიოლოგიური ძვრები მიმდინარეობს, ამიტომ უმჯობესია, მათი მონელება მშვიდ გარემოში მიმდინარეობდეს. ამისთვის ყველაზე შესაფერისი საღამოს 6-8 საათია, როცა ორგანიზმი დაშლილი ენერგეტიკული და პლასტიკური სტრუქტურების ხელახალ სინთეზს იწყებს.

ნაციონალური კვების თავისებურებანი

ტრადიციული ქართული რაციონისთვის დამახასიათებელია:

1. სურსათის მრავალფეროვნება;

2. კერძების მომზადების შედარებით სწრაფი მეთოდები;

3. მთელი წლის განმავლობაში ცხარე და არომატული სანელებლების დიდი ოდენობით გამოყენება, როგორც საუზმეზე, ისე სადილზე და ვახშამზე;

4. ხშირი და უხვი გამოყენება ყველისა, რომლის რძემჟავური შემადგენლობაც ძლიერ მრავალფეროვანი და სპეციფიკურია;

5. თხილისა და კაკლის გამოყენება როგორც წვნიანი კერძებისთვის, ისე სალათების, ხორცის, თევზის ნამზადისა და საკონდიტრო ნაწარმისთვის;

6. ასევე მთელი წლის განმავლობაში გამოყენება ცოცხალი მწვანილისა და მცენარეული უჯრედისით მდიდარი ფოთლოვანი ბოსტნეულისა, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავს მინერალებს, რკინას, ფოსფორს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ამინომჟავებს, ფრუქტოზას და სხვა (მეცნიერთა დიდი ნაწილი ქართველთა დღეგრძელობას სწორედ მწვანილებით მდიდარი ქართული სამზარეულოთი ხსნის);

7. ცივ კერძებში მჟავე კენკრისა და ხილის, მათ შორის - მაყვლის, ტყემლისა და პომიდვრის დიდი ოდენობით გამოყენება;

8. ქართულ სუპებში ბოსტნეული თითქმის არ არის. მის ადგილს უმეტესად იკავებს კვერცხი, სიმინდისა და ხორბლის ფქვილი, ამიტომ ქართული წვნიანი კერძი ყოველთვის გაცილებით სქელია, გემრიელია, მრავალფეროვანი გემო აქვს და ადვილი მოსანელებელია.

9. ცხარე სანელებლების უხვი გამოყენება (წითელი წიწაკისა და ნივრის გამოყენების მხრივ ქართველები რეკორდსმენები არიან);

10. ღვინის, არყისა და სხვა სახის ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი და უხვი სმა.

ყველაფერი ეს მეტად გემრიელი და სასარგებლოა, მაგრამ ვინაიდან ჩვენი რელიგიური და კულტურული ტრადიციები არ გვიკრძალავენ ხორცის, თევზის, რძის ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის, სანელებლებით შეკაზმული, ნიგვზიანი და თხილიანი კერძების ერთდროულ გამოყენებას, დღესასწაულის დღეებში, როდესაც ყველა ქართული ოჯახი ეროვნული კერძებისა და სადილების მრავალფეროვნებით იწონებს თავს, ნაირ-ნაირი საკვების არარაციონალურ და არათანმიმდევრულ მიღებას ხშირად საკმაოდ ნეგატიური შედეგები - კუჭ-ნაწლავის ფუნქციათა მოშლისა და მიძინებული ქრონიკული დაავადებების გამოღვიძება-გამწვავება მოჰყვება.

კომენტარები (2)
იმედგაცრუებული
მოკლედ ვეღარ გავიგე რა არის სწორი-სხვაგან წამიკითხავს,რომ უზმოზე ხილის და ბოსტნეულის მიღება არ შეიძლება,რადგან ისინი დიდი ოდენობით მჟავებს შეიცავენ და კუჭისთვის მავნებელიაო.თქვენ ამბობთ პირიქით და მაინცდამაინც სამედიცინო განათლება უნდა მქონდეს მიღებული,რომ შეცდომაში არ შევიდე და ორგანიზმსაც არ ვავნო?ახლა უნდა დავდგე ვინ არის მტყვან-მართალი ვარჩიო თუ რა გავაკეთო,თუ მართლა სამედიცინო განათლება უნდა მივიღო?
თარიღი : 26-01-2017
საკვები და საქართველო
7 წელია ვლაპარაკობ რომ უხარისხო და ძალიან ძვირია საქართველოში საკვები. 15 მდე ევროპის, აზიის და ამერიკის ქვეყანაში ვარ ნამყოფი.რაც საქართველოში ხდება წარმოუდგენელია, გამეცინა 3--4 წლის წინ 1 კილოგრამამდე ანანასის ნაყოფი 12 ლარი რომ ღირდა, შარშან 9 ლარადაც შეიძლებოდა შოვნა, ინგლისში 1 ფუნტს ვაძლევდი, ამერიკაში 2დოლარადაც კი ვყიდულობ ხოლმე. საქართველოში 4 ფუნტის და 7 დოლარის ეკვივალენტია.ანანასი იქეთ იყოს დახმელი ლობიო რომყველაზე უბრალო საკვებია - ეგეც 2 ჯერ ძვირი ღირსსაქართველოში, ვიდრე გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. საქართველოში 1საათის ანაზღაურება 2 --2.50 ლარია ამერიკასი12 დოლარი, ბრიტანეთში 7 ფუნტი. ანუ საზღვარგარეთ 15 წუთის ნამუშევარი ფულითაც შეგიძლია 1--2 ანანასი იყიდო. საქართველოში 6--7 საათი უნდა იმუშაორომ მხოლოდ ანანასი წაიღო სახლში 1 კილომდე. ამით არმინდა ვთქვა საზღვარგარეთ კარგია ხალხო დაწადით მეთქი. არა ჩვენი ველ --მინდვრები ისევ დაუმუშავებელია და ვაუჩერებით "დრუჟბებს" ყიდულობენ რომ უშრომელად გაზრდილი ტყე გააჩანაგონ და წყალი დაშრიტონ. სიზარმაცე გვკლავს, შრომის გვრცხვენია კიდეც -- ყველა დიპლომს აფრიალებს, ბიზნესმენობს, უხარისხო პროდუქტს ეძებს საზღვარგარეთ და 1 ლარად ნაყიდს 4--6 ლარში ყიდის. ასე რომ კიდევ 3--7--9 მთვარობა რომ შეიცვალოს, ეს არაფერს შეცვლის ქვეყანაში სანამ შრომა -- სირცხვილთან და გლეხუჭობასთან, მოხუცებთან ასოცირებული იქნება ჩვენს დეგრადირებულ, სტერეოტიპებით გაჭედილ ტვინში.
თარიღი : 17-05-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საკვები და ჩვენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები